როგორც მშვიდობიანად გადავაბარეთ, ასევე მზად ვართ, მშვიდობიანად გადმოვიბაროთ ხელისუფლება – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ხლეისუფლებამ ქვეყანა ჩაკეტოს 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სააკაშვილი არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ლოკდაუნი მოსალოდნელია.
„მაგრამ ივანიშვილს ეს არ გამოუვა, რადგან ჩვენი შეხვედრები, ასევე, სამობილიზაციო ეტაპებიცაა იმ შემთხვევისთვის, თუ ივანიშვილს არჩევნების მოპარვაზე ხელი წაუცდება, როგორც გეგმავს იმ დამატებითი სიებით. თუ მაინც ხელი წეაუცდათ, ჩვენ გვყავს უამრავი დამკვირვებელი, რამდენიმე ათასი ადმიანია, ჩვენ გვაქვს სახეულის და სახიოს ამოცნობის აპარატი, რომელიც უკრაინელ სპეციალისტებთან ერთად დავნერგეთ საქართველოში, გვაქვს ახლაი ინოვაცია და სურპრიზი, რომელიც ივანიშვილისთვის მოულოდნელი იქნება. ჩვენ მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და მზად ვართ, ასევე, მშვიდობიანად გადმოვიბაროთ უკან“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.