გურია და ქალთა ცეკვა რუბინშტეინის ,,დემონიდან,,

გურია და ქალთა ცეკვა რუბინშტეინის ,,დემონიდან,,
.
კომპოზიტორი არსენ კორეშჩენკოს ჩანაწერებიდან
.
„ჩემს მიერ ჩაწერილი ჩონგურის აკომპანიმენტზე შესრულებული ზოგი სიმღერიდან მოვიხსენიებ თუნდაც ერთერთს, რომელიც თავადვე ძალიან ბევრს ამბობს მის შესახებ (იხილეთ დანართიN13).
.
ეს სიმღერა ჩავიწერე ერთი ისეთი უცნაური შემთხვევის წყალობით, რომელიც მანამდე თავს არასდროს არ გადამხდომია. შაბათს გვიან საღამოს მე და ჩემს ნაცნობი ე. ს. ხუნდაძე ჩოხატაურიდან საჯავახოსკენ მივემგზავრებოდით, რა დროსაც გზა აგვერია და მთებში დავიკარგეთ. მაშინ როცა გზის გაგნებაზე ვფიქრობით, იქვე შორიახლოს შევამჩნიეთ სინათლე. ჩვენც უმალვე მისკენ გავემართეთ და მივადექით გლეხის სახლს, საიდანაც გამოდიოდა – ხმამაღალი საუბრის, სიცილის, სიმღერისა და ცეკვის ხმა. კეთილგანწყობილმა მასპინძელმა სახლში შეგვიპატიჟა, რის წყალობითაც მთელი ორი საათის განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა ჩაგვეწერა ყველაფერი თუ რამ გვაინტერესებდა.
.
აქ პირველად შევამჩნიე, რომ გურულები სოლო სიმღერების არქონას ავსებდნენ საინტერესო ხერხით: ქოროს სიმღერის მაღალი ხმა გადაიქცეოდა სოლო პარტიად, ხოლო ჩონგურის აკომპანიმენტი ასე ვთქვათ ავსებდა ხმების დანაკლის.
.
აქვე მე ჩავიწერე მომაჯადოებლად გრაციოზული ცეკვა, რომელიც მოგაგონებდათ ა. რუბინშტეინის „დემონის“ ქალთა ცეკვას. ამ ცეკვას სამართლიანად შეუძლია დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი ქართულ საცეკვაო სიმღერებს შორის. (იხილეთ დანართი N14)
.
ზემოხსენებული ცეკვა დიდ ინტერესს იწვევს თავისი დახვეწილი ფორმით, რომელიც იმავდოულად თავისი გრაციოზულობითა და პლასტიკით შერწყმულია მელოდიასთან. ამასთანავე იგი მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ქართული საცეკვაო სიმღერებს, რომელსაც გააჩნიათ თავისივე და სხვებისაგან განსხვავებული ფიზიონომია: რომლის მთავარი მოტივი ორ ქოროს შორის გაყოფილი მცირე მუსკალური წარმოდგენა გახლავთ, რომლის შესრულებაც ხდება მრავალჯერ მაგრამ სხვადახვა ვარიაციებით, რომლებიც ახლდება დროდადრო ტემპის მომატებასთან ერთად. თავიანთი ხასიათით ეს სიმღები სრულიად საწინააღმდეგოა მშვიდი, ნელი მოძრაობებისა“
.
აქვე კოროშჩენკო წერს, რომ კომპიზიტორები: ჩაიკოვსკი, გლინკა და რუბენშტეინი სარგებლობდნენ ქართული სომღებისა და ცეკვების მოტივებით, საერთოდ კოროშჩენკოს ჩანაწერები ძალიან საინტერესო უნდა იყოს ქართული ფოლკლორით დაინტერესებული პირებისათვის
.
Арсений Николаевич Корещенко – Этнографическое обозрение – №1 1898
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share