“ხალხში ისეთი ბრაზია დაგროვილი, ისეთი მუხტია, ამ მათხოჯმა რუსებმა მართლა რანაირად უნდა გვაჯობონ”

ჩემდაუნებურად ავტობუსში მეორედ მოსვლა მოვაწყვე.
გაჩერებასთან ერთდროულად რამდენიმე ავტობუსი მივიდა, მე რომელშიც ვიჯექი, ამას ბოლოში მოუწია.
ქალი ამოვიდა და მძღოლს აუშარდა, ზედ გაჩერებასთან (სკამები სადაც დგას, იმას გულისხმობდა) რატომ არ გააჩერეო.
აღარ გაჩერდა, მისდგა მძღოლს და ქაქანებდა.
ახლა ავდგები და მერიაში დავრეკავო.
ქალბატონო, მერიაში რომ დარეკავთ, ეგ კი არ უთხრათ, გამართული ინფრასტრუქტურა მოითხოვეთ – მეთქი.
მოკლედ, ხალხო, ეს ვთქვი და მგზავრები რომ ამყვნენ, კალაძით რომ დაიწყეს, შუაში სხვა ბობოლა ქოცებით და ბოლოში ბიძინას მიწაში ჩადებით დაასრულეს.
ოღონდ, მართლა მთელი ავტობუსი ამათ ლანძღავდა და ძირითადად ასაკოვანი ქალები აქტიურობდნენ.
ეს მთავრობა რუსეთს გვაბარებსო, ყველანი არჩევნებზე უნდა წავიდეთ და ესენი გავყაროთო, ჩვენს შვილებს რა ქვეყანას დავუტოვებთ, ქოცებს თუ ვერ მოვერიეთო.
ასაკოვანი კაცი მეჯდა გვერდით, იმან თქვა, ბაიდენი ცუდიაო, პუტინი კარგიაო.
ის კაცი როგორ გადარჩა, ვერ გეტყვით.
გაბდღვნეს, გაპუტეს, ჩააქვესკნელეს.
მე შუაში ვიჯექი, ავტობუსის თავში და ბოლოში სხვადასხვა ფრონტი იყო გაშლილი.
წინ ერთი ქალი ერთ გოგოს ეკამათებოდა, ოღონდ ჩუმად.
ეს გოგო ეუბნებოდა, არც ამერიკა მინდა, არც რუსეთიო.
ამ კაცთან რომ მოვრჩით, ეს გოგო ავაგდეთ ჰაერში და აღარ ჩამოვსვით.
შენ საჯარო მოხელე იქნები და ასე ავტობუს-ავტობუს დადიხართ, ქოცობას ქადაგებთო, ამ ქალებმა.
მეთქი, გოგონი, თქვენ ხართ სამშობლოს გამყიდველი რუსი.
ოღონდ, მე რომ ერთს ვიტყოდი, ეს საყვარელი ქალები ასს ამბობდნენ და ყველა ეთანხმებოდა.
ვიღაც ბიჭი მომიტრიალდა, თავი მეტკინა გაჩუმდიო.
ეს ბიჭი პირველივე გაჩერებაზე ჩამოსვეს ამ ქალებმა. 😃
მორიგ გაჩერებაზე კაცი ამოვიდა, შუა ამბავს მოუსწრო, თავი არ უნახავს და გაიღადავა, რა იყო, ჩაატარეთ უკვე არჩევნებიო?
ეს კაციც ააგდეს და აღარ ჩამოაგდეს, სასაცილოდ გვაქვს საქმე, თავზე რუსი გვაზისო.
სამაჩაბლოელი ქალი იყო, რაც იმან პუტინი და რუსეთუმეები ლანძღა, ერთი არ ასცდეს ბიძინას.
ომი სააკაშვილმა დაიწყოო, იმ მოხუცმა კაცმა თქვა და ვაიმე, დედა, ისეთი უქნეს.
ოღონდ, სააკაშვილს კი არ იცავდნენ, ლოგიკურად და თანმიმდევრულად უხსნიდნენ ამ კაცს, რატომ ნიშნავს “ომი სააკაშვილმა დაიწყო”, “ომი საქართველომ დაიწყოს”.
ხალხში ისეთი ბრაზია დაგროვილი, ისეთი მუხტია, ამ მათხოჯმა რუსებმა მართლა რანაირად უნდა გვაჯობონ.
ერთი 50 კაცი ხომ ვიქნებოდით იმ ავტობუსში და აქედან მხოლოდ ორმა დაიცვა ქოცები, მართლა მთელი ავტობუსი გრგვინავდა.
ეს მუხტი 26-მდე აუცილებლად უნდა მივიტანოთ.
წერს სამოქალაქო აქტივისტი ნენე დალაქიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share