ეკონომისტი, ოთო აბესაძე საქართველოში ინფლაციის მონაცემებზე სოციალურ ქსელში წერს.
„სექტემბრის მონაცემებით საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11.5 % – ს შეადგინა.
რა გააძვირა ინფლაციამ და თანმხლებმა პროცესებმა :
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1% ით.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 % იანი მატება.
ასევე:
პური და პურპროდუქტები 32,8%;
რძე, ყველი და კვერცხი 23,3%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 22,5%;
ზეთი და ცხიმი 21,2%;
ყავა, ჩაი და კაკაო 18,9%.
საქართველოში ინფლაციის ფონზე მოსახლეობას საქონელი და მომსახურება (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) გაეზარდა საშუალოდ 12% -ით უძვირდება‼️“ – წერს ოთო აბესაძე.