თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“სასაცილო კი არა და სატირალი რა არის იცით ❓❗️ჩოხატაურში, სადაც 17 000 დან 11 000 ზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს ქოცების ოფიციალური სტატისტიკით, სადაც ფული აქვს მარტო ჩიგოგიძის “ხელისუფლების” და ამ გაღატაკებული ჩოხატაურის დირექტორი გიორგაძის კლანს, აი ამ გაუბედურებული ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან , მერე ამათ მიუგდებენ რომ არ მოკვდნენ იმდენს და მადლობებს ახდევინებენ, ანგარიშვალდებულად აგრძნობინებენ თავს და თუ მაგალითად, ნოდარ დუმბაძის ერთადერთი სკვერის გაყიდვას მოინდომებს ვასილი, ესენიც კომბლებით გამოგეკიდებიან. დათა თუთაშხიას არქიფოს უყურონ ერთხელ კიდევ, იქნებ იცნონ საკუთარი თავი ‼️
მეორე ტრაგედია კი ის არის, რომ ლევან ხაბეიშვილი ციხეში რის გამო ზის მეექვსე თვეა იციან?! აი სამმა გდდ-ს თანამშრომელმა ტელევიზორში უსმინა, როგორ ამბობდა ლევანი, ხალხი არ ცემოთ, არ დაასისხლიანოთ, არ აწამოთ და ამის გამო ხელისუფლება რომ შეიცვლება დაჯილდოვდებითო, ამ ბედოვლათებს მერე უფროსმა დაურეკა, სუსიდან რეკავენ და ამის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნენით თქვენ ხომ იცითო? ამათმაც კიო და ამის გამო არის დატყვევებული ხაბეიშვილი, სიტყვას არ ვამეტებ ‼️ ხოდა, აქ ბოროტი არავინ არის, არც არავის ციხეში ყოფნა არ გვაბედნიერებს, უბრალოდ სამართლიანობას ვითხოვთ ‼️მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ კადრები რომ ვნახეთ როგორ გაიგდო წიხლქვეშ პოლიციელი, ეს კაცი 30 000 ლარის სანაცვლოდ სახლშია დღეს და ლევან ხაბეიშვილი ციხეში‼️ რაო❓დათო შარაშიძეს ვაპატიოთ ნასამართლევი არ არისო❓❗️და უკაცრავად, ლევანი 13 წელია ამათ კორუფციას ებრძვის, იმ კორუმპირებულებს სხვათაშორის რომლებიც თავად გამოაცხადეს დამნაშავეებად , ასამართლებენ , არადა მანამდე პირში უვარდებოდნენ ლევანს ტყუიო‼️დიახ, არც ხაბეიშვილი არ არის ნასამართლევი‼️დიახ, მასაც ყავს შვილები‼️თუ ლევანის შვილები შვილები არ არიან ❓❗️ამიტომ მორჩით მორალის კითხვას და გაიგეთ საბოლოოდ, რომ ამორალური ხალხი გვებრძვის, ებრძვის ჩვენს ქვეყანას, რომლებსაც თქვენი მორალი სულ ფეხებზე კიდიათ…”- წერს ნიკოლაშვილი.








