შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო პრეზიდენტად უფრო გამაერთიანებელი ადამიანი არჩეულიყო, რომელიც დასავლეთთან კონსტრუქციულად მუშაობდა – რუხაძე

პროპაგანდისტული “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ ბიზნესმენებს შორის, ვისაც ირაკლი კობახიძე შეხვდა, ამბობს, რომ შეხვედრაზე გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილზე.

“მე თუ მკითხავთ ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, რომ ის ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს და ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ რომ ეს კაცი იყო არჩეული. შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა”, ესეც ვთქვი . როცა ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას რას და როგორ აკეთებს”, – ამბობს რუხაძე “იმედისთვის” მიცემულ კომენტარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share