გურიის მოამბე

მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია ოზურგეთში – მუნიციპალიტეტის სოფლებში მასიური ქურდობებია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მასიური ქურდობებია. არაოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში, ყოველდღიურად ათამდე საცხოვრებელი სახლი იქურდება.

კრიმინალთა სამიზნე, განსაკუთრებით ე.წ. “მიტოვებული სახლებია” – რომლის მეპატრონეებმაც, გურიაში არსებული მძიმე სოციალური პირობების გამო, თავი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს შეაფარეს, მათი უმრავლესობა კი საზღვარგარეთ წავიდა.

როგორც “გურიის მოამბეს” ადგილობრივებმა აცნობეს,  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნატანების თემში.

მაგალითად, გუშინ, ამ თემის სოფელ ჯაფარეულაში, ორი სახლი გაიქურდა, ამ წუთებში კი, ოზურგეთის პოლიციიის თანამშრომლები, ამავე სოფელ ჯაფარაულაში იმყოფებიან, რადგან ამ დილით. ამ სოფელში კიდევ სამი საცხოვრებელი სახლი გაიქურდა.

ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ პოლიციელები მხოლოდ მომხდარის დაფიქსირებით შემოიფარგლებიან და იმის იქეთ გამოძიება არ მიდის:

“ერთი შეხედვით გვექმნება სთაბეჭდილება, თითქოს საქმე მოქმედების იმიტაციასთან გვაქვს, რადგან, ადგილიდან წასვლის შემდეგ, გამომძიებლები არავის არ უკავშირდებიან. არცერთი საქმე გახსნილი არაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ პოლიცია ან არაკვალიფიციური და უუნაროა კრიმინალთან ბრძოლაში, ანაც, ამ უწყებაში, საერთოდაც არ ანაღვლებთ შექმნილი სიტუაცია”

გვითხრა ერთ ერთმა დაზარალებულმა, სოფელ ნატანებიდან.

მისივე თქმით, სახლებიდან, განსაკუთრებით, თუ ის დროებით მიტოვებულია, გააქვთ ყველაფერი, ძირითადად სურსათი (დაკონსერვებული), სასმელები, არის შემთხვევები გააქვთ ავეჯიც და პირადი მოხმარების ნივთებიც კი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights