აკეთში გამართული პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში – როგორ გაასამართლეს გურულებმა მამასახლისი, რომელმაც უარი თქვა შეყვარებული კაცის დასჯაზე
.
გრიგოლ ურატაძე 1902-1905 წლებთან დაკავშირებული მოვლენების აღწერისას უვება ერთ საინტერესო ამბავს – აკეთელმა მასწავლებელმა ლავრენტი წულაძემ სოციალდემოკრატების ხიდისთავის შეკრებაზე ხუმრობით მოყვა შემდეგი ისტორია:
.
სოფელ აკეთის მამასახლის პავლესთან მისულა ამავე სოფლის მკვიდრი ქვრივი ქალი, რომელმაც მამასახლის შესჩივლა, რომ მისი მეზობელი კაცი ყველა ღამე მიდიოდა მისი სახლის კარებთან და აკაკუნებდა. მამასახლის კითხვაზე თუ რა უნდოდა მეზობელს, ქვრივმა უპასუხა, რომ იგი სიყვარულში გამოტყდომია და სთხოვდა მისთვის კარები გაეღო. მამასახლის ქვრივისათვის უთქვამს, რომ – „სიყვარულისათვის კაცს ვერ დააპატიმრებდა, რაგანაც ასეთი კანონი არ არსებობდა“ და დახმარებაზეც უარი უთქვია.
.
ხუმრობით მონაყოლილმა ამ ამბავმა დიდი დავა გამოიწვია შეხვედრაზე, სადაც დაისვა საკითხი – შეეძლო თუ არა მამასახლისს სიყვარულის მოტივით უარი ეთქვა დახმარებაზე ქვრივისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აკეთლები ნიკოლოზ ჩხეიძე, ლავრენტი წულაძე და არსენ წითლიძე ასეთი სასამართლოს გამართვას სისულელედ თვლიდნენ, ამ სადაო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გამართვა მაინც გადაწყდა და ვინაიდან შემთხვევას ადგილი აკეთში ჰქონდა სასამართლოს გამართვაც შემთხვევის ადგილზე გადაწყდა. ასევე გადაწყდა, რომ ვისაც სურვილი ექნებოდა ყველას შეეძლო ყოფილიყო ბრალმდებელი ან დამცველი, ხოლო მოსამართლეები უნდა აერჩიათ.
.
აღმოჩნდა, რომ დაცველა ყოფნის სურვილი ბევრმა გამოთქვა ხოლო ბრალმდებელი არავინ იყო, თუმცა ყველასათვის გასაკვირად ბრალმდებელობა ისურვეს წულაძემ, ჩხაიძემ და წითლიძემ. მოკლედ ყველას დაუწყია ძალიან დიდი მზადება სასამართლოსათვის, მოკლედ ამადებდნენ საჯარო სიტყვებს მრავალი მწერლისა და პოეტის ციტირებით.
.
დაცვის სიტყვის მთავარი თეზა ყოფილა – შეიძლება თუ არა სიყვარულისთვის დასჯა? ასევე შეიძლებოდა თუ არა სიყვარულის გასამართლება?
.
ურატაძის თქმით სასამართლოს ადგილის შერჩევა და მისი ორგანიზება მასთვის და კიდევ ერთ პირისათვის დაუვალებიათ. ადგილი შეურჩევიათ აკეთთან ახლოს ტყის პირზე არსებულ მინდორზე, სადაც თავი ასზე მეტ ადამიანს მოუყრია.
.
განსახილველად გამოსულა წინადადება იმის შესახებ რომ სასამართლო მხოლოდ ქალებისგან ყოფილიყო შემდგარი, მაგრამ ასეთი წინადადების მოწინააღმდგენი თავად ქალები წასულან და განუცხადებიათ, რომ ეს საქმე სპეციფიური იყო და ქალს ეხებოდა, ამიტომ ასეთი სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა. ამის შემდეგ აურჩევიათ 12 მსაჯული საიდანაც ნახევარი ქალი იყო.
.
სასამართოზე მამასახლისის მოყვანა ჩხეიძეს დავალებია, რომლისათვისაც მამასახლის უთქვამს, რომ იგი თანახმა იყო სასამართლოზე გამოსულიყო და თავი დაეცვა, რადანაც სრულად ენდობოდა ასეთ სასამართლოს.
.
საქართველოში პირველი ნაფიც მსაჯულთა სასმართლო დაიწყო აკეთში ტყის პირას არსებულ მდელოზე ფიჭვების ჩრდილში. სხდომა წითლიძეს გაუქხსნია, რომელსაც თავის გამოსვლაში უთქვამს – „სასამართლოს რომელსაც მე ახლა გავხსნი არის მომავალი სასამართლოს პროტოტიპი და მე ვისურვებდი, რომ ასეთი სასამართლო ასე არალეგალურად კი არა არამედ მთელ საქართველოში ლეგალურად იყოს შემოღებული“.
.
პირველი სიტყვა ბრალმდებელ ჩხეიძეს უთქვამს, მისი თეზა ასეთი ყოფილა – „ვალდებულებაა თუ არა სიყვარული? რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი? როდესაც მამასახლისმა სიყვარულის მოტივით უარი უთხრა საწყალ ქვრივს დახმარებაზე მან უარი თქვა თავისი ვალდებულების შესრულებაზე. შეასრულოს თავისი ვალდებულება ხალხის წინაშე – ეს უპირველესი ვალდებულებაა ყველა იმ ადამიანის ვისაც ეს ევალება. სხვა ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს ამ წმინდა ვალდებულებას – დაიცვა ყველა ვისაც დაცვა სჭირდება. ვალდებულება პირველ რიგში!“
.
დამცველები ბევრი ყოფილა მათი სიტყვის მთავარი თემა – სიყვარული იყო. „სიყვარულს ყველა თანამდებობა ემორჩილება“ აცხადებდნენ დაცველები, ამიტომაც პრიორიტეტი სიყვარულს უნდა მინიჭებოდა და არა ვალდებულების შესრულებას. დამცველებს მოყავდათ მწერლების და პოეტების ციტატები სიყვარულთან დაკავშირებით.
.
სიტყვა მიეცა ბრალდებულ მამასახლის – „ბატონო მოსამართლეებო მე არ ვარ განათლებული ადამიანი და არ შემიძლია ისეთივე სიტყვები ვთქვა, როგორსაც აქ გამომსვლელები ამბობდნენ. მაგრამ ერთი რამ კი კარგად ვიცი, რომ მთელი მსოფლიოს პოეტები ადიდებენ სიყვარულს და ვინვარ მე მამასახლის პავლე, რომ ჩემი მეზობელი გლეხი „კუტუზკაში“ (სოფლის საპყრობილე) სიყვარულისათვის ჩავსვა? აქამდე მე ჩემი მოვალეობა ასე მესმოდა, რომ დამნაშავეები უნდა დამესაჯა, რაც შეეხება სიყვარულის გამოხატვას მე ამაში ვერანაირ დანაშაულს ვერ ვხედავ და თუ კი მაინც დამსჯით ამისათვის მე ჩავთვლი, რომ თქვენ ჩემთან ერთად მთელი ქვეყნიერების პოეტები გაასამართლეთ და საკმაოდ კარგ საზოგადეობაშიც მოვხვდები. სხვა არაფერი არ შემიძლია ვთქვა თავის მართლებისათვის.“
.
დიდი განსჯის შემდეგ სასამართლომ საღამოს მიიღო თავისი გადაწყვეტილება – ყველა მსაჯულმა ერთხმად მამასახლის პავლე დამნაშავედ სცნო. რამაც ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია დამსწრეებში, რომ კინაღამ მსაჯულები იქვე გაასამართლეს. ამის შემდეგ მამასახლისი პავლე გამამხნევებელ წერილებს ღებულობდა მთელი გურიიდან და ხუმრობის ხასიათზეც დამდგარა, ასე ამბობდა – „კიდო კარგად გადავრჩი, რომ არ გამაციმბირესო“.
.
სახალხო სასამართლო ოზურგეთში – 1905 წელს ოზურგეთში გადაღებული ფოტო, ლუიჯი ვილლარის წიგნიდან Fire and Sword in the Caucasus.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა