ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას. მე მასთან დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს. ბოლოს ვნახე ბერლინში, კლინიკაში, რამდენიმე წლის წინ.ის ძალიან კომპლექსური და საინტერესო ისტორიული ფიგურაა, რომელმაც ავტოკეფალია დაუბრუნა ქართულ ეკლესიას, ბევრ ადამიანს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს მისი როლის მიმართ, მაგრამ მე ვლოცულობ მისი გადარჩენისთვის და სანთლებს ვანთებ, ამისკენვე მოვუწოდებ სხვებს
აქვეყნებს პატიმრობაში მყოდი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიტყვებს, მისივე ფეისბუკ გვერდი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.
ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ გააკეთა:
არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.
ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.








