საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება – კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი “პირველებთან” უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეჟიმზე როგორც გარე, ასევე შიდა წნეხი პრიორიტეტულია.
მაია კოპალეიშვილი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელ ნარატივსაც ეხმაურება და მას “რუსული კალკიდან გადმოღებულ” განცხადებად აფასებს.
”პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, პროტესტი შიდა, ეროვნულ დონეზე, ანუ წნეხი ”ქართულ ოცნებაზე” და გარე, საერთაშორისო პარტნიორების წნეხი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შედეგს მივაღწიოთ, რამე თუ ჩვენ ვიცით, რომ ”ქართულმა ოცნებამ” დღეს გაავრცელა თავისი განცხადება, სადაც საერთოდ არ გამოხატავენ წუხილს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, ახასიათებს დიქტატორულ რეჟიმებს და ”ქართული ოცნება” როგორც დიქტატორული რეჟიმი უკვე ჩამოყალიბდა და იმის ნაცვლად, რომ მათ ადამიანის უფლებები დაიცვან და საკუთარი ხახის ინტერესები დაიცვან, ისინი იცავენ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს, რომ ისინი მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში და უზურპირება გაუკეთეს ხელისუფლება, ისევე როგორც 26 ოქტომბრის შემდგომ გააყალბებს არჩევნები.
არალეგიტიმურ პარლამენტს ”ქართული ოცნების” პირთა ჯგუფი მართავს და მათ მოახდინეს კონსტიტუციური გადატრიალება. ამიტომ აი ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროტესტი პერმანენტული არსებობა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მიანიშნებს იმაზე, რომ ”ქართული ოცნება” არის მძიმე მდგომარეობაში, ის განიცდის რყევებს და სწორედ ამას განაპირობებს სრულიად უშინაარსო, რუსული კალკიდან გადმოღებული განცხადება, რომელსაც სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას. ”, – ამბობს მაია კოპალეიშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 8 იანვარს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა.