ეველინ ფარკასი ქართველ ამომრჩეველს: ვერ აღვწერ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები უმნიშვნელოვანესია და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რომ საკუთარი არჩევანი გააიეთოს.

“გამარჯობა, მე ეველინ ფარკასი ვარ, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. ვერ აღვწერ, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები, რომლებიც საქართველოში გაქვთ. თქვენ მსოფლიო გიყურებთ. ბევრი ჩვენგანი შეერთებულ შტატებში, ევროპაში, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყურადღებით ვაკვირდებით, აჩვენებს თუ არა საქართველო მსოფლიოს მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკური სისტემის მიმართ.

შემოგვიერთდით და გამოხატოთ თქვენი ინტერესი და ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share