იოსებ მეგრელიძე, რომელმაც 1932 წელს დაათვალიერა ზოტთან ახლოს მდებარე ღომისციხის ნანგრევები აღწერს იქვე არსებულ ციკლოპურ ნაგებობებს – „მიწისქვეშა ნაგებობები ძალიან საინტერესოა და განთავსებულია მთლიანად მიწის ქვეშ, მათ შესასვლელი აქვთ გვერდიდან, საიდანაც ვიწრო გვირაბების გავლით შევდივართ შიდა სათავსოებში, რომელთაც აქვთ გუმბათისებრი ზემოთ შეკრული ჭერი. ეს ძეგლი ჯერ არავის არ შეუსწავლია, მაგრამ მისი გათვალისწინებით შეიძლება დავადგინოთ, რომ გურიის ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული იყო ავტოქთონური მოსახლეობით.“
.
ასევე მეგრელიძე უთითებს მწყემსების ნაამბობს „ვარდიანი ქვის“ შესახებ, რომელზეც დამაგრებული იყო რკინის ჯაჭვი – „მწყემსები ამბობენ, რომ „ღომის ციხიდან“ ახლოს არის ერთი ადგილი, რომელსაც „ვარდიან ქვას“ უწოდებენ. მათივე თქმით ამ ადგილზე არის ქვასვეტი რომელზეც ჩამოკიდებულია რკინის ჯაჭვი. მე ვერ შევძელი ამ ადგილის მონახულება, რადგანაც იგი ისეთ სიმაღლეზეა, რომ 1932 წლის 4 ივლისს, როდესაც მე ღომის ციხეზე ვიყავი იქ უკვე თოვლი მოსულიყო, რაც შეუძლებელს ხდიდა მის დათვალიერებას. თუ ეს ინფორმაცია შეეფერება სინამდვილეს ამ ძეგლს ჭეშმარიტად მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ძეგლის შესწავლა შევთავაზე პროფესორ მელპკსეტ-ბეკოვს, მაგრამ მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა მისი ადგილზე ნახვა.“
.
ქვაში ჩაჭედებულ რკინის რგოლზე წერს დუნკელ ველინგი, რომელმაც 1850-51 წელს მოინახულა გურიანთის ციხის ეკლესია წერს – “მე გავეშურე ადგილობრივი ღირშესანიშნავობების დასათვლიერებლად: პირველი მათგანი იყო საგვარეულო ციხე, რომელიც მდებარეობს გაცილებით უფრო მაღალ მთაზე ვიდრე თავადის სახლია. არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო ამ ნაგებობას ციხესიმაგრე, სიმაგრე თუ მონასტერი, მის კედელში ჩაშენებულია უზარმაზარი რკინის რგოლი. ადგილობრივთა თქმით ეს რგოლი ისევე როგორც სხვა მრავალი ასეთივე შემონახულია სვანეთში, მათი დანიშნულება უხსოვარ დროში გემების დაბმა ყოფილა, რომლებიც თითქოსდა აქ მოდიოდნენ, მათივე თქმით მთელი მაშინდელი სამეგრელო ზღვას ჰქონდა დაკავებული.”
.
ზემოხსენებულთან ერთად ალბათ საინტერესოა, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში აღმოვაჩინე ტერმინები „გურიის ერა“ და „გურიის საუკუნე“. ირკვევა, რომ ნატანების, გურიანთისა და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არის უამრავი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია კავკასიაში ყველაზე უფრო გვიანდელ პერიოდამდე ზღვით იყო დაფარული.
.
ნატალია მჭედლიშვილი – “მდინარე ბჟუჟის ნაპირზე ნანახია ბოსფორის ქვეიარუსის დანალექი. დანალექ ქანებში დადგენილი იქნა Phyllocardium alatoplanum andrus.
.
ჩოჩიევა – ხვარბეთში ნაპოვნია განმარხებული წიწვოვანი ტყე და დადგენილი იქნა, რომ ამ ადგილზე პრეისტორიულ პერიოდში ხარობდა ჩრდილო/სამხრეთ ამერიკის და აზიის ტროპიკებისათვის (ჩინეთი, ინდოჩინეთი) დამახასიეთებელი ხეები და მცენარეები. კვლევების შედეგად ხვარბეთიდან აღებულ მასალაში აღმოჩენილი იქნა სეკვოია, სეკვოიადენდრონი, მეტასექვოია, კვიპაროსის, ეურია, სტიუარტია და ფლორის სხვა ნიმუშები.
.
– И. Мегрелидзе – Лазский и Мегрельский слои в Гурийском -1938
– Каказ 1853 г. №77; 78;82; 87; 1854 №10; Н. Дункель-Веллинг „Изъ Записокъ о Гуріи“;
– Мчедлишвили Наталия Дмитриевна Флора и растительность киммерийского века по данным палинологического анализа – 1963
– Чочиева Клара Ивановна – Хварбетский ископаемый хвойный лес – 1975
.
ფოტო – ჭიქიანის მენჰირი ძვ.წ. II-I ათასწლეულების მეგალითი – სამცხე-ჯავახეთი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა