“ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრის დროს განაცხადა, რომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის კვების აღდგენის პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.
დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს,” – განაცხადა ჩხაიძემ IPN-თან საუბარში.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავა. მას სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილი 18 თებერვალს შეწყვიტა. ის სამკურნალოდ კლინიკა “ვივამედში” რჩება.