გურიის რესპუბლიკის დროს დაწესებული იყო გადასახადი დასახლებით „თოფის ფული“. სწორედ ამ გასახადით აკრებილი ფულით იქნა გაგზავნილი გიორგი ჭოღოშვილი ოდესაში იარაღის შესაძენად, თუმცა იარაღის შოვნა იმდენად ძნელი იყო და რესპუბლიკამ გადაწყვიტა საკუთარი იარაღის „ზაოდი“ დაარსება. ზაოდის ადგილად შეირჩა ძნელად მისადგომი მთიანი სოფელი სურები, რადაგანც ეს ხელს უწყობდა იარაღის დამზადების გასაიდუმლოებას და ასევე საჭიროების შემთხვევაში მის დაცვას. ზაოდში ბათუმიდან ჩამოსული გურული ზეინკლები მუშაობდნენ.
.
როგორც ირკვევა იარაღის დამზადება გურულებმა შესძლეს, თუმცა მათი რაოდენობა, ხარისხი და გამოყენების შედეგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელი. თუმცა ამ პერიოდში გურიაში დამზადებული ორი პისტოლეტის ფოტოს და აღწერის მოპოვება შევძელი რუსულ სამუზეუმო არქივებში. აქედან ერთი ლულიდან იტნებოდა, ხოლო მოერე გახლდათ შვიდი ტყვიიანი დოლურით და გააჩნდა, სამმაგი მოქმედების გამშვებ-დამრტყმელი მექანიზმი. მასალის მიხედვით ირკვევა მეიარაღის ვინაობა – ი. დოლიძე. სავარაუდოდ ორივე იარაღის ლულა და მექანიზმები დამზადებული უნდა იყოს გურიაში.
.
პირველი პისტოლეტის აღწერა:
– ლულიდან ტენვადი პისტოლეტი ი. დოლიძე.
– მასალა ბრინჯაო, დეტალები გრავირებული მეტალის. ლულა ჩამოსხმული, ლულის ღარი ბურღვითი, მექანიზმი – ზეინკლის ნამუშევარი, ლულას გაკეთებული აქვს შუსტოვკა (არასერიული იარღის ლულის დამუშავების ხერხი მისი ბრძოლისუნარიანობის გაზრდის მიზნით).
– აქვს ორი ვერტიკალურად განლაგებული ლულა, ლულები ჩამაგრებულია სახელურის კოლოფში, რომელშიც ასევე არის დამრტყმელი მექანიზმი;
– კალიბრი, ლულის სიგრძე და სხვა პარამეტრები მითითებული არ არის
.
მეორე პისტოლეტის აღწერა:
– ცენტრალური ბრძოლის პისტოლეტი. მასალა ფოლადი, დეტალები მეტალის. ზამბარა ნაწრთობი ფოლადის. ლულის მასალა ჩამოსხმული, ლულის არხი ბურღვითი, დოლურა დამრტყმელი მექანიზმით. ლულა ზეინკლის ნამუშევარი. ლულას გაკეთებული აქვს შუსტოვკა.
– დოლურა შვიდი ტყვიიანი, სამმაგი მოქმედების გამშვებ-დამრტყმელი მექანიზმით.
– ზომები 225 მმ x 36,5 მმ x 140 მმ x 7,62 მმ.
.
ფოტოები – “Государственный центральный музей современной истории России”
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა