ოზურგეთის „ვერანდები“ – კარლა სერენა
.
„სასახლის მოპირდაპირე მოედანზე ორი ეკლესიაა: ერთი ქართული – ქალაქელებისთვის, მეორე რუსული – გარნიზონისთვის. კვირაობით მოედანზე სამხედრო მუსიკა უკრავს, მაგრამ ქალაქელები, რომლებიც საკმაოდ კარგ სახლში ცხოვრობენ, იშვიათად გამოდიან მის მოსასმენად და თავიანთი სახლების ვერანდებზე სეირნობას ამჯობინებენ. ეს მოსეირნეები, შორიდანაც კი კარგად გამოიყურებიან თავიანთ ელეგანტურ ჩოხებსა და ბაშლიკებში (ყაბალახი) გამოწყობილნი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალბატონები, რომლებსაც თავსაბურავზე უკეთიათ ქართული ვუალე (ლეჩაქი), რომლებიც სრულიად ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს.
.
კარგ ამინდში ვერანდა სახლის ოთახს ცვლის; აქ ადამიანები დროს ატარებენ, საჭმელს მიირთმევენ და ხშირად აქვე სძინავთ კიდეც. ეს ვერანდა ასევე „ფლირტის“ ადგილია, ეს ემოციური ხუმრობა აქ ფართოდაა გავრცელებული და ორივე სქესის ახალგაზრდებს შორის „უდანაშაულო თამაშები“ იმდენად გავრცელებულია, რომ ჩვენთან დასავლეთშიც კი გასაკვირი იქნებოდა, თუ არ გავითვალისწინებთ ამ მხარის მარტივ და ჯერ კიდევ პრიმიტიულ წეს-ჩვეულებებს, სადაც ყველა თანასწორია.“
.
– ფრაგმენტი კარლა სერენას (ერთერთი პირველი ევროპელი მოგზაური და პუბლიცისტი ქალი, 1881 წელს იყო საქართველოში) პუბლიკაციიდან; ფრანგული ჟუნალი – Le tour du monde. 1884, Semester 1; Par Madame Carla Serena – VOYAGE AU CAUCASE – La Gourie et les Regions de Gori, Borjom et Achalzick;, გარავიურა ამავე ჟურნალიდან – ოზურგეთი, სამხედრო ეკლესია (სობორო);

მოამზადა კახა ჩავლიშვილმა