ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევრპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ერთადერთი დაბრკოლება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არის ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება.
„ევროპარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ერთადერთი დაბრკოლება ჩვენი ქვეყნისთვის, ევროინტეგრაციის გზაზე არის ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზების შანსს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ შანსს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აუცილებლად დაიცავს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.