პრემიერმინისტრის მორიგი ანტივაქსერული განცხადება. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვაქცინა არ მუშაობს და ამით კიდევ უფრო გაამყარა ანტივაქსერების უარყოფითი დამოკიდებულება აცრებისადმი.
ღარიბაშვილის ამ განაცხადს მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების პასუხი მოჰყვა. ექიმები ახსენებენ მთავრობის მეთაურს, რომ ვაქცინა მინიმუმ სიკვდილისგან იცავს პაციენტებს და დაბეჯითებით მოითხოვენ მისგან მეტ პასუხისმგებლობას.
თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ ადმინისტრაციას დაავალა, რომ ყველაფერი ჟურნალისტებსა და კონტექსტიდან ამოჭრილ ფრაზას დააბრალოს.
ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, მთავრობის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დაწერა, რომ განცხადება “კონტექსტიდან ამოგლეჯილია” და მასზე “სრულიად უსაგნო და უსაფუძვლო სპეკულაცია” დაიწყო.
გიორგობიანმა ასევე აღნიშნა, რომ მილიონობით დოზა სხვადასხვა ვაქცინა ირაკლი ღარიბაშვილის დროს შემოვიდა ქვეყანაში.