გურიის მოამბე

მარინა ტოტოჩავა – ისევ ციტოკინებზე და ქოლესტერინის სიჭარბეზე – ვინ რეკავს ნაადრევად სიკვდილის ზარს

როგორ შევაჩეროთ სიბერე
სირტუინები და სისხლის შრატის A ამილოიდი
რა საერთო აქვთ ალცჰაიმერს და ქოლესტერინის სიჭარბეს
ემუქრება თუ არა ქოლესტერინის სიჭარბის დროს, ადამიანს ალცჰაიმერი ან სკლეროზი
როგორ უმოკლებს ადამიანს სიცოცხლეს, არასწორად ნამკურნალები——–ქოლესტერინის სიჭარბე
ვინ რეკავს ნაადრევად სიკვდილის ზარს
მარინა ტოტოჩავა
ციტოკინებზე მუდმივად ვსაუბრობ. რადგან, მედიცინაში და ხალხშიც ცნობადობა ძალიან დაბალია, ხოლო მნიშვნელობა—- უკიდურესად სასიცოცხლოა. ადამიანის სიცოცხლე და სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ არის დამოკიდებული ციტოკინების ხასიათზე. ციტოკინები ნორმაში ——იმუნიტეტის და სიცოცხლის მმართველებია. ციტოკინები თუ ნორმაშია გენებს ააქტიურებენ,ხოლო თუ მომატებული არიან —– თრგუნავენ. დიაბეტი ციტოკინების ქრონიკული მატებაა. ციტოკინების მატება იწვევს ქრონიკულ და მწვავე ანთებებს, ტკივილებს, ალერგიებს, კანის დაავადებებს . მათი მატება ყველა დაავადებას კრიტიკულად ამწვავებს. მათი ნორმა კი აჩერებს პათოლოგიურ პროცესებს. ინსულტის და ინფარქტის დასტატუსებაში, მთავარი—- ჭარბი ციტოკინებია. ციტოკინების ზეაგრესიულობის შედეგებია——შიზოფრენია, დეპრესია,ალცჰაიმერი, კიბო და ორგანული უკმარისობები, მწვავე აგრესიული პანკრეატიტი, სეფსისი , ფარისებრის შტორმი ტაქიკარდიით და სხვა. ნებისმიერი ორგანოს ციტოკინური შტორმის დროს—– ყოველთვის ფილტვის, ღვიძლის და ფარისებრის დაზიანებაა ფონად. რადგან, ეს სამი დაზიანებული ორგანო,დიდხანს ატარებს ჭარბ ციტოკინებს და სწორედ ციტოკინებია მათი თანდათან გადაგვარების მიზეზი. ციტოკინია ინტერფერონი, ცილა, რომელსაც ორგანიზმი ვირუსის მოსაგერიებლად ქმნის .ის ბლოკავს ვირუსის დეენემს.ინტერფერონი ვირუსს ებრძვის არა თავად,არამედ, მისი გავლენით შექმნილი ცილებით. პრობლემური ღვიძლის მთავარი მკვლელი ——დაურეგულირებელი ინტერფერონია. ეს ბოლო წინადადება ბევრს ჩინურად ესმის. მაგრამ, ყველაზე ძლიერ ამერიკულ კლინიკებში დაზიანებული ღვიძლის გადარჩენა ინტერფერონის ფრაქციებით ხდება.ინტერფერონი იქმნება ლეიკოციტებში და მაკროფაგებში.
ციტოკინების მატება იწვევს ოქსიდაციურ სტრესს . ოქსიდაციური სტრესის მატება კარს უღებს მძიმე დაავადებებს და სიმსივნეებს.
ჰეპატიტების, ჰელიკობაქტერიის , ციტომეგალოვირუსის , ჰერპეს ვირუსის , ებშტეინ-ბარის ვირუსის, სეროტონინის სინდრომის,მონოამინოოქსიდაზას სიჭარბის, ესტროგენების სიჭარბის, კორტიზოლის სიჭარბის, ქოლესტერინის სიჭარბის, მაღალი წნევის,თუნდაც პერიოდული დიარეის, ჩიყვების, ტინიტუსის, ქრ პანკრეატიტის,ანდროგენების და სხვა ჰორმონების სიჭარბის, ჰიპოფიზის დაზიანების,კლიმაქსის, ოფლიანობის, გულის დაავადების,თრომბული პროცესების, ნევროზების, ფსიქოზების ,სისხლძარღვების და არტერიების ათეროსკლეროზის, ალერგიების,ორგანოების ქრონიკული ანთებების, კანის დაავადებების, ბილირუბინის და ფერიტინის მატების,ფსორიაზის, ეგზემის,პოდაგრის ,პოდაგრული და ფსორიაზული ართრიტების,ჭინჭრის ციების,შაკიკის, ტაქიკარდიის , მაღალი წნევის ,ჩირქგროვების,ჭამის შემდეგ შებერილი მუცლის, ფიბროზების , თიროიდული და სხვა შტორმების , ავთვისებიანი სიმსივნეების და კიდევ მსგავსი————- აჩქარებული მექანიზმების მქონე პრობლემების დროს ციტოკინების სიჭარბის ბუმია და ფონად ისინი ამ დროს ორგანიზმში მუდმივად ისედაც მომატებულია. ჭარბი ციტოკინები სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებენ.ხოლო ესტროგენების , სეროტონინის, კორტიზოლის მატების დროს, ასევე ,შინაგანი ორგანოების უკმარისობებისას, ფსიქოზების, ჩიყვის და კიბოს დროს —– ორგანიზმში , ჭარბი და უკიდურესად გაავებული ციტოკინებია.ხოლო, ყველაზე ჭარბი და ზეგააქტიურებული ციტოკინები ციტოკინური შტორმების და ასკარიდას გამოა. ასკარიდას გამრავლების პერიოდში გაავებული ციტოკინები ბევრჯერ ყოფილა ფსიქოზების აფეთქების მიზეზი. ანუ დაავადებების ნებისმიერი გამწვავება და შეტევები ციტოკინების გამრავლების გამოა.
რომელიმე შინაგანი ორგანოს უჯრედი, ბოლომდე რომ დაზიანდეს , კიბო მაინც არ დაიწყება. მეცნიერებით, პრაქტიკით ასი პროცენტით დადასტურებულია——ხელისშემწყობი ფაქტორები ბევრია, მაგრამ, კიბო უშუალოდ იწყება ამათი დაზიანების და გადახრების დროს———–ინტეგრინები, კადჰერინები, იმუნოგლობულინები, პროტეოგლიკანები, ციტოკინ—ინტერლეიკინები, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფასთან ერთად. ესენი კი ,მხოლოდ ჭარბი ციტოკინების დროს გადაიხრებიან ნორმებიდან. ყველა ესენი, დეტალურად არაერთხელ განხილული მაქვს სტატიებში და რეკომენდაციებში.
ციტოკინები ცილების ჯგუფია.მიუხედავად უამრავჯერ აღწერისა, ცილებს უმოკლესად შეგახსენებთ.ცილების სიჭარბე მძიმე დაავადებები და სიმსივნეებია. ხოლო მათი ნაკლებობისას , ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანი იშლება. თითოეული ადამიანის დეენემში ნებისმიერი ცილის ფუნქციებზე და არქიტექტურაზე სრული ინფორმაცია დევს .ორგანიზმისთვის არახელსაყრელ პირობებში —- დაავადებების დროს ,ცილის ფუნციები და სტრუქტურა ირღვევა , რაც ართულებს პროცესებს და სიმსივნეებს ქმნის. მაგალითად, ცილა სირტუინების ნაკლებობა——დეენემის სწრაფი რღვევა, მძიმე დაავადებები, კიბოები და ადრე დაბერებაა. ნატურალური ,ჰაი კლასის მედიკამენტები, რითაც ექიმები ვახდენთ მძიმე დაავადებების დროს დეენემის გაცოცხლებას , აღდგენას და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, ძირითადად სირტუინების გამააქტივებლებია. რადგან, მაკროფაგების და ტე ლიმფოციტების გააქტივება ნიშნავს სირტუინების გაძლიერებას.
სირტუინები
თანამედროვე მედიცინის განმარტებით სირტუინები———-დღეგრძელობის გენებია. დადგენილია, თუ ისინი ნორმაა, მყარად ახანგრძლივებენ სიცოცხლეს. 100 წელს მ იტანებულ და გადაცილებულ პირებს სირტუინები ნორმა აქვთ და მეტი პირობები რომ ჰქონდეთ ცხოვრების , კიდევ ბევრს იცოცხლებენ. ზოგი ადამიანი უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ არ ჰქონდა სწორი სამედიცინი მეთვალყურეობა , რომ სირტუინების აქტივაცია მოეხდინათ , თუნდაც შესაბამისი კვების რეჟიმით . ამიტომ, ნაადრევად დაბერდა და გარდაიცვალა.ზოგს —- ეკონომიკურად ნაკლებად შემძლეს ან მცოდნე ექიმებისგან აკადემიური სამედიცინო მეთვალყურეობა ჰქონდა ან ბუნებრივად , სრული და მყარი სირტუინები. ამიტომ, ეს ღარიბი—– მეორე ცოცხალია და 100 წლის ასაკში სპორტულად გამოიყურება.
ყოფილი დიდი თანამდებობის პირი, 90 წელს უკვე გადაცილდა. მის ოჯახში ავად არის ახალგაზრდები. თავად მას არ ვჭირდები , მხოლოდ შეკითხვებით შემოიფარგლება.ყოველ დილით დარბის და უკვირს სხვისი ამდენი ჩივილები. ერთხელ წნევა აეწია და ძალიან გაოცებული იყო.
ადრე დაბერება პირდაპირ არის დამოკიდებული არაჯანსაღ სირტუინებზე. ზოგი ,30 წლის ასაკში ფიზიკურად და მენტალურად ბებერია. ზოგი კი, 90-ს გადაცილებული სრულიად ახალგაზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ ამის მაგალითები გინახიათ, დაუჯერებელია იმიტომ, რომ მასიური არ არის. რადგან, მასიურად არ არის —– მედიცინა ჩვენთან ამ მიმართულებით განვითარებული . ჯანმრთელობის პროფილაქტიკის აუცილებელი დეტალების შესახებ ადამიანებმა არ იციან. ძლიერი პროფილაქტიკური მედიცინა , სასიცოცხლოდ ამუშავებული ჯანდაცვის პირველადი ცენტრები ,არის გარანტი მოსახლეობის მეტი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გახანგრძლივების.ამისთვის საჭიროა ხალხზე მზრუნველი ჯანდაცვის ხელმძღვანელობა და არა დაძინებული და არსებულ მკვდარ დინამიკას შეგუებული.
დაბერების თემებზე საუბრისას რამდენიმეჯერ გავიმეორე— მედიცინამ დაადგინა, რომ ძვალი 27 წლიდან ბერდება. ანუ ადამიანი 27 წლიდან დაბერდება, თუ მას არ ჰყავს გონიერი პირადი ექიმი. რადგან, ბევრი სასიცოცხლო ნივთიერება 15 წლიდან, ზოგი კი 20 წლიდან მცირდება და მათ შევსება ესაჭიროებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი იფიტება და ამის გამო სხვადასხვა დაავადებები ემართება. საერთოდ, როგორც ხშირად ვასაბუთებ, დაბერება და დაავადებები ძვლების მინერალიზაციის დარღვევით იწყება.კიბოს, ციროზის, ინსულტის და ნებისმიერი რთული დაავადების უკან, ბოლო სასტარტო მიზეზია კონკრეტული მინერალის დაცემა.
თანამედროვე ოფიციალური სტანდარტით 28 წლის ქალს, რომელიც პირველად მშობიარობს ეწოდება ბებერი პირველადმშობიარე. დიდი ასაკი არ ასახავს სიბერეს. სიბერე ეს არის მენტალობის და ჯანმრთელობის დასუსტება , თუნდაც დაბალ ასაკში. როცა 31 წლის გავხდი, 40 წლის აურის საშინლად უსიამოვნო სურნელი ვიგრძენი და განცდებისგან კინაღამ გარდავიცვალე. ახლა რაც წლები მემატება, მივხვდი ,რომ უფრო ახალგაზრდა ვხდები.მენტალურად საღი ადამიანები არასოდეს ბერდებიან. მითუმეტეს მაშინ, თუ სწორი სამედიცინი მეთვალყურეობის ქვეშ არიან .ახლობელს ვუთხარი , როცა თავის ასაკოვან მამიდას დაბადების დღეს ულოცავდა———დააიმედე, მე ახლა პაციენტები მაცდენენ, მნიშვნელოვან წარმატებებს კი მაგ ასაკიდან ვაპირებო . თუ ამერიკაში110 წლის ქალი პარაშუტით გადმოხტა და 117 წლის ქალმა დისერტაცია დაიცვა, ჩვენთან ნაადრევად რატომ უნდა ტოვებდნენ აქტიურ ცხოვრებას ეს უნიჭიერესი ქართველები. ამიტომ გვჭირდება მაღალი დონის მედიცინა და სწორი სამედიცინო მეთვალყურეობა, რომ რაც ღმერთმა გვაჩუქა ბოლომდე ტვინიერად გამოვიყენოთ. მენტალურად ღარიბი ადამიანის აზრით- ქალს 70 წლიდან ლობიოს სუნი ასდის. სამყაროს ყველაზე დიდი განძი— ცოდნა და გამოცდილებაა. ის კი ამ ასაკში გროვდება. კაცი რომელიც ქალს ასაკზე შენიშვნას მისცემს, მითუმეტეს დაამცირებს, ის ვერასოდეს ვერ იქნება ჯენტლმენი. ღირსეული ქალები კი მხოლოდ ჯენტლმენებს აღიარებენ, თუნდაც უსტატუსოს და უფულოს .
ყველაფერი შესწავლილი აქვს თანამედროვე მედიცინას. მას შეუძლია ხსნა ნებისმიერი დაავადებებისგან და სიბერის შეჩერება——-სირტუინების აქტივაციით, მიტოქონდრიების განახლებით და ტელომერების დაცვით. ამ საფეხურებით დეენემის გაჯანსაღება ხდება.ჯანმრთელი დეენემი ნიშნავს— ჯანმრთელ ადამიანს.
სირტუინები დეაცეტილაზების ფერმენტების კლასიდანაა. ისინი ახორციელებენ——ორგანოების უჯრედების ჯანმრთელობას, მეტაბოლიზმის აღდგენას; მძიმე დაავადებების,დაბერების , სიმსივნეების და სიკვდილის შეჩერებას.სირტუინები იცავენ და აღადგენენ , როგორც ოქსიდაციურ , ისე ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესისგან დაზიანებულ მიტოქონდრიებს. ეს უპირველესად, ნიშნავს ენერგიის აღდგენას და სიცოცხლის გაგრძელებას. მიტოქონდრიები არიან ადამიანის ენერგიის შემქმნელები .სირტუინები იცავენ, აღადგენენ და ააქტიურებენ გენებს, რომლებიც რეალურად ახანგრძლივებენ სიცოცხლეს. სირტუინების კონტროლი პაციენტებზე ,რაც ჩვენს რეალობაში ძალიან იშვიათია ,ნიშნავს ——-დაძლეულ რთულ დაავადებებს და უკანდახეულ სიმსივნეებს ; ძალიან გახანგრძლივებულ , ჯანმრთელობით უპრობლემო სიცოცხლეს . კორონა ვირუსის დროს ადამიანები გარდაიცვალენ ,რადგან ვერ იმართა მაკროფაგები და ტე ლიმფოციტები, რომელთა რეგულირება თავისთავად სირტუინების მართვა იყო. ვირუსის და რთული დაავადებების გაავება სირტუინების ცდომილების გარეშე არ ხდება. დღევანდელ სამყაროში ყავაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებულ ადამიანებს სირტუინების ქრონიკული პრობლემა აქვთ. კოფეინის ჭარბი დოზები სირტუინებს ძალიან ასუსტებს. რადგან, კოფეინი ციტოკინებს ამრავლებს. ყავის რეგულარული სმა უდრის——–თუთიის, კალციუმის, კალიუმის , სირტუინების დაცემას და ადიპონექტინის და ლეპტინის, დარღვევას.ბოლო ორ ფენომენზე ხშირად ვსაუბრობ. ადიპონექტინის და ლეპტინის დაზიანებაზე გადის ნებისმიერი მძიმე დაავადების და სიმსივნეების მაგისტრალური ხაზი. უკვე დიდი ხანია დადგენილია მედიცინაში———სირტუინები აქრობენ ქრონიკულ ანთებებს, აჩერებენ სიმსივნეებს,ამუშავებენ იმ ნივთიერებებს,რომლებიც ახდენენ აუტოფაგიას ანუ კიბოს და სხვა მკვდარი უჯრედების ჩამოცილებას ორგანიზმიდან. წინააღმდეგ შემთხვევებში ეს დაზიანებული უჯრედები მეტაბოლიზმში ჩაერთვებიან და მძიმე დაავადებებს იწვევენ.იხილეთ ჩემი სტატია —-აპოპტოზი. როცა დამბლით დაავადებული ან ხანდაზმული ადამიანი დაუძლურებულია და ლოგინიდან ვეღარ დგება—-ეს სირტუინების ბოლომდე განლევის მაგალითია. დამბლის ყველაზე დიდი პრობლემა სირტუინების დაჩლუნგებაა .არასწორად ნამკურნალები კიბოს ბოლო სტადიაში ადამიანი კახექსიურია ანუ როგორც იტყვიან ძვალი და ტყავია სირტუინების განლევის გამო და ზუსტად ეს უჩქარებს სიკვდილს. სირტუინების მომატება და გააქტიურება მედიცინას რეალურად შეუძლია.
გარე უჯრედული მატრიქსის ნივთიერებების შევსება, ადამიანის ჯანმრთელობის და დედამიწაზე დამაგრების ანუ სიცოცხლის გარანტია. სხვადასხვა ცილის პეპტიდების, ფიბრონექტინის, გლუტამინის, პროტეოგლიკანების , იზოფლავონების, გლუკოზოამინოგლუკანების და სხვა მსგავსი ,სიცოცხლის საყრდენი ნივთიერებების სრული შევსება, მხოლოდ სირტუინების ნორმის დროს ხდება .ყველა ეს ჩამოთვლილი და მატრიქსის სხვა ნივთიერებები, სტატიებში დაწვრილებით განხილული მაქვს . ისინია დეენემის საყრდენები. მათი დაქვეითება, დაავადებები და სიმსივნეებია. ხოლო მათი გააქტიურება და მეტაბოლიზმში სწორად ჩართვა ——სირტუინების ნორმის გარეშე სრულად ვერ მოხდება. რადგან ,მთელი იმუნიტეტი თავისი მხრებით უჭირავს სირტუინებს.
ანთებების დროს გარეუჯრედულ მატრიქსში ანუ უჯრედშორის ადგილებზე კუმულირდება ტოქსინები და შლაკები. განსაკუთრებით მაშინ , თუ მატრიქსის ნივთიერებები დაზიანებული ან დაკლებულია .ეს ხდება მთავარი მიზეზი , როცა შინაგანი ორგანოების უჯრედები ვეღარ იღებენ——- სასიცოცხლო საკვებს,მედიკამენტებს, ნეიროტრანსმიტერების მიტანილ სიგნალებს.რადგან, მისასვლელი გზები დაშლაკულია. ამიტომ, დეტოქსის დროს უმთავრესია უჯრედშორისი მატრიქსის დეტოქსიკაცია. მატრიქსი თუ არ გაიწმინდება და მასში ნივთიერებების ნორმა არ იქნება——ანთებები ვერ მორჩება და ქრონიკულში გადადიან;სიმსივნეებს კარი ეხსნებათ. მატრიქსი არის ორგანოების უჯრედების მტკიცე დამცავი ღობე. ამიტომ, ექიმი ვერ მოარჩენს ვერცერთ ადამიანს, თუ მან არ იცის კონკრეტული დაავადების დროს, მატრიქსის რომელი ნივთიერებებია შემცირებული. მაგალითად, პროსტაგლანდინების შემცირება, ეს მთელი ორგანიზმის ჰორმონების დისბალანსი და თრომბირების მტკიცე ბაზისია. მატრიქსის თითოეული ნივთიერების დეფიციტი კონკრეტულ დაავადებას უკავშირდება. ამ ბოლო წინადადებაშია მთელი თანამედროვე მედიცინა და პაციენტის გადარჩენის რეალური გზა. დაუძლეველი დაავადებების მიზეზები და მათგან ხსნა ექიმმა გარეუჯრედული მატრიქსის ნივთიერებებში უნდა ეძებოს. იხ ჩემი სტატია გარეუჯრედული მატრიქსის ნივთიერებები.ასეა ამ სამყაროში ადამიანი მოწყობილი. გარეუჯრედული მატრიქსის თითოეული ნივთიერება და მათი კავშირი დაავადებებთან თუ ექიმმა არ იცის, ის თვალახვეულია მედიცინაში. ნებისმიერი დაავადების მიზეზებს და მორჩენის ხერხებს გაწვდის გარეუჯრედული მატრიქსი. ამისთვის ,მისი ნივთიერებები შესწავლილი უნდა გქონდეს და იცოდე, რომლის გადახრა რა დაავადებას და რა სიმპტომებს იძლევა.
სწრაფი გახდომები თუ პროფესიონალი ექიმის მეთვალყურეობით არ ხდება, სირტუინების თანდათან დაშლას იწვევს.
სირტუინები , ყველაზე მეტი— რესვერატროლშია, რაზეც რეკომენდაციებში ბევრჯერ ვისაუბრე. სირტუინები ახდენენ დეენემის გაცოცხლებას და გააქტივებას. შესაბამისად ,ამიტომ ახდენენ ისინი სიბერის შეჩერებას და ახალგაზრდობის შენარჩუნებას, როგორც ფიზიკურად ისე ორგანულად. დაზიანებული დეენემი არ აღდგება სირტუინების აქტივაციის გარეშე. რესვერატროლი და შესაბამისად, სირტუინები არის ———სუფთა წითელ ღვინოში, განსაკუთრებით, საფერავში;კომბოსტოში, ოხრახუშში,გრეიფრუტში,ვაშლის კანში,წითელი ყურძნის კანში,მშრალ კაკაოში,თუთაში, ტყის მოცვში, ბროწეულში, იაპონურ მატიტელას ფესვში. რესვერატროლს ამიტომ ჰქვია ახალგაზრდული მოლეკულა. ის სირტუინების ცილების გააქტივებით აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და განაპირობებს ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას .რესვერატროლს მცენარე ქმნის და გამოყოფს იმისთვის, რომ მან თავი გადაირჩინოს —-პარაზიტებისგან, სოკოებისგან, რადიაციისგან .რესვერატროლი აცოცხლებს და მუხტავს ცილა PCG — ს. შედეგად მეტი ენერგია მიდის კუნთში , გულში ,ტვინში და ორგანოების უჯრედები გარე დაზიანებებს უფრო უძლებენ. არასოდეს არ გათალოთ ვაშლი, ამ დროს წყალს ატანთ ახალგაზრდობის გენებს. მატიტელა არ მიიღოთ ექიმის გარეშე. შეიძლება შაქარი ძალიან დაბლა დააგდოს და სიცოცხლის საშიშროება შექმნას .წითელი ღვინო არ დალიოთ საღამოს. სირტუინების ეფექტი უარყოფითი იქნება , თან ციტოკინები გამრავლდებიან. წითელი ღვინო ცოტა უნდა დალიო.ღვინით გადათრობას სირტუინების ეფექტი არა აქვს.
ექიმის გარეშე მცენარეების გამოყენების სითამამე ამ ქვეყანაში უგუნურ და საშიშ მასშტაბებს აღწევს.ფიტოთერაპია ანუ მცენარეების შესახებ მეცნიერების განხრა, მედიცინის ისეთივე დარგია, როგორც მაგალითად ,ქირურგია, პედიატრია და სხვა.როცა არაექიმი მცენარეზე , სხვას სამკურნალოდ მიუთითებს, ის მას მედიცინაზე ესაუბრება და ექიმის როლს ირგებს. არასწორად გამოყენებულ ქიმიურ წამალზე მეტად, ადამიანს მცენარეული მოწამლავს. ქიმიოთერაპია ევროპა–ამერიკაში მცენარეებით კეთდება.ერთ სტატიაში ვისაუბრე ფიტოესტროგენებზე ანუ მცენარეებზე, რომლებიც ნატურალური ჰორმონებია.წარმოუდგენელი ქაოსი, უცოდინარობა და განუკითხაობაა ამ ქვეყანაში ვეგანურ წამლებზე,რომლებსაც იგივე და მეტი კონტროლი სჭირდება , როგორც აფთიაქებს .ადამიანები თავიანთ ნება-სურვილზე ყიდულობენ და იღებენ ექიმების გარეშე , ხშირად ისეთ ნივთიერებებს ,რომლებიც შეიძლება ნორმაზე ჭარბი ჰქონდეთ.
დააკვირდით ჩამოთვლილ პროდუქტებს, რომლებიც რესვერატროლს შეიცავს. იმ ნივთიერებებშია რესვერატროლი მეტი, რომლებიც უფრო ჭარბად შეიცავენ გოგირდს.ისევ მინერალების, სიცოცხლისათვის აღმატებულობას მივადექით . გოგირდზე ხშირად ვსაუბრობ, როგორც ანტითრომბულ ფენომენზე.ყველაფერი რაც სიცოცხლისათვის განსაკუთრებით მუშაობს არის ანტითრომბული.ანუ სისხლის უხარვეზო მიმოქცევაა ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის საფუძველი. სისხლს მიაქვს ორგანოებთან ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები და ამ გზაზე ის დაბრკოლებას ვერ ეგუება და ზიანდება. მაშინვე იქმნება თრომბი ,რაც მთელი ორგანიზმის დაზიანებაა. თითქმის, ყველა ნატურალურ, თანამედროვე, უმაღლესი კლასის ანტითრომბულ მედიკამენეტს—–ბიოქიმიურად გოგირდის ფუძე აქვს.
სირტუინების დაცემა უდრის ვირუსების გაავებას. ისევ ვიმეორებ განმტკიცებისთვის. ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, სიმსივნეები, დაავადებების გამწვავებები, ტკივილი, ტემპერატურა, რომელიმე ორგანოს შეტევა, ორგანული უკმარისობები, ვირუსების შეტევა, თრომბი და სხვები ციტოკინების გამრავლება და გაავებაა .მათი სწორი და შედეგიანი მართვა ხდება, საღი და ნორმაში მყოფი სირტუინების ფონზე.სირტუინების დაქვეითება დეენემის სწრაფი რღვევა და რთული დაავადებებია.
როგოც ვთქვი, სირტუინები ცილებია .კუნთის , ძვლის ,სისხლძარღვის, არტერიის , ვენების სიმტკიცეს აშენებს და ქმნის ცილები. ნებისმიერი ორგანოს დაავადების დროს,ლოკალურად ადგილზე კუნთი ანუ ცილა ჩაშლილია. ცილა უამრავია და თითქმის ყველა, უკვე სტატიებში დავახასიათე. სირტუინები უნდა გაააქტივო ,რომ ცილები დასტაბილდეს,დაავადებები მორჩეს და სიცოცხლე გახანგრძლივდეს. ორგანოების უჯრედების მთავარი საშენი ბერკეტები არიან ცილები —–ჰემოგლობინი და ინსულინი. იმუნიტეტი იქმნება ცილებით. ადამიანის ზოგადი ბიოქიმიური ფორმულა რომ წარმოიდგინო———ეს არის ცილები .ადამიანი არის ცილები.ცილები შედგება ამინომჟავებისგან ,ვიტამინებისგან, მინერალებისგან, მჟავებისგან, მიკროელემენტებისგან. ანუ ადამიანი ნაძვის ფორმით რომ წარმოვიდგინოთ. თავში ცილებია მისი შემადგენელი ამინომჟავებით.დაბლა – მჟავები ,უფრო დაბლა—–ვიტამინები , მინერალები და მიკროელემენტები. ამ საოცარ გენეტიკურ გრაფიკულ მოცემულობაში ერთი ვიტამინი ან მინერალი თუ შემცირდა ან მითუმეტეს, ნორმის ზევით მოიმატა ,უკვე დაავადებებია. საუბარი აღარ არის ამინომჟავების დისბალანსზე, რაც მტკიცედ სვამს სიცოცხლეზე დიდ კითხვით ნიშანს. ცილების ნებისმიერ მატებაზე ან კლებაზე იწყება დაავადებები და სიმსივნეები. ორი ამინომჟავა ან ცილა რომ ქვეითდება, ადამიანი თანდათან იშლება.რამდენიმე ცილა და ამინომჟავა რომ ქვეითდება ან მატულობს ადამიანი უკვე კვდება. რადგან ,იმ სისტემის მდგრადობა იშლება, რომელმაც გარემო ზეწოლებისგან უნდა იხსნას ადამიანი. იმუნიტეტი ვეღარ მუშაობს, მიტოქონდრიები ენერგიას ვეღარ ქმნიან. ორგანოები იშლება .ცილების ან ამინომჟავების ნაკლებობა უდრის—ჰორმონების მოშლას და ჰორმონულ დაავადებებს;ღვიძლის, გულის ,თირკმლების და სხვა ორგანოების თანდათან დაშლას, სკლეროზებს. ასევე,ცილების ნაკლებობა უდრის–დაავადებებთან მებრძოლი ანტისხეულების დაქვეითებას.ლიზოციმის და ინტერფერონის დაცემა უდრის—- ქრონიკულ ანთებებს და სიმსივნეებს. ხოლო ნორმის ზევით მეტობა, უფრო აგრესიული პროცესებია.
ყველა ძალიან სასიცოცხლო ნივთიერება—–ცილაა.მაგალითად, ჩემგან ბევრჯერ დახასიათებული ჰემოგლობინი ცილაა.ის არის ერითროციტებში.ის აკეთებს ჟანგბადის ტრანზიტს ორგანოებამდე და ქსოვილებამდე .ადამიანს აკლია ჰემოგლობინი? —–აქვს ჰიპოქსია და თანდათან იწყება ორგანული უკმარისობები. ჰემოგლობინი შედგება ამინომჟავების ჯაჭვებისგან. დაბალი ან სისხლის საერთო ანალიზში ქვედა ზღვარზე მყოფი ჰემოგლობინი ,ეს უკვე არის ამინომჟავების დაშლილი ჯაჭვები ანუ დაშლილი ცილები ანუ რომელიმე ორგანოს სრული დაშლის დასაწყისი. ასევე მაგალითად, კალციტონინი ცილაა. ის არეგულირებს კალციუმის ცვლას და ფარისებრის ფუნქციებს. ფარისებრის კიბო იწყება კალციტონინის ცვლის მოშლით. ცილებს ბევრი ფუნქციები აქვთ. მთავარი კი ადამიანის დაცვაა. ანტისხეულები არიან დამცველობითი ფუნქციის ცილები. ცილებ——–ანტისხეულები ადამიანის მუდმივი მორიგე დარაჯებია. ისინი მაშინვე აღმოაჩენენ ინფექციებს და შემოჭრილ მავნე აგენტებს.
ინტერლეიკინ—-1
ინტერლეიკინები——– ციტოკინებია. ისინი ცილების დიდი ჯგუფებია .ციტოკინები ცილების მთელს კორპორაციას შეიცავენ. თუ ნორმაშია ინტერლეიკინ 1 —-ის იწვევს ლიმფოციტების აქტივაციას და იმუნიტეტის სიმტკიცეს განაპირობებს. რაც სიცოცხლის ნიშანია ნებიმიერი კიბოს და ორგანული უკმარისობების დროს.
ინტერლეიკინ 1 b- ს ცვლილებები , უფრო ხშირად მატება, დიაბეტის დროს პანკრეასს ანადგურებს.იწვევს დიაბეტის დროს პანკრეასის უჯრედების დაშლას და დიაბეტიანის სიცოცხლეს ძალიან ამოკლებს.
ინტერლეიკინ 1 მომატებულია ამ დროს——რომელიმე დაავადება მაღალი სიცხით, დიაბეტი, რევმატიული ართრიტი,ვასკულიტი ანუ სისხლძარღვების კოაგულაციური პრობლემა,დამბლა,ალცჰაიმერი, ფილტვების ტუბი,ცე ჰეპატიტი. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ღვიძლის მორჩენას ვერ ახდენს. ის ვირუსის ჩამოშორებისკენ არის მიმართული. ზოგი ამბობს, მე ღვიძლზე პრობლემა არ მაქვს ცე ჰეპატიტზე ვიმკურნალე. ეს შეცდომაა. ღვიძლის რეალური მკურნალობა აღნიშნული პროგრამის შემდეგ იწყება. ვირუსის ელიმინაცია ღვიძლის მკურნალობა არ არის. არ არის სწორი, როცა რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება ამ პროგრამის სიძლიერეს დააბრალეს. ადამიანი მოკვდა იმის გამო, რომ მან ღვიძლის მკურნალობა არ გააგრძელა. არა თუ ცე ჰეპატიტი, არამედ ბავშვობის ასაკში მსუბუქი ფორმით გადატანილი ბოტკინის დაავადება—-ყველას ,სხვადასხვა დონეზე სამუდამოდ დაზიანებულ ღვიძლს უტოვებს.რადგან, მისი გადატანის შემდეგ, სამუდამოდ რჩება ღვიძლში– ავსტრალიური ანტიგენი და მისი შესაბამისი, თითქმის დანახშირებული ერთი პატარა უბანი. ასევე, რაღაც დონეზე სამუდამოდ არის დაზიანებული ღვიძლი, ახალშობილთა სიყვითლით დაბადების შემდეგ.
ინტერლეიკინ 1 რომ მომატებულია, თუნდაც დროებით ,ამას ჭკვიანი ექიმი ხვდება . ადამიანს დღე ძილიანობა აქვს ან ტელევიზორთან ადვილად ეძინება.
თუ ინტერლეიკინ 1ის ქრონიკული მატება დაფიქსირდა ანალიზურად , მაშინ ის ამ ორი ნიშნიდან ერთით მაინც გამოიხატება——-ან დღე ძილიანობა ან დაბალი სუბფებრილური ცხელება ,თუნდაც პერიოდული და 37 ის ირგვლივ ანუ 36 და 6 ზე მაღალი. ორივე სიმპტომი ნიშნავს, რომ სიცოცხლის შემზღუდავი აგენტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაშია უკვე და ტვინს აზიანებს. გახანგრძლივებულ, დაბალ სუბფებრილურ ტემპერატურას ზოგი, მედიცინის დროს საუკუნით ჩამორჩენილი, ნევროზს რომ უწოდებს, ეს გაუგონარი სიჩლუნგეა. რადგან ,ადამიანი ამ დროს დახმარების გარეშე ყოველდღე იფიტება და კვდება თანადათან. 36 და 6 ს ზევით ტემპერატურის გაქრონიკულება აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა კონტროლზე აიყვანო.
ინტერლეიკინ 1ის მატება დაკავშირებულია პედიატრიულ ასაკში ბავშვის უმადობასთან. ჯანმრთელ ბავშვს დროულად უნდება ჭამა და ის წონაში არ ჩამორჩება. სამწუხაროდ, ხან რაქიტის გამოცნობა ვერ ხდება,რომლის დროს ინტერლეიკინის ნორმიდან გადახრაა .თანამედროვე რაქიტი აღარ გამოიხატება ვიზუალურად დეფორმირებული ძვლებით. რაქიტი მეტაბოლიზმის ძლიერი მოშლაა და ის ნივთიერებათა ცვლაზე დაკვირვებით უნდა გამოიცნო. თუმცა მაგალითებია, მისი ყველაზე აგრესიული ფორმების გამოცნობაც ვერ მოხდა, როცა რაქიტი კვაშიორკოს სინდრომით გართულებული გამოიხატებოდა.კვაშიორკოს გამოცნობა ერთი შეხედვითაც ხდება ვიზუალურად. საგანგაშო და სამარცხვინოა საქართველოში— პედიატრიის კორიფეების დანატოვარ ქვეყანაში ,რაქიტის დიაგნოზი ვერ დაისვას და ამისთვის ბავშვი თურქეთში, ამერიკაში ან საფრანგეთში წაიყვანონ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგი ექიმები არ არიან. აქ იკვეთება პრობლემა, რომ უცოდინარი,ულიცენზიო ექიმი პოსტზე არ უნდა იჯდეს.
ადამიანს ,რომელსაც ჭარბი ქოლესტერინების პრობლემა აქვს, შანსი არ არის, მას ბავშვობაში ატიპური რაქიტი ,მაინც, რომ არ ჰქონოდა.რაქიტი მეტაბოლიზმის დაზიანებაა. ქოლესტერინის სიჭარბე კი მეტაბოლიზმის დაზიანების პიკია.
რა ხდება , როცა ინტერლეკინ 1 და ინტერლეიკინ 6 ერთდროულადაა მომატებული?
ინტერლეიკინ 6 ს მომდევნო თავებში განვიხილავ. თუმცა, ვირუსებზე სტატიაში მისი მატების მთავარი მავნეობა გავიხსენე. ანუ როცა მსოფლიო მედიცინამ კოვიდით გარდაცვლილები დეტალურად განიხილა, აღმოჩნდა,რომ სიკვდილის წინა პერიოდში მათ—1000 ით და მეტით ჰქონდათ ეს ციტოკინი მომატებული. ადამიანების გარდაცვალების მიზეზი კოვიდის დროს—-მომატებული ინტერლეიკინ 6 იყო, რომელიც ვერ იმართა.
ნებისმიერი, მითუმეტეს გართულებული დაავადებების დროს ექიმის აზროვნება ციტოკინების გააზრების და ცოდნის ფონზე უნდა მიდიოდეს. ისინი მართავენ დაავადებებს და სიცოცხლეს. ციტოკინების ჭრილში თუ არ ხდება დაავადებების გამოცნობა და მკურნალობა ,ეს არის მედიცინის კონკრეტული რგოლის უკიდურესი სიბნელე. ეს უკვე საუკუნით ჩამორჩენაა მედიცინის. ადამიანების სიცოცხლისათვის ასეთი მიდგომა ძალიან საშიშია. ციტოკინებით აზროვნება და მკურნალობის დაბალანსება——– ეს არის არა მარტო თანამედროვე მედიცინა, არამედ, ეს არის საერთოდ—- მედიცინა. ეს არის ადამიანების გაჯანმრთელების და დიდხანს სიცოცხლის გასაღები. აბა მარტო ანტიბიოტიკით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი—- სოფლის ფერშალი- კოჭლი და გრძელი ვარდენაც კი მკურნალობდა ადამიანებს. ექიმობა უდიდესი ტვირთია დ ა თანამედროვე ექიმმა ვარდენა ფერშალს მაინც, უნდა გაუსწროს ცოდნასა და რეიტინგში.მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენი უძლიერესი ექიმი მსოფლიოს ექიმებს დაჩრდილავს, სამწუხაროდ, ბევრიც ულიცენზიოდ მუშაობს ანუ ექიმობის უფლების გამოცდა სამიანზეც ვერ ჩააბარა და მისთვის კოჭლი ვარდენას გამოცდილება და დონეც სანატრელია.
ინტერლეიკინ 1 და ინტერლეიკინ 6 თუ ერთდროულად მომატებული არიან,ადამიანი ღვიძლის დაზიანებას და ქოლესტერინის აგრესიულ სიჭარბეს ვერ აცდება. მათი მატება ლატენტურად მიდის, ხოლო ანალიზურად, მხოლოდ, დაავადების უკიდურესი გამწვავების დროს გამოჩნდებიან მაღალ ციფრებში. 1 და 6 როცა ერთდროულად მომატებულია, ისინი ებრძვიან ღვიძლს და ყოველდღე იზრდება დაზიანების ხარისხი. ამატებენ ცე რეაქციულ ცილას,კომპლემენტს და A ამილოიდურ პეპტიდს. A ამილოიდური პეპტიდის მატება——- სკლეროზების, აგრესიული ქოლესტერინის, ინსულტის,დემენციის და ალცჰაიმერის კლასიკური ფონია. ინტერლეიკინ 1 B და ინტერლეიკინ 6 ის ერთდროული მატება იმ ციტოკინებს ააგრესიულებს, რომლებიც კორტიზოლის და ესტროგენების ზეაქტივობას ახდენენ და ზრდიან ბიოლოგიურ პასუხს ნებისმიერი ტიპის სტრესზე, რაც არის ადამიანების დაზიანების მთავარი ფონი. ამიტომ არის სწრაფ კიბოთა 90 პროცენტში ესტროგენები და კორტიზოლი მომატებული. რადგან ,ამ დროს ორგანიზმში უპირობო სიჭარბეა ციტოკინების. ადამიანს შეიძლება დაქვეითებული კორტიზოლისგან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდეს, მაგრამ დიდხანს იცოცხლოს, თუმცა ინსულტს ან ინფარქტს და სისხლძარღვების მძიმე ათეროსკლეროზს ვერ დაუსხლტება სწორი მკურნალობის გარეშე.
მომატებული კორტიზოლის, მომატებული სეროტონინის ან ჭარბი ესტროგენების ფონზე —————ადამიანი დიდხანს ვერ იცოცხლებს——- ან სიმსივნე დაემართება ან უეცარი სიკვდილით კვდება .რადგან, ამ დროს ორგანიზმში ციტოკინების სიჭარბის ბუმია.
თუ ინტერლეიკინ 6 , ინტერლეიკინ 1 და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა ნორმაშია , მაშინ რას აკეთებენ ისინი?———ტვინის ჰიპოთალამუსში აჩქარებენ კორტიკოტროპინ განმათავისუფლებელი ჰორმონის გამოშვებას .ამ ჰორმონის სიკეთე და დადებითი შედეგია———-ჰიპოთალამუსის გაცოცხლება და ნორმაში ამუშავება, კერძოდ, მისი ადრენალურ—-პიტუიტრული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირება.
დასკვნის სახით, რომ ვთქვა—ინტერლეიკინ 6 ის, 1 ის და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას ნორმიდან ერთდროული გადაცდომის შედეგად მიიღება—— ჰიპოთალამუსის პიტუიტრული სისტემის გადახრა .ამ გადახრის ქვეშ——–ათასობით შუბლზეთავსაფარგაკრული ქალების გოდებაა——კლიმაქსის, თავის ტკივილების ან მენსტრუალური მოშლის გამო . ასევე, სხვა ჰორმონული მოშლებია ორივე სქესში .გარდა ამისა არის——- სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობის დარღვევა, ტემპერატურების მატებები ან ნორმის დაბლა დაცემა, ორგანული გადაგვარებები,ღვიძლის განსაკუთრებული დაზიანება ქოლესტერინის გამო, სექსუალური და ქცევის გადახრები ,მადის გაძლიერება,ანთების მარკერი ცილების მატება, ჰიპოთირეოზიდან განვითარებული ჰიპოპიტუიტარიზმი და შედეგად——დაბეჩავებულფორმამიღებული ყოფილი ვარსკვლავური ქალები და სხვა. ინსულინრეზისტენტობაზე ბევრი გაურკვეველი საუბრები ხალხს აბნევს.მისი მიზეზი მტკიცედ დადგენილია მედიცინის მეცნიერებაში და ახლა ზუსტად და კონკრეტულად ამ მიზეზზე ვსაუბრობ ——ანუ ჰიპოთალამუსის პიტუიტრული სისტემის გადახრაზე.
თანამედროვე მედიცინის მსოფლიო სტანდარტია——-კიბოსთან ბრძოლას აზრი არა აქვს ,თუ დასაწყისშივე ——–ინტერლეიკინ 6, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა, ინტერლეიკინ 1 R და COX 2 არ შებოჭე. ასე როცა არ ხდება ამდენი სიკვდილობა ამიტომ არის. C OX 2 ზე დეტალურად ვისაუბრე პროსტაგლანდინებზე სტატიაში.
რთული კიბო რომ უშუალოდ მალე დაიწყება ამის წინა სიგნალებია— სისუსტე, უღონობა;თუ ადრე მაღალი წნევები იყო ,ახლა დაბალი წნევებია ;იმატებს—–ციტოკინები ,ინტერლეიკინ 6, ცე რეაციული ცილა,სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა და SA A. აქ მინდოდა დამემთავრებინა და მეთქვა ,რომ გაგრძელება სხვა ციტოკინებზე და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფაზე იქნება მომდევნო ნაწილში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში ზევით უკვე ვახსენე ,ვიცი ინტელექტუალური მკითხველი დეტალურად დაინტერესდება რა არის SAA . ყველა აზრიანი დაინტერესდება ,ვისაც ქოლესტერინის პრობლემა აქვს. ჭარბი ქოლესტერინის მქონე ადამიანი SAA ს თუ ბოლომდე არ გაიაზრებს , მედიცინას ერთი საუკუნით ჩამორჩენილსი სტატინებით, თავს ვერ დაიძვრენს–ინფარქტის, ინსულტის და უეცარი სიკვდილისგან.
SAA ——– სისხლის შრატის A ამილოიდი.
მასზე უფრო ვრცლად და დეტალურად ამილინზე და ამილოიდოზზე სტატიებში ვისაუბრე. ის მწვავე ანთებების მარკერია .ანუ ის, ქსოვილებში ზეჭარბად მომატებული , აგრესიული თრომბის შემქმნელი და მკვლელი ამილოიდური ცილების ფრაგმენტია. ის ყოველთვის მომატებულია ადამიანებში, რომლებსაც ქრონიკული ანთებები აქვთ. მაგალითად—–სახსრის, ღვიძლის, თირკმლის ,გულის,სისხლძარღვ —-არტერიების ,ღვიძლის —–ქოლესტერინის მატებით და სხვა .ეს ამილოიდი, რასაც ახლა ვახასიათებ—–აპოლიპოპროტეინების კლასის ფიგურაა. ის სისხლში ეწებება——მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინს — HDl ს და მიიღება ბიოქიმიური ფორმების რამდენიმე ვარიაცია, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ანთებების დროს იმატებენ. ამილოიდი ცილაა .ის 100 ზე მეტი ამინომჟავისგან შედგება.უფრო ხშირად, ის იქმნება ღვიძლში,როგორც ორგანიზმის ან სტრესის ან ინფექციის ან ქსოვილის რთული დაზიანების პასუხი . ის შეიძლება შეიქმნას ძლიერ განცდაზე და ნერვიულობაზე , ასევე არასწორად ნამკურნალები პროცესების დროს . ყველაზე ხშირად იქმნება—–ტრანსცხიმების და სწრაფი კვების პროდუქტების ხშირი ჭამის შემდეგ. ის იქმნება მაკროფაგებში.როგორც ხშირად ვამბობ, სწორედ მაკროფაგების დასუსტების შემდეგ რთულდება დაავადებები და ვირუსები.იმუნიტეტის აწევა , უპირველესად, მაკროფაგების და ტე ლიმფოციტების სტიმულაციაა. მაკროფაგების სტიმულაცია ანუ რეალურად დაავადებისგან გადარჩენა და სიცოცხლის გახანგრძლივება როგორ ხდება ,ექიმმა უზუსტესად უნდა იცოდეს ყველა ვარიანტის. რადგან ,თითოეული ორგანოს მაკროფაგების სტიმულაცია ინდივიდუალურად ხდება .
ამილოიდი A ასევე იქმნება სხვადასხვა უჯრედებში, ათეროსკლეროზულად დაავადებულ არტერიებში და სისხლძარღვებში,გულის, თირკმლის და ათეროსკლეროზულად გადაგვარებულ სხვა ორგანოებში.კიდევ ის იქმნება იმ ტერიტორიებში სადაც სიმსივნეებია. ის ჭარბად აქვს ყველას, ვისაც ქოლესტერინის მატება აღენიშნება. ამილოიდი A სიკვდილის ხმაურიანად და ნაადრევად დარეკილი ზარია. სამყარო მისით ექიმს აფრთხილებს , რომ სწორი მოქმედების დროა ამ ადამიანის გადასარჩენად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. რომელ ადამიანსაც შეიძლება ჩივილი საერთოდ არ ჰქონდეს, გარდა ჭამის შემდეგ მუცლის შებერვისა და ქოლესტერინის აწევისა, რომლის გამო სრულად დაიმედებული ,სტატინებს აქტიურად ეწაფება და ჰგონია რომ მკურნალობს.რეალობაში კი,ანალიზურად ნიღბავს პარამეტრების გადახრას.
როცა ამილოიდი A შეიქმნება და სისხლში გამოვა,ის ეწებება მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინებს . დააკვირდით, ეს ადამიანების მკვლელი და დამსკლეროზებელი ამილოიდი A ,დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინს კი არ ეწებება,რომელი ქოლესტერინის მატებითაც ადამიანებს განსაკუთრებით აგანგაშებენ. არამედ, სისხლში ამილოიდ A ს მატება , მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს ანუ ქოლესტერინ HDL- ს დაუკავშირდება და დააზიანებს. ამიტომ აქვს ადამიანს მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი მომატებული. ერთიანი მექანიზმით ორივე ქოლესტერინის მატება ბევრჯერ ავხსენი. ახლა ვხსნი , მხოლოდ, მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინს, რომელიც განუვითარებელ მედიცინაში, თითქმის, სახუმარო ფენომენად იქცა, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინთან შედარებით. რეალურად კი, დაჩქარებული სიკვდილები მისგან მოდის. აბსოლუტური უმეცრება და თანამედროვე მედიცინის მიერ დადგენილი მექანიზმების უცოდინარობაა,რა განცხადებაც აქამდე კეთდება —–თითქოს მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი სულ არ არის საშიში ვიდრე დაბალი. თურმე მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინს მხოლოდ კვებით დააბალანსებ. ეს ადრე იყო, სანამ მექანიზმი ბოლომდე გაიხსნებოდა. თუმცა, განსაკუთრებით მარტივი, არაგენეტიკური, იშვიათი ვარიანტის დროს ,შეიძლება მხოლოდ ნუტრიციაზე დაყრდნობა.
ორივე ქოლესტერინის მატება ხანმოკლე სიცოცხლი ს და სიკვდილის რისკებამდე მიდი ს, თუ არ დაურჩა თანამედროვე მექანიზმებით გათვლილი მკურნალობა.ზუსტად HDL ის ანუ მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის ფუნქციების მოშლის შედეგია—- არტერიების, სისხლძარღვების, ვენების, ორგანოების ქსოვილების სიმტკიცის დაქვეითება და ჩაშლა. რატომღაც ამას ,მხოლოდ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინს აბრალის ზოგი ჯერ კიდევ. სწორედ, მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის დარღვეული მექანიზმის გამოა—- ჩამოფლაშული, გაფაშრებული,სიმკვრივედაკარგული—-არტერიები ,ვენები , სისხლძარღვები. რის შედეგად ,ისინი თრომბების სამჭედლო ხდებიან. ამის შედეგია გულის სტენტირების საჭიროებები.ვიმეორებ—-ახლა ვახდენ მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის მექანიზმის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტით განხილვას. ვიმეორებ, აბსურდია აზრი, თითქოს, მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი მხლოდ კვებით დაჯდება ნორმაზე, უკიდურესად იშვიათი შემთხვევების გარდა, სადაც გენეტიკა არ დომინირებს. თუმცა ,ნუტრიციულად ზუსტად ამ ადამიანის მდგომარეობაზე გათვლილი კვება ,მისი ინდივიდუალობის გათვალისწინებით ყოველთვის აუცილებელია. არ შეიძლება ერთი დიეტა ჰქონდეს ყველას. ეს ძველი, უკიდურესად ჩამორჩენილი მიდგომაა. ეპიგენეტიკით როცა ამ ადამიანის ამ დაავადებისთვის საკვები გამომყავს, ეს ნიშნავს, რომ ამ საკვებმა შეიძლება მეტი როლი შეასრულოს გაჯანმრთელებაში , ვიდრე ძალიან ძვირიანმა მედიკამენტმა. ამიტომ ,მივყვებით ეპიგენეტიკური გათვლების დროს სისხლის ჯგუფებს .ადამიანი ინტუიციითაც ხომ ხვდება, რომელი საკვები ან ხილი ურევს გულს და რომელი სიამოვნებს ან აბედნიერებს კიდეც და შესაბამისად, ჯანმრთელობის სტატუსს უუმჯობესებს.
მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის დარღვევას —- ზუსტად, ანალოგიური მექანიზმი აქვს, რაც ალცჰაიმერს და ზოგ სხვა რთულ დაავადებას. ალცჰაიმერის და სკლეროზების განვითარებაში, სწორედ, მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის დაზიანება და სისხლის შრატის A ამილოიდია წამყვანი. ამიტომ, იმ ადამიანებს ვისაც მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქვთ მომატებული ან მეორეც ,ყოველთვის დიდი შანსი აქვთ—– სკლეროზის , დემენციის და ალცჰაიმერის .რადგან რეალური მექანიზმები ზუსტად იდენტურია.
თუ ძალიან ჭარბია ამილოიდი A ,მაშინ ის, მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინს—–HDL-ს ჩამოეჭრება და სისხლში ცურვას დაიწყებს მასად, რომელშიც ჭარბად იქნება——–აპოლიპოპროტეინ A 1 და ყველაზე ცუდ,აგრესიულ ანუ ათეროგენულ ლიპიდებთან ანუ ქოლესტერინებთან შეწებებული ამილოიდი A. ასეთი ქოლესტერინი თუ დაგროვდა არტერიის ნებისმიერი ანთების ადგილში, ის ანთებას უფრო გააძლიერებს და თრომბებს ამსხვილებს და ამკვრივებს. ზუსტად ეს არის თრომბის გამკვრივების და სიკვდილის საწყისი პოზიცია. რაც უფრო მსხვილი და მკვრივია თრომბი, მით უფრო ადვილად გლეჯს სისხლძარღვს ან არტერიას და უფრო მეტია სისხლდენის ან უეცარი სიკვდილის შანსი .დასკვნა——–სისხლში ამილოიდი A და HDL ქოლესტერინის მოძრავი სისტემები აყალიბებენ HDL ქოლესტერინის დაზიანებულ მექანიზმებს. ანუ — ქოლესტერინის სიჭარბის დროს, ავი თრომბის მქონე ადამიანებს, სისხლში ერთმანეთთან ჩახუტებული HDL და ამილოიდ A დაუცურავთ.
რაც ალცჰაიმერის დროს ხდება ტვინში, იგივე ხდება თანდათან,ქოლესტერინის სიჭარბის დროს ღვიძლში. სკლეროზით დაავადებული ტვინი დეფექტურად საუბრობს და არასრულად აზროვნებს, ხოლო დასკლეროზებული ღვიძლის დეფექტური საუბარი—-მუცლის შებერვა, ნაწლავების არამყარობა, ალერგიები, ქავილი , 140-მდე წნევა და მსგავსებია. შედეგად მიიღება——–სისხლძარღვების, ვენების და არტერიების ათეროსკლეროზი ანუ ნაადრევი დაბერება. ეს არის ჭეშმარიტი დაბერება.სიბერის ხარისხი სისხლძარღვების ათეროსკლეროზით ისაზღვრება და არა ასაკით .დღევანდელ ეპოქაში პედიატრიული ასაკის ბავშვებშიც ვწერთ დიაგნოზს——-სისხლძარღვების ათეროსკლეროზი. ამ ბავშვს უკვე დაბერებული სისხლძარღვები აქვს. ზუსტად ამ აღწერილი მექანიზმის გამო ყალიბდება-რევმატიული ართრიტი ან როგორც უკვე ვთქვი———ალცჰაიმერი და ასევე, რთული სისტემური დაავადებები, რომლებიც ხშირად სიმსივნეებამდე მიდიან.ეს დაზიანებები და მექანიზმები ბევრის ცხოვრების თანამგზავრია და იძულებული არიან უნდა გაიაზრონ და სწორად იმკურნალონ, რომ მარტო სტატინების იმედზე ,ნაადრევად არ ჩაბარდნენ უფალს .ანუ ეს არის არა მარტო მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის მექანიზმი, არამედ— ართრიტის, ალცჰაიმერის,ადრე დაბერების, ქრონიკული ანთებების და ზოგადად, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის.
როგორც ხედავთ, ამილოიდი A ანთებების მარკერია.ნებისმიერი უცებ განვითარებული ანთების დროს ის მომატებულია. ანთება თრომბის გარეშე არ არსებობს. ნეკა თითიც რომ იტკინო, მისი ტკივილით გამოხატული ანთების მიზეზი მიკროთრომბია.
ცე რეაქციული ცილა იმატებს, მხოლოდ,მიკრობულ—-ბაქტერიული ანთებების დროს.ხოლო ამილოიდი A იმატებს ,როგორც მიკრობული ისე ვირუსული ანთებების დროს. ამილოიდი A ს ქრონიკული მატება იწვევს ამილოიდოზსს . ამილოიდოზის დროსაა——–რევმატიული ართრიტი, იუვენილური ართრიტი ანუ მოსწავლეების,სპონდილიტი, პერიოდული დაავადება,პროგრესული სკლეროზი,ტუბერკულოზი, ოსტეომიელიტი, თირკმლის დაზიანება ,ზოგი კიბო——-ჰოჩკინი, თირკმლის კარცინომა და სხვები. ამილოიდოზი არის———- ამ ორგანოს სრული სკლეროზი. სკლეროზიანი ორგანო არ მორჩება სტანდარტული მოკლე ჰაიდლაინით. მაგალითად, თირკმელი ან სახსარი რომ არ ურჩება ადამიანს და პროცესი ქრონიკული ხდება, მაქ მაგ ორგანოს ამილოიდოზი უნდა გამორიცხო და მის სკლეროზულ სისხლძარღვებს მიხედო. მა ს სხვა მკურნალობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ,ეს უპირობოდ გადადის სიმსივნეში. ჰოჩკინი, მიელომა, ლიმფომა ,თირკმლის კარცინომა და მსგავსები ჰაერიდან კი არ ჩნდებიან. ისინი ამილოიდურად გადაგვარებულ ორგანოებში ვითარდებიან. ლიმფომა და მიელომა არ ყვირიან, ისე მიდიან სასიკვდილო პოზიციამდე . მას დროულად,მხოლოდ უძლიერესი ექიმები გამოიცნობენ . ადრეც დამიწერია სტატიაში—–მაგალითად ,მიელომაზე მედიცინა ღიად ამბობს—–მიელომით დაავადებული ადამიანი ანუ ძვლის ტვინის კიბოთ——დადის მთელი ცხოვრება და მკურნალობს ხან ენდოკრინოლოგთან ხან გინეკოლოგთან ხან დერმატოლოგთან ხან კიდევ სხვა პროფილის ექიმთან . არის რეალური დიაგნოზის გარეშე და 70 ან 75ის წლის რომ ხდება უცებ დამძიმდება და კვდება. ხან კიდევ უფრო ადრე. იმიტომ კვდება სწრაფად , რომ უკვე დასკლეროზებულია სისხლძარღვები და უცებ დამძიმების შემდეგ ვერ ესწრება მკურნალობა. ასე ხდება ლიმფომების დროსაც. მიუხედავად მცირე ჩივილებისა ადამიანს სისხლძარღვების სკლეროზი აქვს. ამიტომ, გონიერმა პაციენტმა უნდა დასვას კითხვა ——-რატომ არ მთავრდება ჩემი დაავადება?
დიალიზზე ადამიანები უდიდეს პროცენტში თირკმლის ამილოიდოზით ხვდებიან.
ასე რომ, ცუდი და კარგი ქოლესტერინის მცნებები წარსულს ჩაბარდა. ცუდია ორივე , თუ მაღალია ან დაბალია. კარგია ორივე ,თუ ნორმაში არიან. ქოლესტერინის არსებობა აუცილებელია სიცოცხლისთვის.ქოლესტერინი ნორმაში სასიცოცხლო ჰორმონებს ქმნის.
ამილოიდი A მომატებულია—–ამ სიმსივნეების გამწვავების დროს——-ფილტვების, საყლაპავის,ნაწლავის,საკვერცხის, ენდომეტრიუმის და სხვა . ფილტვის ფიბროზიც ამილოიდოზის საწყისი სახეა. სხვადასხვა დაავადებებს და სიმსივნეებს ამიტომ ახლავს ქოლესტერინის სიჭარბე . სკლეროზის, დემენციის ,ალცჰაიმერის ანამნეზში ყოველთვის ჭარბი ქოლესტერინია.რადგან, ჭარბ ქოლესტერინს და ალცჰაიმერს ერთი და იგივე დამზიანებელი ჰყავთ——- ამილოიდი A . სტატინების იმედად დატოვებული ქოლესტერინი— სრული გარანტია ხანმოკლე სიცოცხლეების. მეცნიერება ყველგან იმარჯვებს .ექიმს ყოველთვის შეუძლია პროცესის შემობრუნება ——-თუ ამილოიდი A HDL კომპლექსში გაავებული თრომბის შექმნის ან სკლეროზის აღორძინების მაგივრად —–ლიმფოციტების და მაკროფაგების გააქტივებას დაიწყებს.მაშინ ის ანთებებთან და თრომბთან ,პირიქით მებრძოლი ხდება.ლიმფოციტებს ის სტიქიურად ვერ გაააქტივებს ,ამისთვის მას ამ მექანიზმების მცოდნე ექიმი უნდა მიეხმაროს და პროცესი რადიკალურად შემოაბრუნოს.
სისხლის შრატის A ამილოდი როცა ძალიან არის მომატებული—– ინტერლეიკინ 6 ის , ცე რეაქციული ცილის და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას მატებასთან ერთად—-აქ ციტოკინური შტორმი გარდაუვალია. თუ დროული შველა არ იქნება მას სიკვდილი მოყვება.
სხვა ინტერლეიკინებზე და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფაზე გაგრძელება იქნება მომდევნო ნაწილებში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights