ლანჩხუთში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი – 2023“

ლანჩხუთში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი – 2023“, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებათა კალენდრითაა გათვალისწინებული.
ტურნირის ოფიციალურ გახსნას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ეკატერინე გუჯაბიძე და თორნიკე ტიკაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
-დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტი საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, გამოჩენილი ლანჩხუთელის, ნოე ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, სტუმრებს, მონაწილეებს. მინდა თითოეულ მონაწილეს წარმატება ვუსურვო- აღნიშნა ეკატერინე გუჯაბიძემ.
საერთაშორისო ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 250-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.
ტურნირის ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share