ევროკომისია დღეს რუსული გაზის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ გეგმას წარადგენს

ევროკომისია დღეს წარადგენს გეგმას რუსული გაზის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ – ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

ევროკავშირში აცხადებს, რომ რუსული გაზისგან დამოუკიდებლობა რამდენიმე წელიწადშია შესაძლებელი.

“გეგმა მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე უკვე მიმდინარე წელს და რამდენიმე წლის განმავლობაში საშუალებას მოგვცემს მთლიანად შევწყვიტოთ რუსეთიდან იმპორტი… ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია”, – განუცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანც ტიმერმანსმა ევროპარლამენტარებს.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მოსკოვს ამის სრული უფლება აქვს და რომ ნავთობზე ფასი შესაძლოა 300 დოლარამდე გაიზარდოს.

“ევროპულ ბაზარზე რუსული ნავთობის მოცულობის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია, ამას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება და ამავდროულად, ევროპელი მომხმარებლებისთვის გაცილებით ძვირი დაჯდება. ამ სცენარში ისინი გახდებიან მთავარი მსხვერპლი”, – ამბობს რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ნოვაკი.

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის ემბარგოს საკითხს ხუთშაბათს საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების 27-სამიტზე განიხილავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share