“რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, დღეს გვექნებოდა”…

რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, დღეს გვექნებოდა:

– ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი;

– ქალაქი ლაზიკა, ათობით ათასი მცხოვრებითა და სამუშაო ადგილით;

– ავტობანი წითელი ხიდიდან ბათუმამდე, ფოთამდე და ზუგდიდამდე;

– ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი ბეტონის გზა;

– ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა;

– რიყის დოქებში მოქმედი საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები;

– მთაწმინდის საბაგირო, რომლის ბოძები უკვე აშენებული იყო და ბიძინამ დაანგრია;

– თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც დედაქალაქს განტვირთავდა და ახალ რეკრეაციულ ზონებს გააჩენდა ყოფილი რკინიგზის მიმდებარედ (80% დასრულებული იყო, მაგრამ ბიძინამ გააჩერა);

– 15%-იანი საშემოსავლო გადასახადი და არანაირი საპენსიო აფიორა, ანუ ყოველი 100 ლარიდან 7 ლარით მეტი დარჩებოდა ყველას, ვინც ხელფასს იღებს. ეს ის თანხაა, რომელიც დღეს ბიძინას მიაქვს საკუთარი ოჯახის მსახურების შესანახად.

ეს ყველაფერი გვექნებოდა, მაგრამ არ გვაქვს.

და რა გვაქვს ყოველივე ამის სანაცვლოდ? –

დაბრუნებული კორუფციის, წელში გამართული კრიმინალის, ბოლომდე ჩამოშლილი სასამართლოს, პოლიტიკურ ჟანდარმერიად ქცეული სუსისა და რუსეთის წინაშე სამად მოკეცილი ხელისუფლების გარდა?

მე გეტყვით, რა მივიღეთ ვარდების რევოლუციის შედეგად. რომელიმე ქოცმა მითხარით, რა მივიღეთ 2012 წლის ცოცხების რევოლუციით. მართლა. არ მოგერიდოთ.

ზაზა ბიბილაშვილი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share