მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმა განხორციელდა. უცნობმა პირმა მას ზურგში რამდენიმეჯერ ესროლა და მიიმალა. გენერალი ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია.
ვლადიმერ ალექსეევი რუსეთის სამხედრო იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და „ჩრდილოვანი“ ფიგურაა.დღეს, ქ. მ ო ს კ ო ვ შ ი, ვოლოკოლამსკის გზატკეცილზე, თავისივე საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლისას, კიბეებზე, ზურგში ესროლეს, რფ-ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГУ ГШ ВС РФ) უფროსის (რომელიც აბუ-დაბის მოლაპარაკებებში რუსეთის მხარის ხელმძღვანელია) პირველ მოადგილეს, გენერალ-ლეიტენატ – ვლადიმირ სტეფანეს ძე ა ლ ე ქ ს ე ე ვ ს, რომელიც პრიგოჟინის აჯანყების ჩახშობის დროსაც გვახსოვს და რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ განხორციელებული ყველა პოლიტიკური მკვლელობის, გატაცების, შანტაჟის, თუ ათასი უბედურების უკან მოიაზრებენ!








