“ქალაქ ვაშინგტონში, კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას ვიღებ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის კონფერენციაში, სადაც თვითმმართველობებში ბიუჯეტის მართვის, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა კონტროლის კუთხით გატარებული რეფორმების გაზიარება ხდება.
დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ქალაქებისა და თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან, ასევე, ნიუ-იორკის მერიის მაღალი თანამდებობის პირებთან” -წერს ავთანდილ თალაკვაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და კონფერენციის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.

