გურიის მოამბე

“პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავრობას არც ერთი სიკეთე, მოწყალება არ გაუკეთებია”

“პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავრობას არც ერთი სიკეთე, მოწყალება არ გაუკეთებია. არც ერთი პატიმარი არ შეუწყალებია. პირიქით, უფრო სასტიკად ეპყრობიან უკანონოდ დაპატიმრებულებს და წლებს უსამართლოდ უსჯიან.
ეს მღვდელი კი ამას ვერ ხედავს და პროტესტში მყოფებს ლანძღავს და პროტესტანტებს უწოდებს.
ჰოი საოცრება, ამ მღვდელს რუსთაველზე პროტესტში ყოფნა “პარადი” ჰგონია.
პატრიარქის ხსოვნის აღსანიშნავად, “მისმა აღმატებულესობებმა”, დღეს ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას, ოთხი წელი მიუსაჯეს.
მამაო შალვა! არა თუ კაცმა ,
ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა,
შენ ღვთისმსახურება არ იცი ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა.
უყვარს ირაკლის ლექსები” | წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში და მამა შალვა კეკელიას განცხადებას ეხმაურება.
🔴 მამა შალვა კეკელიამ გუშინ განაცხადა: “ხომ შეიძლებოდა, რამდენიმე დღით შეეწყვიტათ ეს პროტესტი, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სექტანტური აზროვნება უფროა”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights