ვიდეო: ქობულეთში ზღვაში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ქობულეთში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით ის ზღვაში საბანაოდ შევიდა, თუმცა ძლიერი ღელვის გამო ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო.

მამაკაცი ოზურგეთის მკვიდრია. ამ წუთებში ქობულეთში სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მაშველი, 4 მყვინთავი, ერთი მცურავი საშუალება, ასევე დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის დათვალიერება.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share