
ამერიკის პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა კონგრესში გამოსვლისას აღიარა, რომ ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო პერსონალი არაერთხელ გაემგზავრა უკრაინაში, რათა უშუალოდ ფრონტის ხაზზე შეესწავლათ უკრაინული საბრძოლო ინოვაციები. ძირითადი აქცენტი კეთდება დრონებით ომზე, ანტი-დრონ სისტემებსა და სამხედრო დოქტრინის ადაპტაციაზე იმ ბრძოლის ველთან, სადაც იაფფასიან FPV დრონებს მილიონობით დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკის განადგურება შეუძლიათ.