გურიის მოამბე

უკრაინა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ ერს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
📍 “ ასობით ათასი სახელი, ბედი და ხასიათი ინარჩუნებს ფრონტს, ინარჩუნებს ჩვენს დამოუკიდებლობას. რუსები გვთვლიდნენ „უმცროს ძმად“, თუმცა ცხოვრებამ დაამტკიცა: ისინი და ჩვენ ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ.”
📍 “ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გიგანტია, რომელიც 24/7-ზე ამაგრებს დამოუკიდებლობას და ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ.”
📍 “რუსეთმა მეტი „ფლამინგო“ უნდა იხილოს. უკრაინული რაკეტა „ფლამინგო“ არ უნდა იყოს იშვიათი სახეობა, ის მასობრივ „ფრინველად“ უნდა იქცეს და რუსეთში უნდა „გამოიზამთროს“.
📍 “პუტინის ბალისტიკური ტერორის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ნაპოვნი უნდა იქნეს და მისმა ამ ფსონმა არ უნდა გაამართლოს. პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია.ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ბოლომდე მივაწვეთ მტერს — უკრაინა, ევროპა, ამერიკა, მსოფლიო.”
📍 “აშშ-ში გაქრა ყველა ილუზია იმასთან დაკავშირებით, სურს თუ არა რუსეთს ამ ომის რეალურად დასრულება. მჯერა, რომ ამერიკაში გაქრება ყველა წინააღმდეგობა და ფობია რუსეთის მიმართ.”
📍 „ჩვენ შევინარჩუნეთ სინაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა გავველურებულიყავით; შევინარჩუნეთ ჩვევა, პირველებმა დავხმარებოდით სხვებს, ისე, რომ არ გვეკითხა — „ნუთუ ეს თქვენი პრობლემაა?“ ჩვენ საკუთარ თავში ადამიანი შევინარჩუნეთ“
📍 “უკრაინამ არაერთხელ დაამტკიცა — ჩვენი შეუპოვრობა მათ ძალებს აღემატება. ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომლებიც ყოველ დილას იწყებენ იმის კეთებით, რაც შეუძლიათ და რაც სჭირდებათ.”
📍 სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1643 დღე გავიდა. ახლა ყველასთვის ნამდვილად ძალიან, ძალიან რთულია, მაგრამ ხელს მტკიცედ გვიჭერს რაღაც ძალა, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის უხილავი. ეს ურთიერთმხარდაჭერის ძალაა”
📍 მე მჯერა, რომ ამერიკაში გაქრება ყველა წინააღმდეგობა და ფობია რუსეთის მიმართ. საჭიროა რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. საჭიროა, საბოლოოდ, ისეთი სანქციების დაწესება, რის შემდეგაც ისინი იყვირებენ. უკრაინას უნდა მიეცეს ყველაფერი, რითაც ის რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს”.
📍 “უკრაინა რუსეთს ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალებას აღარ მისცემს და მზად იქნება აგრესიულ ქვეყანაში დაგეგმილი მობილიზაციისთვის. რუსეთს მშვიდობა არ სურს — მას მობილიზაცია სურს. კარგი, ამას ცივი გონებით ვუყურებთ. ვმოქმედებთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ არმია და გვქონდეს ყველაფერი, რაც თავდაცვის შესანარჩუნებლად არის საჭირო”.
📍 “კრემლს ნახევარი მილიონი ჯარისკაცის დაზოგვის საშუალებას არ მივცემთ. ჩვენსას არავის ვჩუქნით. მეომრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ყველაფრით, რათა მტრის არმიის შევსება სასუქად აქციონ.”
არმიის შევსება სასუქად აქციონ.”

შეიძლება იყოს ვასილი ნეტარის ტაძარი და ტექსტი გამოსახულება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი მიხაილო დრაპატი:
📍„35 წლის წინ უკრაინამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, მაგრამ ჩვენი ბრძოლა მისთვის 1991 წელს არ დაწყებულა. ჩვენამდე იყვნენ უკრაინელთა თაობები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი სახელმწიფოსთვის, მიდიოდნენ იატაკქვეშეთში, იყვნენ ციხეებში, ინარჩუნებდნენ ენას, კულტურას და უფლებას, ეწოდებინათ საკუთარი თავისთვის უკრაინელები მაშინ, როცა ამისთვის სჯიდნენ.”
📍 “დღეს ეს ბრძოლა ჩვენ წილად გვხვდა და კარგად ვიცით დამოუკიდებლობის ფასი-ჩვენს სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში, რომლებიც რუსულ ტყვეობაში იმყოფებიან და რომლებიც სახლში უნდა დავაბრუნოთ…..დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებში, რომლებიც უკრაინის დაბრუნებას ელოდებიან. ყირიმში, რომელიც უკვე თორმეტი წელია რუსული ოკუპაციის ქვეშაა და მათ ხსოვნაში, ვინც უკან აღარასდროს დაბრუნდება. ეს ძალიან მაღალი ფასია.”
📍 “მე ვმეთაურობ არმიას, რომელიც ყოველდღიურად მძიმე ბრძოლებშია. ვიცი ჩვენი დაღლილობა, ვიცი ჩვენი დანაკარგები, ვიცი იმ გადაწყვეტილებების ფასი, რომელთა მიღებაც გვიწევს, მაგრამ ასევე ვიცი იმ ხალხის ძალა, რომლებიც ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანეს, აგრძელებენ თავიანთი საქმის კეთებას.
მადლობა თითოეულს, ვინც დღეს იცავს უკრაინას აკავებს მტერს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დიდება უკრაინას!“

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ევროპელი ლიდერები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდნენ
—- უკრაინის დედაქალაქს დიდი ბრიტანეთისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრები, ენდი ბერნჰემი და ლუკ ფრიდენი, მოლდოვისა და ესტონეთის პრეზიდენტები, მაია სანდუ და ალარ კარისი, ასევე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, ანტონიუ კოშტა ეწვივნენ——ისინი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და საერთაშორისო შეხვედრებში.
ევროპელი ლიდერები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდნენ —- უკრაინის დედაქალაქს დიდი ბრიტანეთისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრები, ენდი ბერნჰემი და ლუკ ფრიდენი, მოლდოვისა და ესტონეთის პრეზიდენტები, მაია სანდუ და ალარ კარისი, ასევე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, ანტონიუ კოშტა ეწვივნენ——ისინი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და საერთაშორისო შეხვედრებში.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი:
📍 “უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას.
დღეს დავამტკიცეთ დამატებით €6,1 მილიარდი ევროს სამხედრო ფინანსური პაკეტი საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება….ევროპა თქვენს გვერდითაა დღეს, ხვალ და იმ მასშტაბით, რამდენიც საჭირო იქნება.”

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Slava Ukraini! SlavaUkraini! ini!“ გამოსახულება
Verified by MonsterInsights