“მინდა გამოვეხმაურო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც ტვ პირველი, ოპოზიციური ტელეარხები და ვაი ჟურნალისტები, რომლებსაც განათლება არ აქვთ, ზრდილობაზე და კულტურაზე ხომ ზედმეტია საუბარი, მაგრამ რატომღაც მათგან ასეთ საქციელებს უკვე მივეჩვიეთ და ვხვდებით რომ არიან გაუნათლებელი, ჩამოუყალიბებელი ხალხი, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ზუსტად ასეთი ხალხი ჭირდებათ ტვ პირველს,ფორმულას, მთავარს რომლებიც ელემენტარულ ჟურნალისტურ ეთიკასაც არ იცავენ და ამის უამრავი მაგალითი სახეზე გვაქვს ჩვენს რეალობაში.
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მათ შორის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ისეთი რომელიც საერთოდ შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ, უპირველეს ყოვლისა მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო სასამართლოს მიმართ, პროკურატურის მიმართ და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მათ გამართულ მუშაობაზე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო. მინდა შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიში მოვიხადო, ბოდიშს ვუხდი ჩოხატაურს. ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაციები, ნიუსები არცერთი სიმართლეს არ შეესაბამება, მათ შორის გავრცელებული ვიდეო კადრები, რაც ტვ პირველმა გაავრცელა არის ჩამოჭრილი და დამონტაჟებული, მაგრამ ამ ხალხისგან მიჩვეულები ვართ ასეთ სიბინძურეებს და ეს საზოგადოებისთვის არახალია. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ბოდიშს ვუხდი პოლიციელ გიორგი ჯინჭარაძეს და მის ოჯახს, რომელიც მომხდარი შემთხვევის დროს არ ასრულებდა პოლიციელის მოვალეობას, არ ეცვა ფორმა ჩვენ ერთად ვიჯექით ნათლობის სუფრაზე და აღვნიშნავდით ჩვენი მეგობრის შვილის გაქრისტიანებას და მეტიც მომხდარი შემთხვევის შემდეგ მყისიერად მივედი და ბოდიში მოვუხადე. მე სასამართლოზე ვაღიარე ჩემი დანაშაული,მოგვივიდა ერთმანეთში შელაპარაკება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, ადამიანები ვართ და ცხოვრებაა, ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მომხდარი შემთხვევის გამო მე დავტოვე თანამდებობა, დავტოვე სამსახური რომელშიც როგორც მერობის დროს და ეხლაც, გული და სული მქონდა ჩადებული და ვემსახურებოდი ჩოხატაურს. მე სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ქართული ოცნების ღირსეული ოჯახის წევრი, რომლის დაფუძნებაშიც თავის დროზე მამაჩემმა მიიღო მონაწილეობა და იმ დროიდან მოყოლებული ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, იმ დროიდან რომელ დროსაც ხალხს გამოჩენა და მხარდაჭერა ეშინოდა. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არ იცის რეალურად რა ხდება და ბინძურ კომენტარებს წერენ, ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს, ცხოვრებაა და არავინ არ იცის ვინ რა დროს სად აღმოვჩნდებით.” | [სტილი დაცულია] წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით შარაშიძე







