„საზოგადოება დაიღალა, დაკარგა იმედი და კარგავს რწმენას, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში“ – ნიკა გვარამია

საზოგადოება დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც ვართ და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი, სპონტანური პროტესტი, რომელიც არ არის ორკესტრირებული ოპოზიციის მიერ ქვეყანაში. მეორე ფაქტორი, რა არის განსხვავება? განსხვავება არის ის, რომ საზოგადოება დაიღალა, საზოგადოებამ დაკარგა იმის იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში.

 

სწორედ ასე მოქმედებს ქვეყანაზე რუსული ოლიგარქია, რუსული ავტორიტარიზმი. და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე სწორედ ასეთი გავლენა აქვს, ევროკავშირის წევრების ჩათვლით. შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით და ჩვენ არ ვითვლით, ასე ვთქვათ, მოკვეთილ თავებს, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მივდივართ წინ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share