”უმაღლესი “რადას” დეპუტატმა ლიზა იასკომ ტვ პირველის არხზე, ინგა გრიგლიას “რეაქციაში” მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი სხვადასხვა ადამიანებმა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს. მან კონკრეტული პირები არ დაასახელა და თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ისედაც ყველაფერი იცის.
“მათი ნამდვილი სახელები, ვინც უღალატეს მიხეილ სააკაშვილს და სპეკულირებდნენ თავიანთი პირადი სარგებლის გამო, მათზე საუბრის დრო ახლა არ არის, იმიტომ, რომ მივუძღვნით მთელ ყურადღებას ხალხს, რომლებიც არ იმსახურებენ. ისინი სხვადასხვა წრის ხალხია, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მათ იცნობთ”, – განაცხადა იასკომ.