”წელს შემოღებული ოფშორების კანონი – ეს კანონი რეალურად შემოიტანა ისეთ დროს, როცა იყო რუსული კანონის გარშემო აურზაური, ანუ მისთვის გასაგებად, რუსულად რომ ვთქვათ “პოდ შუმოკ” – გააძვრინა. რეალურად რისთვის იყო ეს გაკეთებული – ივანიშვილმა 2022 წელს, და თვითონვე თქვა, თავის გამოსვლაში, ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენ ამერიკიდანო თუ საიდანაც მოჰქონდა. გამოატანეს და მან შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა მას არ უნდოდა არც დღგ-ს გადახდა, არც ქონების გადახდა, და არც მოგების გადახდა ამ ნივთებზე. შესაბამისად ეს კანონი ითვალისწინებს 3 რამეს: 1 – რომ ამ გადმოცემული აქტივებისგან, ეს აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადიდან, ანუ მომავალში რომ გაყიდის ამ აქტივებს მოგებით, გადასახადი ამას არ ექნება. შესაბამისად მილიარდის კოლექცია, 10 წელიწადში ან 5 წელიწადში რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ასევე ის განბაჟების და დღგ-ს საფასური, მილიარდ დოლარზე დაახლოებით უწევს 180 მილიონი დოლარი, მან ასევე ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. და ეს ქონების წლიური გადასახადი – 1%, რომელსაც ყველა იხდის თავის სახლზე, ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე – წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ანუ ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს. ამავდროულად ყიდულობს ივანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე. ამას აპიარებს და მეორე ხელით ჰპარავს მილიარდ ლარს თავის ქვეყანას. ასეთი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი.”
ბაჩიაშვილი ივანიშვილზე: ოფშორების კანონით, 1 სქემაში დაახლოებით $400 მლნ მოპარა ხალხს
განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.