ოზურგეთში ნაპოვნი კერპები
.
ოზურგეთთან ახლოს (წერია „Близъ станціи Озургетъ“), მდინარე ნატანების ნაპირზე, სოფელ ოზურგეთში მცხოვრებ სამ გლეხს წისქვილი უდგას. რამდენიმე დღის წინ მეპატრონეებმა წიქვილის რემონტი დაიწყეს, რა დროსაც იგი საძირკვლამდე დაშალეს. შეკეთებისას საჭირო გახდა წყლის სადინარი ღარის გაღრმავება, ამ სამუშაოების დროს მიწის ზედაპირიდან 9 არშინის სიღმეში მუშებმა იპოვეს უძველესი და ძალიან საინტერესო ნივთები, მათ შორის კერპებიც.
.
იქვე შემთხვევით გამვლელმა პირებმა ყურადღება მიაქციეს ქვის ფიგურების ნამტვრევებს, დაინტერესდნენ და დაიწყეს მათი აწყობა, რის შედეგადაც მიიღეს ვერძის, თევზის და რაღაც სხვა ცხოველების ფიგურები. ნაპოვნი ფიგურებიდან ერთი იყო არშინნახევარის სიგრძის და ჰქონდა ძაღლის ან სელაპის თავი, ფიგურის ტორსის ზედა ნაწილი იყო ადამიანის სხეულის მსგავსი ხელების გარეშე, ხოლო ქვედა ნაწილი სრულიად გავდა თევზისას მაგრამ, ფიგურას ქვემოთ ჰქონდა ფეხის ტერფები და არა კუდი, ნამტვრევებში რამდენიმე ასეთი ფიგურა იყო.
.
P.S. დაახლოებით მსგავსი, ოღონდ ადამიანის თავიანი ვერცხლის ფიგურა უნახავს სვანეთში რაფაელ ბერნოვილს, რომელმაც ფიგურის ილუსტრაცია გამოაქვეყნა 1875 წელს მისივე წიგნში “თავისუფალი სვანეთი: მოგზაურობის ეპიზოდი ცენტრალურ კავკასიონის ქედზე”, ავტორის თქმით მას უთხრეს, რომ ეს ფიგურა თამარ მეფის დროინდელი იყო.
.
– სტატია საათაურით „Археологическая находка“ გამოქვეყნებულია გაზეთ „Сибирская Жизн“-ში (1909 წელი #125) სადაც მითითებულია რომ ინფორმაცია გამოტანილია გაზეთ „Голос Москвы“-დან;
– ილუსტრაცია – რაფაელ ბერნოვილის წიგნიდან “თავისუფალი სვანეთი: მოგზაურობის ეპიზოდი ცენტრალურ კავკასიონის ქედზე” (La Souanétie libre : épisode d’une voyage à la chaine centrale du Caucase; Bernoville, Raphael; Paris 1875)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა