ვინ არის კაცი დეპუტატის მანდატით, ვისაც “ძალადობის მეთვალყურედ” ასახელებენ

“ოცნების” პარლამენტის ახალ წევრად აირჩიეს კაცი, რომლის წინააღმდეგაც, ოპოზიციის თქმით, ახლა მინიმუმ საქმე უნდა იყოს აღძრული. დავით დოლიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ერთი კადრით მოექცა, სადაც ჩანს მერიის მაღალჩინოსანი როგორ მეთლვაყურეობდა, როგორ სცემდნენ მისი დაქვემდებრებული თანამშრომლები საყოველთაო გაფიცვის  მონაწილეებს ხელკეტებით და ბიტებით.

იმ დროს დოლიძე მერიის  სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ხელძღვანელობდა და რეაგირებაც კი არ ჰქონია. მას მოძალადე თანამშრომლებიც კი ადგილიდან არ გაურიდებია. დაზარალებული მოქალაქეები მაშინ ადასტურებდნენ, რომ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ორგანიზებულ საყოველთაო გაფიცვის მონაწილეებს სწორედ დოლიძის სამსახურის თანამშრომლები გაუსწორდნენ.

რა დამსახურებით მოხვდა “ქართული ოცნების” პარლამენტში ჩინოვნიკი, რომელიც ხალხზე ძალადობის ორგანიზებაში იყო მხილებული. დღეს პარლამენტში პირველად იყო დავით დოლიძეც, პარლამენტი ისე დატოვა, რომ განმარტებები არ გაუკეთებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights