ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე შემოქმედის თემში, სოფელ წითელმთაში, ხანძრის შედეგად დაზარალებული გირკელიძეების ოჯახში მივიდა. ცეცხლი გირკელიძეების საცხოვრებელ სახლს დღეს საღამოს გაუჩნდა. სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით მუნიციპალიტეტის მერია ოჯახს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს, შემდეგ კი სამშენებლო მასალებს გადასცემს.
ოფიციალური ინფორმაცია