კომპანია “კერხერმა” ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ასასვლელი კიბეები დაასუფთავა
“კერხერის” თანამშრომლებმა, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ასასვლელი კიბეები – ინოვაციური ტექნიკის, მრავალფუნქციური სისტემების გამოყენებით, წნევით რეცხვის, ჰაერის გაფილტვრისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით – რაც უზრუნველყოფენ ენერგოეფექტურობას, მაქსიმალურ მოქნილობას და რთულად მისადგომი ჭუჭყის მარტივად მოშორებას -დაასუფთავეს.
აღსანიშნავია, რომ, ეს ქმედება კომპანიამ, სრულიად უსასყიდლოდ, ქველმოქმედების ფარგლებში განახორციელა.
ასევე სათქმელია, რომ, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს აღნიშნულია კომპანია გურიაში ყოველწლიურად ატარებს;
მაგალითისათვის, გასულ წელს, “კერხერის” თანამშრომლებმა, იგივე ქალაქ ლანჩხუთში განახორციელეს, როცა ლანჩხუთის ცენტრში, “გადარეული გურულის” ძეგლი “დაამუშავეს”;
კერხერი (Kärcher) არის საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური საწმენდი ტექნიკის მწარმოებელი გერმანული ბრენდი. მისი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირის ეფექტურად და სწრაფად გასასუფთავებლად, მათ შორის: მანქანის რეცხვისთვის, ეზოსა და ფასადის მაღალი წნევით დასუფთავებისთვის, მყარი იატაკის, ხალიჩებისა და რბილი ავეჯის გასუფთავებისათვის;









