გურიის მოამბე

გორა-ბერეჟოულის ანტიკური ხანის ნავსადგომევი

გორა-ბერეჟოულის ანტიკური ხანის ნავსადგომევი
.
ნიკო ბერძენიშვილი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ გურიაში ჩაის გაშენების დაწყებამ გურიის კულტურული მემკვიდრეობა განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა. განადგურებულ ძეგლებში ბერძენიშვილი ასახელებს გორა ბერეჟოულის ტექნიკუმის მშენებლობისას განადგურებულ ანტიკური ხანის ნავსადგომს – „ანასეულის მეტეოსადგურმა ნეოლითური ადამიანის ნაბინევი მოშალა, ხოლო გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმმა, გურიის ერისთავთა ნასახლევს უფრო ძველი, ანტიკური ხანის, ნავსადგომევიც მიაყოლა.“
.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ საკითხზე სხვა სახის ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, თუმცა ფაქტია, რომ მდინარე სუფსა (მოგროსი) ანტიკური ხანიდან გამოიყენებოდა სანაოსნოდ, რასაც აღნიშნავს კიდეც ფლავიუს არიანე (II ს.) თავის პერიპლუსში – „ისისის (მდინარე ნატანები) შედეგ გავიარეთ მდინარე მოგროსი. მოგროსსა და ისისს შორის შორის ოთხმოცდაათი სტადიონია. ეს მდინარეც სანაოსნოა.“
.
ენსგოლმის ცნობით (1817 წელი) მდინარე სუფსაზე პატარა საზღვაო ნავებს, რომლებიც წყალში მეტრნახევარზე ისხდნენ და ზღვიდან 16 ვერსტზე შეეძლოთ ასვლა, ხოლო ბრტყელძირია სამდინარო ნავები მდინარე ბახვის წყლის შესართავამდე და ნაგომრამდე ადიოდა. XIX საუკუნის დასასრულს მდ. სუფსაზე 25-30 ასეთი ბრტყელძირიანი ნავი იყო, რომელთა ტვირთმზიდაობა 100-300 ფუთამდე ანუ 1,5-5 ტონამდე ადიოდა.
.
მდინარე სუფსა მცირე ნავებისათვის სანაოსნოდ გასული საუკუნის დასაწყისშიც გამოიყენებოდა.
– ნიკო ბერძენიშვილი – „საქართველოს ისტორიის საკითხები“ წიგნი V (1971)
– Энсгольм Е.И. Краткое обозрение Имеретии, Гурии, Мингрелии и Абхазии – 1817
– ნ. კეჭაყმაძე – ფლავიუს არიანე მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო – 1961
– ფოტო: “მდინარე სუფსაზე ნავით გადასვლა” – 1905 წელი გაზეთ დროების სურათებიანი დამატება
შეიძლება იყოს ნავი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share