document.body.remove()
გურიის მოამბე

მარინა ტოტოჩავა-ჰიპოფიზი სიცოცხლის რუხი კარდინალი,რომელიც ყველა სამედიცინო რთული პრობლემის უკან დგას

სათავო მიზეზი ——ლიბიდოს, ერექციის და პოტენციის დაკარგვის . როგორ შეჩერდება რეალურად—-სიმსივნე.
როგორ შეიძლებოდა, ოპერაციულად დაკარგული საშვილოსნოს და საკვერცხეების ჯანსაღად შენარჩუნება და სიმსივნეების აცილება
  • ყველაფერი იმ ჰორმონების გადახრებზე, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევენ სიმსივნეებს.
  • რეალობა——–კისტა, ფიბრომა, მიომა, პოლიპსა და მსგავს წარმონაქმნებზე.
რა აპროვოცორებს სქესის შეცვლას ანუ როცა კაცი კაბას იცვამს და თვალებს იხატავს.
ეს დეტალები ზოგადად მაინც თუ არ იცი, არ ხარ თანამედროვე ადამიანი, რომლისთვისაც სიცოცხლე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
პირველი ნაწილი
ამ ყველაზე მნიშვნელოვან თემას—–პრობლემებს ჰიპოფიზის ირგვლივ, უხშირესად განვიხილავ რეკომენდაციებში და სტატიებშიც. მაგრამ,როგორც ვხედავ,ჩვენს სინამდვილეში , ადამიანთა ცნობიერებაში ამ საკითხებზე სრული გაურკვევლობაა .ამ თემის ძირითადი პრინციპების ცოდნა სჭირდება ყველა პროფილის ექიმს და გარკვეული წარმოდგენა ესაჭიროება ყველა თანამედროვე მოქალაქეს. რადგან, ამ თემის ირგვლივ ტრიალებს ყველა გართულება, მძიმე დაავადებები, სიმსივნეები და შემცირებულია სიცოცხლის წლები.
ეს თემა არის ,ადამიანების ბოლომდე დაუდგენელი პრობლემებისგან ნაადრევად შეწყვეტილი ცხოვრების ისტორიები. დასანანია ის, რომ მათი დიდხანს სიცოცხლე რეალურად შეიძლებოდა.
ბევრი ენდოკრინული დაავადება ჩივილებით ერთმანეთს ჰგავს. გამოცდილი და მცოდნე ექიმები მათ ერთმანეთისგან ადიფერენცირებენ, რაც სიცოცხლის დაცვის ხერხემალია. ერთ ადამიანს შეიძლება რამდენიმე სინდრომი ერთად ჰქონდეს. ეს იწვევს დაბნეულობას და წამყვანი დაავადების ვერგამოყოფას ზერელე განხილვის დროს. ჰორმონების ამ რთულ ლაბირინთებში ზუსტად უნდა გამოიკვეთოს კონკრეტული დაავადებები,რაც საფუძველია ორგანოების გადარჩენის და ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლის.
ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები სიცოცხლის ელჩებია. მათ მოაქვთ სამყაროდან ცნობები, მეტაბოლიზმის რეგულირებისთვის, რომ ადამიანებმა დიდხანს იცოცხლონ .ამაში არ არის პათეტიკის არცერთი წვეთი. პირიქით, სამწუხაროა ის, რომ ვერ მივიდა მასიურად ქვეყნის მედიცინა სიცოცხლის ამ ხერხემლების ბოლომდე აღქმამდე და გონიერ მართვამდე, რაც უპირობო შესაძლებლობაა ნებისმიერი მძიმე მდგომარეობის სტაბილიზების და სიმსივნეების შეჩერების. ღია და ფარული სიმსივნეების გამოვლინება ზოგ შემთხვევებში დაგვიანებით ხდება. ადამიანები წლობით ატარებენ სიმსივნეებს და პასუხი ხშირად—- -ეს არაფერია. ჰორმონების გამართული მუშაობით ნებისმიერი დაავადების დაძლევა და კიბოს შეჩერება შეიძლება. თუ ჰორმონები ნორმაში დაბრუნდებიან , სიმსივნე არათუ სტადიას მოიმატებს ,არამედ ადამიანი გაჯანმრთელებას იწყებს .თითოეული დაავადება, ამ ორგანოს შესაბამისი ჰორმონების გაანალიზებით თუ არ მიდის, მაშინ იქ მედიცინა ბრმაზე უბრმესია.
ამ ქვეყანაში —-არაექიმი, მედიუმი, მჩხიბავი და ყველა—– ვისაც ჭარბი ჰორმონების ხარჯვა მედიცინის მიმართულებით, ამშვიდებს და სიამაყეს გვრის, ყველა ამ ურთულეს მეცნიერებაზე საუბრობს,თუნდაც , მცენარეების განხილვით.ხოლო, ყველაზე სასიცოცხლო ფენომენზე —– ჰორმონებზე, ხალხში მასიურად ინფორმაციული სიბნელეა.
ჰორმონი ბერძნული სიტყვაა. HORMAO აგზნებას ნიშნავს.
შიზოფრენია, პედოფილია, გაუპატიურება, ჰიპერსიმსუქნე ან ჰიპერსიგამხდრე ,სქესის შეცვლა, კიბო, შფოთვა, აკვიატებები, ქცევის აშლა, მკვლელობის სურვილი, სექსუალური ლტოლვის სიჭარბე, ,კაცის პოტენციის დაცემა,მავნე ჩვევები, თვითმკვლელობები,ზედმეტი სითამამე ან მორცხვობა,ქრონიკული დაავადებები ,შინაგანი ორგანოების ქრონიკული ანთებები და გადაგვარებები,გულის დაზიანება,პროსტატის ადენომა,დილის თავის ტკივილები, სახსრების ჩაშლა,ჩიყვი, ორგანულად მოშლილი კლიმაქსი ან კლიმაქსური ფსიქოზი, ფსიქიკური აშლები ,წნევა, სიმსივნეები , ბავშვის ზრდა —განვითარების შეფერხება და კიდევ ბევრი სხვა ——–ეს ყველაფერი ჰორმონული გადახრებია.
ამ სტატიაში, ვსაუბრობ, ყველაზე სასიცოცხლო ჰორმონების შემქმნელ ქარხანაზე—– ჰიპოფიზზე. ჰორმონი, ენდოკრინულ უჯრედებში იქმნება. მათი მოქმედების გარეშე არაფერი ხდება—-ზრდა, განვითარება,ორგანოებში ნივთიერებათა ცვლა და მეტაბოლიზმი და სხვა.ჰორმონები ბატონობენ და მართავენ ადამიანების სიცოცხლეს.
ჰორმონები ძნელად ლაგდებიან ამ ფონის დროს——-გენეტიკური პრობლემები, სიგარეტის მოხმარება, პლანი, ნარკოტიკი,დეპრესია, ხელოვნური კვება,ქრონიკული დაავადებები. თანამედროვე მედიცინა ჰორმონების დიდ ზიანში გამოყოფს დიეტით სწრაფ კლებას. რადგან, ამ დროს ყველაზე მეტად იშლება უნივერსალური—– გლობულინური ცილები. რომლებიც, ძვლის ტვინის მთავარი საყრდენი არიან. ამ ტიპის ცილების გადახრა არის — ლიმფომების, ძვლის ტვინის და სისხლის კიბოების მყარი საფუძველი. ამ ტიპის კიბოების დროს ძირითადი ზიანი ცილა გლობულინებშია .გლობულინების დაზიანება წითელი ხაზების გადაკვეთაა სიმსივნეების იმპერიაში.
ჰიპოფიზის დაზიანება და შედეგად ,ჰიპო ან ჰიპერპიტუიტარიზმი არის ყველაზე მთავარი მიზეზი ორგანოების გადაგვარების,მათი ოპერაციული დანაკარგების, ქრონიკული ანთებების, სიმსივნეების და ხანმოკლე სიცოცხლის. ამ დიდ პრობლემებში მთავარი შეცდომა ის არის, რომ დაავადებების განხილვა ხშირად არ ხდება მთავარი მიზეზიდან, არამედ მხოლოდ კუდებიდან. ხეს რომ შევადაროთ——ჰიპოფიზი არის სიცოცხლის ვარჯი .დაზიანებული ტოტების მკურნალობა უშედეგოა თუ ვარჯი ლპება.
მედიცინის სამი გრანდიოზული ბოსია—–ეპიფიზი, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი. ისინი ადამიანების სიცოცხლის შესახებ ინფორმაციებს ცვლიან სამყაროსთან. ისინი მომრიგებელი არიან სამყაროსთან ,ადამიანის დედამიწაზე დატოვების საკითხებზე, ანუ სიცოცხლის გაგრძელებაზე. სიცოცხლის ლიდერი ორგანოების სამყაროსთნ საუბრებს ექიმი გამოიცნობს ნეიროტრანსმიტერების სტატუსზე. როგორც მუშაობენ ნეიროტრანსმიტერები ,ისეთივეა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ხშირად ვიმეორებ— ეპიფიზს, მსოფლიო მედიცინის ყველაზე პრესტიჟული ექსპერტები ღმერთის მეთვალყურეს უწოდებენ ორგანიმზში .ჰიპოფიზი , ეპიფიზის მითითებით,კურატორი და შემსრულებელია ადამიანის სასიცოცხლო მექანიზმების ყველა შინაგან ორგანოში. ჰიპოფიზი სიცოცხლის მენეჯერია. ჰიპოთალამუსი საიდუმლოების სკივრია. მასში არის—- შიზოფრენიის , სიმსივნეების,სქესის შეცვლის, ნარკო და თამაშებზე დამოკიდებულების, პედოფილიის და სხვა ძნელად მოსარჩენი დაავადებების განკურნების გასაღები. ჰიპოფიზი, ორგანოების ფუნქციებში მთლიანად ჩართულია. წნევის, პულსის, ტემტერატურის,საჭმლის მონელების,დიაბეტის,ქოლესტერონის , დეპრესიის,ენერგიის და სიცოცხლის ხალისის დაბრუნების, შინაგანი ორგანოების გადარჩენის, კიბოს და კიდევ ბევრი დაავადების ბედი, სამყაროსთან მჭიდროდ დამაკავშირებელ ჯირკვალში—-ჰიპოფიზში წყდება.
გამოცდილი ექიმების მიერ, დაზიანებული ჰიპოფიზის სწორად მართვა, ეს არის ნებისმიერი დაავადების დროს ათეულობით წლებით მომატებული სიცოცხლე.აღარ იქნება წყალში გადაყრილი თანხები და ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლეები.
შიხენის სინდრომი ,რომელიც აქ ადრე დეტალურად ავღწერე, ჰიპოფიზის მძიმე უკმარისობაა, ჰიპოფიზის ინფარქტით და ნეკროზით . ამ დროს ქალები ფეხზე არიან, შრომობენ და ოჯახებს მართავენ, ზოგი ოჯახსგარედაც მუშაობს, მათ შორის უცხოეთში. მაგრამ , მათი ორგანიზმი ყოველდღე თანდათან კვდება. ბევრმა არც იცის ეს დიაგნოზი რომ აქვს. მას მომდევნო თავში ისევ დავახასაიეთებ, რადგან, ხშირად გავრცელებული სინდრომია. ეს არის მკვეთრი მაგალითი, თუ როგორ ვერ ხდება უხშირესად ჰორმონული დაავადებების ზუსტად გამოცნობა , რომლების ვერდანახვის შემთხვევაში ადამიანები კიბოსკენ და ნაადრევი სიკვდილისკენ მიექანებიან.
ისევ ჰიპოფიზის შესახებ
ჰიპოფიზი,პატარა, ლობიოს კონფიგურაციის ჯირკვალია. მედიცინა თხილის მარცვალსაც ადარებს. ის მიკრულია ტვინის ფუძეზე . ზუსტად არის— ცხვირის უკან ყურებს შორის.კერძოდ, ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსის ქვეშაა თურქულ კეხზე. სიგრზით 10 მმც არ არის. ცხვირზე ნებისმიერი დარტყმა——ეს იქნება, თუნდაც, ძგიდის გასწორების ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია ან ცემა ან ტრავმა ან ავარია ან დაცემა, დაზიანების ხარისხის მიხედვით ნიშნავს —მწყობრიდან გამოსულ ჰიპოფიზს და პრობლემურ ჰორმონებს .ჰიპოფიზი ლიდერია ორგანიზმის ყველა ჯირკვლის და ყველა ჰორმონის. მასზეა დაყრდნობილი ყველა საშიში დაავადება.
ჰიპოფიზი ყველა რთული დაავადების უკან დგას, როგორც უმთავრესი მიზეზი. არ იქნება მაღალი წნევა,რადგან ეს ჰიპოფიზის ჰორმონების გადახრის შედეგია .ბავშვი სიმაღლეში და წონაში არ იმატებს დაზიანებული ჰიპოფიზის ფონზე .თუ დაზიანებული ჰიპოფიზის ფონი არ არის, ა რ იქნება—— შაკიკი, ტინიტუსი, ქოლესტერინის სიჭარბე,ორგანოების ანთებები და გადაგვარებები, ოპერაციული დანაკარგები, სიმსივნეები. ბავშვი წონაში არ იმატებს, ძლიერი ატიპური რაქიტის გამო ნაწლავთა შეწოვის ან კუნთური ჩამორჩენის დომინირებით, ამის ფონი ჰიპოფიზის დაზიანებაა.
ჰიპოფიზის მოშლის ძალიან ხშირად გავრცელებული ტიპია მისი ეწ მოკეთილო სიმსივნე——- ადენომა .ბევრ ადამიანს აქვს დაფიქსირებული. ბევრმა კი არც იცის —– მისი —-თავის მომაბეზრებელი ტკივილების უკან ჰიპოფიზის ადენომა რომ დგას. ზოგს ჰგონია, რომ შაკიკი აქვს.ეს სიმსივნე უხვად გამოყოფს რამდენიმე ჰორმონს. ამით მკვეთრ ზეწოლას ახდენს ჰიპოფიზის უჯრედებზე და ბლოკავს რამდენიმე ჰორმონის გამოყოფას. ამიტომ, ჰიპოფიზის ადენომის დროს ,შეიძლება იყოს ზოგი ჰორმონის მატება ,ზოგის კი კლება. ჰიპოფიზის ადენომა ყოველდღე ცვეთს ტვინს და ძალიან ადრე აბერებს. ის ძლიერი ტრამპლინია—- სკლეროზის , დემენციის, ალცჰაიმერის . რადგან ,დეენემს ,ნერვულ სისტემას , ნეირონებს , ნეიროტრანსმიტერებს ბოლომდე ფიტავს. ამ პროცესების ნორმისკენ შემობრუნება და ჯანმრთელობის დაბრუნება, უპირველესად ჰორმონების დალაგებით იწყება.
თითოეული ჰორმონის გადახრის ადექვატურად, სხვადასხვა ადამიანს ჩივილებიც განსხვავებული აქვს.
ჰიპოფიზი მედიცინის და სიცოცხლის ხერხემალია. ჰიპოფიზზეა დაყრდნობილი უშუალოდ,თითქმის, ყველა მძიმე დაავადება .ნებისმირი დაავადების მორჩენის რეალური გზაა—სამედიცინო ანალიტიკა და დასკვნები უნდა გაკეთდეს, უპირველესად, ჰიპოფიზის ჰორმონებზე.
ჰიპოფიზის სრული აღწერა, ის რაც ექიმებმა ვიცით ვრცელია და აქ ვერ მოხერხდება. ჰაერივით უნდა ისრუტავდეთ ინფორმაციას მისი ყველა დეტალის შესახებ . რადგან, ადამიანების ყველა დიდი პრობლემა მისგან მოდის. სიცოცხლის ნაადრევი დასასრული მას უკავშირდება.ყველა გართულებული და გაქრონიკულებული პრობლემის უკან ჰიპოფიზი დგას. წნევის აწევის დროს ქვის შეგრძნება თავში, თავსაფრით შუბლგაკრული ქალები, თავბრუხვევები და სხვა.ამათ უკან დაზიანებული ჰიპოფიზი დგას.
ჰიპოფიზის დაზიანების მძიმე, გართულებული ვარიანტია დამბლის შედეგად კუნთების ატროფია .ნებისმიერი დამბლის უკან, დაწყებული სახის ნერვის პარეზიდან——დაზიანებული -ჰიპოფიზი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვალი დგას. დამბლის მორჩენის ყველაზე სწორი გზა ამ სამი ჯირკვლის გააზრებასა და მოცემულობის ზუსტ შეფასებაში დევს.
ჰიპოფიზის წინა წილში იქმნება ჰორმონები—–1–სომატოტროპინი 2——-თირეოტროპიული ჰორმონი ანუ თქვენთვის ზედაპირულად ყველაზე ნაცნობი TSH ,რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შექმნას კურირებს.3—გონადოტროპულები —- ანუ f S H –ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, LH ანუ მალუთეინიზირებელი ჰორმონი და ლაქტოგენინი. გონადოტროპულები სასქესო ჯირკვლების მაფუნქციონირებლებია. ჩვენში მკურნალობის დროს ლაქტოგენინი, უხშირესად, ხსენებაში არ არის , როცა მასზე მთავარი სასიცოცხლო დეტალებია დაყრდნობილი. წინა წილს მართავს აკატეჰე ანუ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი ანუ კორტიკოტროპინი,რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებზე —–კორტიკოიდებზე ბატონობს. აქვე დაფიქრდი—–როცა კორტიკოსტეროიდების გადახრაა,რაც ამ ეპოქის ვირუსივითაა ახალგაზრდებშიც, აკატეჰეს გამოსწორების გარეშე არ მორჩება დაავადება და აუცილებლად სიმსივნე განვითარდება. ანუ ამ ჰორმონების გადახრასთან დაკავშირებული სიმტომები და დაავადებები თუ აქვს ადამიანს ,მას ჰიპოფიზის წინა წილი აქვს დაზიანებული. ასევე , ამ დროს, თირკმელზედა ჯირკვლში დიდი პრობლემებია . ამას თუ არ შევიმეცნებთ, სულ დაბნეულობა და სიმსივნეები იქნება.
ძალიან დიდი სამედიცინო ისტორიული აღმოჩენა იქნება დღეს — პრობლემურ ადამიანს, რომელსაც თუ ჰიპოფიზი ჯერ სრულად დაზიანებული არა აქვს, მაგრამ თირკმელზედა ჯირკვალი დაუზიანებელი და მისი ჰორმონები ნორმაში რომ ჰქონდეს. ეს დიდი საოცრება იქნება. ამიტომაცაა ასე ხშირი ——–ლიბიდოს და პოტენციის დაცემა, ქოლესტერინის სიჭარბე, ქალების ეპილაცია, გულის ოპერაციები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, სასქესო სფეროს პრობლემები, თირკმლების დიალიზი,თმის ცვენა, უენერგიობა,ოფლიანობა, პულსის სიჩქარე,ჩიყვები, დერმატიტები, ჭინჭრის ციებები და სხვა .ანუ ქრონიკული დაავადებები, რომლებითაც ადამიანები იტანჯებიან , უპირველესად ყოველთვის —— ჰიპოფიზის ,თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრის ჰორმონების გადახრისგან არის .ისინი არასოდეს მორჩებიან ამ ჯირკვლების ჰორმონული ბალანსის დალაგების გარეშე.
ჩიყვი—— ბუნებაში არ არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების ძლიერი მოშლის და უდიდეს პროცენტში ჰიპოფიზის დაზიანების გარეშე. ჩიყვის პრობლემები ამიტომ ვერ წყდება მარტო თიროქსინით. ეს უპრიმიტიულესი და ადამიანის სიცოცხლის შემზღუდავი მიდგომაა. ჩიყვის და ყველა ორგანოს მკურნალობა თირკმელზედა ჯირკვლიდან იწყება. ჩიყვი არა მარტო ფარისებრის ,არამედ, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის დაავადებაა. პრიმიტიული აღქმით—-ჩიყვს თუ მარტო თიროქსინი სჭირდება ,სამეცნიერო რეალური მიდგომით—- ამით ვერ დაბალანსდება, თუნდაც იმიტომ ,რომ თიროქსინის ზუსტი ნორმის გამოთვლა—– თირკმელზედაში, ჰიპოფიზში და ამინონმჟავების ბალანსში წყდება. ამის ვერაგათვალისწინების გამო , ბევრი დაზიანებული და ჯანმრთელობაშერყეული ადამიანი არის.
ჰიპოფიზის თითოეულ წილს ინდივიდუალური მიდგომა აქვს მკურნალობაში. ბრმად მიდგომა ადამიანის გაწირვაა. მედიცინის გორდიას ურთულეს ჰორმონალურ კვანძში , საიდანაც ამოიცნობა სიცოცხლის გაგრძელების გზები, არასწორი და მწირი მიდგომები დამღუპველია ჯანმრთელობისთვის.
ჰიპოფიზის უკანა წილი, ჰიპოთალამუსთან ერთად ქმნის ვაზოპრესინს ანუ ანტიდიურეზულ ჰორმონს და ოქსიტოცინს. ანტიდიურეზული ჰორმონის დაქვეითება უდრის——-წყურვილის და შარდვის მატებას.
ჰიპოფიზის შუა წილში იქმნება მელანოფორმული ჰორმონები, რომლებიც თვალის ნებისმიერი პრობლემის უკან დგანან და მართავენ მხედველობას .მედიცინა მაშინ მიაღწევს ხარისხიან დონეს, როცა პრობლემების განხილვა ჰორმონ მელანინიდან დაიწყება. მელანინი ყველა პრობლემის სათავეშია .არა მარტო ვიტილიგოს,ნებისმიერი დაავადების დროს ყველა ფიზიოლოგიური მექანიზმი მასზეა აწყობილი. თითოეული ხალი- პატარა თუ დიდი— მელანინის სტატუსზე მიგანიშნებს .მელანინის კვალის სიღრმეს და სტატუსს ვეძებ ყველა პაციენტში.არ იცი მელანინის სტატუსი ადამიანში—–მკურნალობ ბრმად.
ჰიპოფიზის ყველა ჰორმონი უკვე უამრავჯერ მაქვს განხილული . მაგრამ, დღეს ისევ თავიდან შევაფასებ, რომ აიცილოთ საშიშროებები. რადგან,ამათი გადახრების გარეშე არ არსებობენ სიმსივნეები და პრობლემური ცხოვრება.
კისტა , პოლიპი, მიომა, ფიბრომა,მასტოპათია და მსგავსების სათავო პრობლემა ჰიპოფიზია. ამათ ყველას სხვადასხვა მაპროვოცირებლები ჰყავს და ეს განვითარებულმა მედიცინამ იცის. ამ წარმონაქმნების არსებობა სიგნალებია სამყაროდან ,რომ ჰიპოფიზს და ძვლის ტვინს ძალიან უჭირს. დაგვიანებული მკურნალობის დროს საშიშ გართულებებს იძლევიან. მედიცინის მეცნიერებამ შეისწავლა თითოეულის ——-კისტის, პოლიპის და სხვა წარმონაქმნების დროს რის კლება და მატებაა .ჩვენ ექიმებმა ეს უზუსტესად ვიცით. ჰორმონების სწორების ფონზე, ნივთიერებათა კლება- მატების რეგულირებით ეს წარმონაქმნები ყოველთვის ქრებიან. გარდა იმ შემთხვევისა ,როცა ძალიან დაგვიანებულია ანუ როცა მის ფონურ მონაკვეთში გარეუჯრედული მატრიქსის ბოჭკოების და შესაბამისად, ამინომჟავების სრული რღვევაა .არ შეიძლება თავიდანვე ამოკვეთა .ნებისმიერი კისტა, პოლიპი და სხვა ასეთი წარმონაქმნები ჰიპოფიზისგან —–მომავალი სიმსივნის შანსის რეალური სიგნალებია.
თუ შეტევა მოხდა ან მინიმალისტურად მაინც განვითარდა და იგრძენით——- კლონური გამოხატულებით ანუ მცირე კანკალი ან თითქმის კრუჩხვამდე,შაქრის დავარდნით ,ოფლიანობთ, ხშირად ერთვის დაბალი წნევა—–ეს ჰიპოფიზის პათოლოგიაა, ჰიპოთალამუსის ვეგეტატიური კრიზის სახელით .თუ თუნდაც ერთხელ იყო ასეთი პრეცენდენტი, ამ დროს კაცს აქვს ან ემუქრება პოტენციის დაკარგვა,ქალს კი სიმსივნის შანსები მომატებული აქვს.
ხოლო, როცა ეს შეტევა უფრო მძაფრადაა გამოხატული—- დეენემში, ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსში შაქარი ძალიან დაბლა ვარდება,რასაც ხშირად ერთვის დაბალი წნევა .ვითარდება ჰორმონების ამ ორი მეფის ღრმა კრიზისი. იქნება მოტორული აგზნება ან ფსიქიკური აგზნების შეტევა ოფლიანობით . ეს ხშირად შიზოფრენია ჰგონიათ. აუცილებელი შაქარი სასიცოცხლოა. თუნდაც ბევრი ტკბილეული შეჭამოთ,პრობლემა არ იქნება, ინსულინი თუ ჯანსაღია ,ის მხოლოდ აუცილებელ შაქარს შეიწოვს ,რომლის გარეშე ადამიანი მალე კვდება. აუცილებელი შაქარი მართავს სიცოცხლეს.დეენემის შაქრები რომ შემცირდება ,მაშინ იწყება მძიმე დაავადებები და სიმსივნეები.
თუ ჰიპოფიზ—- ჰიპოთალამუსის ,თუნდაც ერთხელ მომხდარი ასეთი კრიზი უმკურნალოდ დარჩა , რაღაც დროში უშაქრობის ფონზე აკატეჰე დაცემა, TSH დაეცემა, კორტიზილი დავარდება, სომატოტროპინი ძალიან შემცირდება. ეს კი რთულ დაავადებებს ნიშანვს. სიცოცხლისათვის პერიოდული დაბალი წნევა უფრო საშიშია , ვიდრე პერიოდული ძალიან მაღალი წნევა. ჰიპოთალამუსის ასეთი ვეგეტატიური კრიზების დროს პანკრეასის ჩუმი ,პატარა სიმსივნე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს.
დამწყებ ექიმს ეს დადგენილი ჭეშმარიტებები თუ არ ეცოდინება, ყოველთვის დააზიანებს ჯანმრთელობას .
ქალს ტიპური ან ატიპური ჰიპოთირეოზის გამო აქვს———მენსტრუაციის პრობლემები, საშვილოსნოს მიომები, ფიბრომები,მასტოპათია , პოლიპი და სხვა. ამ დროს ჰიპოფიზის დაზიანების ფონია. ორსულებს ჰიპოთირეოზის გამო აქვთ——-ანემია, ნაადრევი მშობიარობა, ეკლამფსია; სისხლდენა მშობიარობის დროს, როცა ქალი ჰიპოთირეოზიდან უკვე ჰიპოპიტუიტარიზმშია გადასული;პლაცენტის აშრევება. ქალს დაზიანებული ჰიპოფიზის გამო შეეძინება-დაბალწონიანი ან ჰიპოტროფიკი ახალშობილი და ეს ყველაფერი—–ჰიპოფიზის უკმარისობის ფონზეა .ჰიპოთირეოზი—– ჰიპოფიზის უკმარისობაა. ქალს რაც უფრო ემატება ასაკი ,ფარისებრი მეტად აგრესიულდება და მავნეობს. ხოლო ამ მოუვლელი, არასწორად ნამკურნალები და უგულვებელყოფილი გადახრების გამო ჰიპოფიზი უფრო ზიანდება და იცვითება.
თუ ტვინის ემერტე ჰიპოფიზის ატროფიას აჩვენებს,ასეთ ქალებს უახლოეს პერიოდში საშვილოსნოს და საკვერცხეს ოპერაციული დაკარგვა უპირობოდ ემუქრებათ. ექიმს დიდი შრომა უხდება, რომ მომავალში ასეთ პაციენტებს, რომლებსაც საშვილოსნო და საკვერცხე აღარ აქვთ——- ინსულტი , სკლეროზი, დემენცია და უეცარი სიკვდილი ააცილოს . ჰიპოფიზის ატროფია ნიშნავს ფოსფოლიპიდური შრის ბოლომდე ჩაშლას. ამ შრის დასუსტება ნიშნავს გაზრდილ შანსებს ——ინსულტის ,ინფარქტის, ანევრიზმის,სკლეროზის, დემენციის, ალცჰაიმერის, უეცარი სიკვდილის. მცოდნე ექიმი ამ დროს ფოსფოლიპიდების ბალანსის აღდგენას იწყებს, მიტოქონდრიების დონეზე დეენემის განმტკიცებით. ყველზე მეტი პრობლემა ადამიანებს დაზიანებული ჰიპოფიზის გავლენით აქვთ.
ჩამორჩენილობაა დამბლების მკურნალობა– ჰიპოფიზის ,ფარისებრის და თირკმელზედა ჯირკვლის სტატუსის გაანალიზების გარეშე. დამბლის პროგრესირებას ვერ შეაჩერებ.
სიცოცხლის ხარისხი ნებისმიერი ორგანოს დაავადების დროს, პირდაპირ არის დამოკიდებული— ჰიპოფიზზე, თირკმელზედა ჯირკვალზე და ფარისებრზე.
ძალიან დაზიანებულიი ჰიპოფიზი , თირკმელზედა ჯირკვალი,ჰიპოთალამუსი და ფარისებრი , პრობლემური ესტროგენის ფონზე წყვეტეენ ადექვატურ ნეიროტრანსმიტერულ კონტაქტს ——ლეპტინთან, ადიპონექტინთან და ინსულინთან. ეს არის ფიზიოლოგიური სტატუსი, როცა კაცი კაბას ჩაიცვამს და თვალებს დაიხატავს.
ამ დროს ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსს შორის ნეირონული კონტაქტების რღვევაა, რაც ფსიქიკას ცვლის.
რამდენიმე კისტა რომ აქვს ადამიანს, მეტი რა სიგნალი მოგცეს სამყარომ ჰიპოფიზის საშუალებით , რომ ძვლის ტვინი დასუსტებულია და ორგანიზმი დაუძლურების ან სიმსივნეების შექმნის ზღვარზე დგას. რამდენიმე კისტა იმის ნიშანია,რომ ჰიპოფიზი ღრმად დაზიანებულია —-ან კიბოა ან მონოკლონური ანუ კიბოსწინარე პროცესი . ხოლო, ფოსფოლიპიდური შრე ისეთი ჩაშლილია, ციტოკინური, ჯერ მცირე კრთომები უკვე არაქიდონის შექმნის საწყის დონემდეა მისული ანუ იქამდე , საიდანაც სტანდარტულად იწყება ყოველთვის– აქტიური თრომბწარმოქმნა. მძიმე ვირუსის დროს ამ ფონზე ციტოკინური კრთომები ციტოკინურ დარტყმებად გადაიქცევიან —–ადამიანი ან ვირუსს ვერ გაუძლებს ან მენინგიტენცეფალიტით გართულდება.
კისტა, პოლიპი, ფიბრომა, მიომა და მსგავსი კვანძები და წარმონაქმნები არასოდეს არ ჩნდებიამ მოკლე მეხსიერებით, ჰიპოფიზში დაწერილი, მომავალი გართულებული პროგრამების გარეშე . პოლიპს და მსგავსებს მაშინვე ამოკვეთა არ სჭირდება. ისინი გაიწოვებიან ჰიპოფიზის მკურნალობით და ჰორმონების დალაგებით. წინააღმდეგ შემთხვევებში ,სხვა მონაკვეთში ,სხვა ფორმით დააზიანებენ გარეუჯრედულ მატრიქსას ცილოვანი პეპტიდების ქსოვილოვანი ბადის მოშლით . ან ფიბროზად მოგევლინება ან სხვა წარმონაქმნად ,სხვა ადგილზე .ასეთი წარმონაქმნის საბოლოო სახე დამოკიდებულია ამონომჟავების ბალანსის დარღვევის ვარიაციებზე. რადგან ,ადამიანი ამინომჟავების სტრუქტურებზეა აწყობილი.
თუ პროლაქტინის მატება გაგრძელდა და ვერ ნახე ისეთი ექიმები, რომლებიც ამას ორგანულად დაალაგებენ,თავის ტვინის ემერტეს საშუალებით თურქულ კეხზე კისტა გამორიცხე. რადგან ,ეს ძალიან საშიშია და დროზე უნდა მკურნალობა. თურქულ კეხზე ნებისმიერი მცირე დეფექტიც კი ,ყველაზე მაღალი სიგნალია სამყაროში, რომელიც მოსალოდნელი ან დაწყებული სიმსივნისგან თავის დაცვას გამცნობს. რაგან აქ ჰიპოფიზის სამფლობელოა.
ფარისებრი ჯირკვალი, გართულებების მხრიც ყოველთვის იმ ჭკუაზეა,რა დონის პათოლოგიაცაა ჰიპოფიზში .ჩიყვი იმ სიძლიერით გაზიანებს, რა ვითარების გადახრებია ჰიპოფიზში და თირკმელზედა ჯირკვალში.
ტვინის ემერტეს დასკვნაში ჰიპერინტენსიურ სიგნალებს ხშირად წერს რადიოლოგი. შეფასებისას,ამას ხშირად ყურადღება საერთოდ არ ექცევა. ამით არის მონიშნული , მომავალი დიდი საფრთხეების შემცველი მონაკვეთები. ტვინში ყველა უბანი გარკვეულ შინაგან ორგანოს შეესაბამება. თუ რომელიმე უბანში ჰიპერინტენსიური სიგნალია, ამ ადგილის ქვემდებარე შინაგან ორგანოში დაზიანება მიდის .ამის მაგალითები ბევრჯერ მომიყვანია. ქალს შეიძლება ამ ეტაპზე ჩივილები ბევრი არ ჰქონდეს, მაგრამ,როცა ასეთი სიგნალი, ტვინის საშვილოსნოს მონაკვეთს შეესაბამება, ის თუ სწორად არ იმკურნალებს ,აუცილებლად დაკარგავს ამ ორგანოს.
არ არსებობს თიროიდული ანუ ფარისებრის შტორმი ანუ თირეოტოქსიკური კრიზი, ჰიპოფიზის ფონური და მწვავე უკმარისობის გარეშე. რაც უპირველესად ფარისებრის და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას გულისხმობს, ჰიპოფიზის უკმარისობის ფონზე. ამ კრიზის დროს ,შეიძლება, ადამიანის სიცოცხლე შეწყდეს. რადგან ,ვითარდება პარკუჭების და წინაგულების ფიბრილაცია , რაც მიიღება პულსის მაღალი ციფრებით . ეს გამოიხატება წნევის მატებით და პულსის დიდი სიჩარით. ეს ხშირად ხდება ჰიპერპარათირეოზის ფონზე . ამ შეტევით ის მაინც უნდა მიხვდე, რომ ამ პაციენტს ტოქსიკური ჩიყვი აქვს და ჰიპერპარათირეოზიც უნდა გამორიცხო, რომელიც ასჯერ ჩიყვია. ასეთი შტორმი ხდება არასწორი მკურნალობით ანუ წამლის გადაჭარბებით ან უმკურნალობით. აღწერილია მედიცინაში ასეთი შტორმების პროვოცირება ბროკოლის ჭარბი მიღებისას, როცა თირეოტოქსიკოზის ფონია. თიროიდული შტორმის დროს გული ჩერდება .ყველა დაავადებას შესაბამისი კვება სჭირდება. ფარისებრის დაავადებების დროს შესაბამის კვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.რასაც მომდევნო თავებში განვიხილავ.
ნევროზი, ფსიქოზი, შფოთვა, დეპრესია, ქცევითი აშლა, შიზოფრენია, ნერვული წნულების დარღვევები, დემენცია,სკლეროზი, ალცჰაიმერი, პარკისონი, კუნთური დამბლები, პარეზები, ტინიტუსი, ინსულტები და სხვა -ნევროლოგიური გენეზის დაავადებები უშუალოდ ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის პათოლოგიებია. გარდა ამისა,ნებისმიერი დაავადება ჰიპოფიზ -ჰიპოთალამუსიდან იმართება ნეიროტრანსმიტერების ბადით. თითოეული განცდა, ცუდი სიტყვა, დამცირება, შიგნიდან ბზარავს ჰიპოფიზს. ადამიანებს კლავს არა პრობლემები ,არამედ უკულტუროდ აღზრდილი , მენტალურად უმწიფარი პირებისგან ქმედებები და სიტყვები.
რა აზიანებს ჰიპოფიზს უკიდურეს მდგომარეობებამდე?—–თრომბი, ანემია, მისი სიმსივნე, ქრონიკული ანთებები და ინფექციები ; ამილოიდოზი ,რომელიც რომელიმე ორგანოში ქრონიკული ანთების ბოლო სტადიაა, როცა სწორი მკურნალობა არ მიდის .ამილოიდოზი არის ორგანოს სკლეროზი; სისხლდენები,აუტოიმუნური დაავადებები,სარკოიდოზი,სხივები და ქიმიოთერაპია , პლანი, ნარკოტიკი და სხვა.
სომატოტროპინი ანუ ზრდის ჰორმონი.
მას, თითქმის ,ყველა რეკომენდაციაში იმიტომ ვახასიათებ ,რომ ჯანმრთელობის ერთი მთავარი ღერძია .მისი მატების დროს უნდა გამოირიცხოს——1—-სიმსივნე გიგანტიზმით და აკრომეგალიით, 2—თირკმლის ქრონიკული უკმარისობა .თუ თირკმლის პრობლემები განმეორდა ,ზრდის ჰორმონი უნდა გაკონტროლდეს, რადგან მისი გადახრის გარეშე თირკმლები არ დაზიანდება. 3—პორფირია .იხ ჩემი სტატია- პორფირია.საერთოდ პორფირიის , თალასემიის და ჰიპერ და ჰიპოქრომული ანემიების გამოკვეთა რომ არ ხდება ხშირად, ამიტომ არის ამდენი სიმსივნე და ქრონიკული დაავადებები. თუ ამათი, რომელიმეს ფონი მიდის ,ვერცერთი დაავადება ვერ მორჩება. ფონური ,რთული ანემიების უგულვებელყოფა ერთ-ერთი კარდინალური, მასიური შეცდომაა ჩვენი მედიცინის. რომელიც გამოცდილ და ჭკვიან ექიმებს არ გამოეპარებად. სამეცნიერო ეჭვი უკვე სისხლის საერთო ანალიზის აკადემიური გარჩევიდან ჩანს. ადამიანები ეწამებიან ქრონიკული დაავადებებით და სიმსივნეებით. როცა ამ ტიპის ანემიები დროულად რომ გამოკვეთილიყო და ემკურნალად ——არ დამძიმდებოდნენ, არ გაუჩნდებოდათ სიმსივნეები .რადგან, ამ ტიპის ანემიები უპირობო ბაზისი არიან სიმსივნეების. ეს ანემიები არღვევენ მეთილაციის და სხვა მექანიზმებს. ადამიანის დაცვა კი რეალურად შეიძლება, ამ ტიპის ანემიების მართვით. პაციენტის შეფასებისას ამინომჟავების შემდეგ, ჩემი ყველაზე მეტი დრო ამ ტიპის ანემიების გამორიცხვაზე მეხარჯება. თითქმის, ტიტანური და სრულიად დაუფასებელი და ვერდანახული შრომაა, მაგრამ სიცოცხლისათვის შედეგიანი. 4–რაც მთავარია, სომატოტროპინის მატების დროს სიმსივნეები უნდა გამოირიცხოს.განსაკუთრებით პანკრეასის და ფილტვის სიმსივნეები .ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნეები —– პანკოსტის კიბო და მსგავსები, რომლებიც რუტინულ გადაღებებზე არ ჩანან და ადამიანების ნაადრევი სიკვდილის მთავარი მიზეზი არიან ხშირად.
თუ ფილტვში არ არის ვეზიკულური ხმიანობა ანუ მუსიკალური ხმიანობა, რაც მის სრულ ჯანმრთელობას ასახავს და ამ დროს სომატოტროპინი მომატებულია ——აუცილებლად ,ადამიანის სიცოცხლისთვის ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნეები უნდა გამოირიცხოს .
ასევე არსებობენ პანკრეასის მცირე სიმსივნეები, რომლებიც, თითქმის, უსიმპტომოდ მიდიან. ზოგი, მხოლოდ,პერიოდულად შაქრის ან წნევის დაცემით გამოხატება ან ქოლესტერინის ქრონიკული სიჭარბით ან ქრონიკული პროსტატიტით ან უფრო—- ზევით აღწერილი ჰოპოთალამუსის ვეგეტატიური კრიზით და სხვა. ამიტომ ,ამ უძლიერესი სასიცოცხლო პარამეტრის —ზრდის ჰორმონის მატების დროს აუცილებელია პანკრეასის ყველა, მცირე ,უსიმპტომო სიმსივნეების გამორიცხვა.
.6—– ზრდის ჰორმონის გადახრის დროს -ჰიპერჰიტუიტარზმი უნდა გამოირიცხოს. რაზეც აქცენტი იშვიათადაა და ეს არის სწორედ კონკრეტულ რგოლში მედიცინის კრახი. ჰიპერპიტუიტარიზმი ფონია და საწყისია ყველა აგრესიული სიმსივნის.
დაბალი სომატოტროპინი ყველა მეტაბოლურ პროცესს თრგუნავს და აზიანებს .ამ დროს ორგანოები სუსტდებიან და დეგრადირდებიან .დაბალი სომატოტროპინი ხშირად მიდის ფარისებრის და სხვა სიმსივნემდე. ზრდის ჰორმონის ნაკლებობის დროს—– ხშირად და არა ყოველთვის წელზე ცხიმის რაოდენობა მეტია,ენერგია დაბალია,წონა მეტი ან პირიქით,დეპრესიაა, ჩვილს ბავშვს პატარა პენისი აქვს, ჰიპოპიტუიტარიზმია, ადამიანი თანდათა სუსტდება და ქრება.
სომატოტროპინის მოშლის გარეშე დიაბეტი არ დაიწყება. მაღალი ზრდის ჰორმონის დროს პროცენტულად მეტია სიმისვნეები .თუმცა დაბლის დროს გარკვეული პროცენტია.
რატომ არ რეაგირებს ადამიანები სომატოტროპინის გადახრილი ანალიზის პასუხზე? იმიტომ ,რომ ხშირად არ ხდება მის სწორი ინტერპრეტაცია. ის ნორმაა ანუ მისი ჯანმრთელი ზღვრებია—6 ან 7 ან 8 ამ 9 .ზევით სიმისვნეებია. 2ს ქვევით უკიდურესი ფიზიოლოგიური დაკნინებაა. რახან ნორმა 10 მდე მითითებული, მინიმალურ მონაცემს ზოგი ნორმად თვლის. 2 ს ქვევით არის სამყაროზე სიცოცხლის მოჭიდების დროებითი ზღვრები. ბავშვი ძალიან დაბალი ადამიანი გაიზრდება, მუდამ ორგანული პრობლემებით და სიმსივნეების მუდმივი შანსებით , თუ ამ ანალიზის დაბალი მონაცემი უმკურნალოდ დარჩება.
გონადოტროპულები ——- FSH ანუ ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი და LH—— ანუ მალუთეინიზირებელი ჰორმონი.
Lh ის ანუ მალუთეინიზირებელი ჰორმონის დაქვეითების დროს ———როგორც სათესლეს ისე საკვერცხეს ფუნქციების მოშლაა .თუ LH და FSh ორივე დაქვეითებულია——ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსში დიდი პრობლემებია. ქალის მენსტრუაციის სიჯანსაღეს, რომლის გადახრას 30 მდე სიმსივნის მაპროვიცირებელი დაავადება ჩამოეკიდება——-მალუთეინიზირებელი ჰორმონი აკონტროლებს.ის ასევე მართავს კაცის მთავარ მამაკაცურ ჰორმონს—– ტესტოსტერონს.
ევროსტანდარტით რა დაავადებები უნდა გამორიცხო, როცა მალუთეინიზირებელი ჰორმონი მაღალია—–ტერნერის ურთულესი სინდრომი, ასევე კლაინფენტერის სინდრომი, საკვერცხის კიბო, საკვერცხის პოლიკისტოზი; ფიზიოლოგიურად სახედაკარგული საკვერცხე; სათესლეს და საკვერცხეს პირველადი განუვითარებლობა ანუ დაბადებიდან უმწიფარი სათესლეთ ან საკვერცხეთ როცა იბადებიან . უმწიფრობით დაბადებული ადამიანების სასქესო ორგანოები ადვილად იღებენ ბაქტერიებს და სოკოებს და შედეგად, ხშირად ექნებათ ქრონიკული, ძნელად მოსარჩენი ანთებები. მათ ადვილად ემართებად სიმსივნეები, თუ ამ უმწიფრობების სწორი მკურნალობა ვერ მოხდება.
რაც ყველაზე მეტად დასაკვირვებელია , მაგრამ ამ ქვეყანაში ასეთი შემთხვევების დასტური და მართვა ხშირად არ არის და ადამიანების ცხოვრება უბედურდება. მსგავსი გადახრები რამდენიმეა .ადამიანებს სახალხოდ დასცინიან თავად ტვინგანუვითარებელი უმეცრები .დაცინვა და ემპათიის ნაკლებობა ჩენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ტრენდია .მსოფლიო კვლევებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მენტალური რეტარდაცია აქვს. რაც უპირველესად, დაცინვაზე გამოიხატება.
მალუთეინიზებელი ჰორმონი თუ მომატებულია უნდა გამორიცხო—– ტესტიკულარული ფემინიზაცია. ეს გენეტიკური პათოლოგიაა, როცა მამრობითი ჩანასახი მამრობითი სქესის ჰორმონებს ფსიქოლოგიურად ვერ აღიქვამს. ადამიანი ამ დროს არის ქალის გარე სასქესო ანატომიური ნიშნებით. ხოლო, მამრობითი გონადები მოუმწიფებელი აქვს დარჩენილი. საერთოდ ბავშვი ორივე სქესით იბადება. შემდეგ ხდება დომინანტის მომწიფება.თანამედროვე მედიცინა თავიდანვე ყველაფერს ასწორებს, ქირურგიით და ჰორმონების დაბალანსებით. რეალობაში ეს პერსონა უმწიფარი კაცია ქალის ორგანოებით. მან შეიძლება რაღაც დროში მამაკაცობა მოინდომოს . მაგრამ ,თუ ქალობას მოინდომებს უფრო შეესაბამება ნორმებს. რადგან, ქალის გარე სასქესო ნიშნები აქვს.ჰორმონების დროული ჩასწორებით ყველაფერი ფიზიოლოგიურ სახეს იღებს. დამნაშავე ,პედიატრი და ნეონატოლოგია,ასეთი გადახრების დროზე დაუფიქსირებლობის გამო.
არის სხვა ტიპის გადახრები, მაგალითად, როცა გოგონას პათოლოგიურად გრძელი კლიტორი აქვს და ის კაცის სასქესო ორგანო ჰგონიათ . ზრდიან როგორც ბიჭს, მაგრამ , რაღაც დროში გოგონა ხვდება, რომ ქალია და იღებს რადიკალურ, მაგრამ რეალურად სწორ გადაწყვეტილებას და ხდება ქალი. სამწუხაროდ, ის ჩვენი საზოგადოების უემპათიო, უკულტურო ,განუვითარებელი ნაწილიდან, მასიური დაცინვის და ფსიქიკის ნგრევის მსხვერპლი ხდება.
ყველა ჰორმონის გადახრას თავისი ნიშნები აქვს, რაც ჩვილობაშიც მკვეთრად გამოხტება და ჩივილებით იკვეთება. ეს და მსგავსი სინდრომები ფართოდ მაქვს განხილული შესაბამის სტატიაში,რომელშიც ამ სისტემის სხვადასხვა გადახრებია.
რა უნდა გამორიცხო როცა მალუთეინიზებელი დაბალია——–ჰიპოთალამუსის დიდი პრობლემა, ჰიპოპიტუიტარიზმი, სტრესებისგან დაზიანებული ორგანიზმი და სხვა.
FSh———-ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი
რისთვის უნდა აიღოს კაცმა ამ ჰორმონის ანალიზი?——–ექიმი ადგენს სათესლეების პირველად უკმარისობას; იგებს თუა გენეტიკური მოშლა ანუ ქრომოსომული აბერაციები,ადგენს სათესლეს ფუნქციებს,ადგენს ხომ არ არის კლაინფელტერის სინდრომი ,რომელიც არც თუ ისე იშვიათია და სხვა.
რისთვის უნდა აიღოს ქალმა ამ ჰორმონის ანუ FSHის ანალიზი?——–იგებ თუ არის საკვერცხეს პირველადი უკმარისობა,არკვევ საკვერცხის სწორად მოქმედების დეფექტებს,იგებ პოლიკისტოზის მიზეზებს,არკვევ მენსტრუაციის დარღვევის მიზეზებს,უფრო ,მეტად არკვევ გაავებული კლიმაქსის მექანიზმებს;არკვევ საკვერცხის ნაადრევ უკმარისობას;იგებ საიდან მოდის ქალში მენოპაუზის დროს —–ოფლიანობა, ალები,წონის მეტობა,უენერგიობა. ქალის ფერტილურ ასაკში, ეს ანალიზი ეხმარება ექიმს უნაყოფობის დადგენაში.
FSh-ის მეტობა კაცებში ჰიპოგონადიზმია და ეს ურთულესი დაავადებაა მძიმე შედეგებით. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ხშირია ეს სინდრომი ახალგაზრდა მამაკაცებშიც.
FSH-ის მატება ქალებში——-საკვერცხის ფუნქციის დაკნინებაა ანუ მცნება——ქალური ფენომენის რეზერვის გაქრობაა.
სტანდარტული კვლევებით FSHით წინასწარ იგებ დინამიკაში კაცებში ფემინიზაციის გადახრებს ანუ როცა შანსია —კაცი ქალი რომ გახდება.
FSH ნორმაა ან დაქვეითებულია საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს.
FSH დაქვეითებულია—–ეს ნიშნავს ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დიდ პრობლემას.
FSH და LH ორივე თუ დაქვეითებულია—-ეს ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის უკმარისობაა.
FSH და Lh ორივე დიდი ხანია თუ დაქვეითებულია——მაშინ იქნება სათესლეს კიბო ან თირკმელზედა ჯირკვლის კიბო.
რაც მეტ ხანსაა დაქვეითებული FSH და LH , მით უფრო მეტად ქრება სპერმა. ჩამოთვლილები ყველა—–ევრო-ამერიკული სტანდარტის დადგენილი კრიტერიუმებია.
ჰიპოფიზის სიმსივნეები.
აქედან ბევრი არ იწვევს სწრაფად სიკვდილობას,მაგრამ ადამიანის ცხოვრება გაწამებულია დისკომფორტებით .მედიცინას ბევრი შემთხვევა აქვს აღწერილი, ადამიანი სხვადასხვა პროფილის ექიმთან ბევრჯერ იღებს დანიშნულებებს , მაგრამ ვერ რჩება. რადგან, ის გლობალურად არავინ განიხილა. დღეს უცოდინარობის გამო ინდიფერენტული განხილვა, ზოგან იშვიათობას არ წარმოადგენს .სტანდარტული პასუხია -ეს არაფერია, ეგ მეც კი მჭირს და გაიმეორე ანალიზები 6 თვის ან წლის შემდეგ. არ ხდება არსებული ანალიზების აკადემიური გაშიფვრა.ასე გადაგვარდება ორგანოები და სიმსივნე მწვავე ფაზაში შედის. ამას მოყვება ოპერაციულად ორგანული დანაკარგები და სიცოცხლის შემცირებული წლები .როცა თავიდანვე ყველაფრის ნორმაში ჩაყენება და დიდხანს სიცოცხლე შეიძლებოდა .ეს ხდება მაშინ, როცა დაავადებები მხოლოდ ლოკალურად განიხილება და სათავო პრობლემების ძებნა არ ხდება .ადამიანს აქვს—- უღონობა, ადვილად დაღლა ,ბეწვიანობა, თავის ტკივილები, წნევა, პულსის აჩქარება;კანის პიგმენტაცია, სხეულზე გამუქებული ადგილები; ხერხემლის ტკივილები, კუნთის სისუსტე და მსგავსები . მაგრამ შეიძლება ,ზოგან , სადაც არ ზის მაღალი დონის სპეციალისტი ——უთხრან, კეროვანი მონაცემი არაა და ეს ყველაფერი—– არაფერია. ასე ხდება მკურნალობის დაგვიანება და შედეგად —–ორგანოების გადაგვარება, სიმსივნეების შექმნა ან გამძაფრება.
1—-ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის—-აკატეჰეს გამომყოფი სიმსივნეები, კუშინგი. ——-ყურადღებით მონიშნეთ თქვენი სიმპტომები ,რომ თქვენთვის სასიცოცხლო , გამოცდილ , გულიან ექიმებთან ზუსტად მოხვდეთ .რადგან, ბევრი დაავადება ერთმანეთს ჰგავს. კუშინგის სინდრომი და კუშინგის დაავადება სხვადასხვა ნოზოლოგიებია. ისინი, კლასიკური, ზუსტად გამოყოფილი ჩივილებით არ მიდიან .რადგან, ამ დროს კიდევ სხვა ჰორმონის პრობლემა თან ერთვის და სიმპტომატიკას ძალიან გამოცდილი ექიმი თუ დაადიფერენცირებს .ამიტომ, ატიპური ფორმები ხშირად გამოუცნობია, მითუმეტეს თუ დამწყებ ექიმთან მოხვდით. ექიმი, მედიცინის ფილოსოფოსიც რომ იყოს, ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ მედიცინაში შედეგებს წყვეტს—- მინიმუმ ასჯერ ნანახი თითო დაავადებისგან შეწოვილი პრაქტიკა .მსოფლიო მედიცინის ყველაზე პრესტიჟული —ევროპელი , ამერიკელი და სხვა ქვეყნების ექსპერტები, ექიმთა შორის ყველაზე ძლიერ მკურნალებს ექიმებად კი არ მოიხსენიებენ, არამედ ——მედიცინის პრაქტიკოსებად.
ატიპური ფორმები სტატისტიკურად მეტად ხშირია და მათი ვერგამოცნობა არის უმოკლესი გზა სიმსივნეებამდე. აკატეჰეს გამომყოფი სიმსივნეების დროს——ადამიანი ან მსუქანი ან ძალიან გამხდარია,მსუქანს ცხიმი მუცელზე და ზურგზე აქვს ,წნევა მაღალი,შაკიკია ან დილის თავის ტკივილები ,კუნთების სისუსტე , დეპრესია ,კანზე ადვილად ჩალურჯებები. თუ ამ ჯგუფის კიბო ზემწოლია სისხლძარღვებზე——-წონა დიდია ან პირიქით, ხშირი შარდვაა, ლიბიდო დაცემულია, უენერგიობაა, ჰორმონები დაქვეითებულია, გული ზიანდება .როცა შაკიკით დაავადებულს სინჯავ ან ხშირი თავის ტკივილებია ,მაშინვე პარალელის გავლება უნდა დაიწყო ამ ტიპის სიმსივნესთან.
კუშინგის სინდრომი
ყველაა ასაკშია. პედიატრიულ ასაკშიც. გამოკვეთილია ტანის და კისრის სიმსუქნე, სახეზე ჭარბია ცხიმი და სახეს სავსე მთვარისებური ფორმა აქვს. ახასათებს—-კანის პიგმენტაცია, თმიანობა აკნე,ოსტეოპორიზი , ხან დიაბეტი, თირკმლის კენჭისკენ მიდრეკილება,მენსტრუაცია არასტაბილური,შფოთვა; ზედმეტად გათხელებული და განაზებული კანი;ჭრილობის ადრე შეხორცების შეუძლებლობა;ზრდასრულებში მხრებს შორის ცხიმოვანი კუზი.ხშირად კითხულობენ ქალები, რომლებმაც არ იციან რომ კუშინგის სინდრომი აქვთ—რატომ მოვიხარე? დედაჩემი და მამაჩემი მოხრილი არ არიან .კაცებში——ლიბიდოს, ერექციის და პოტენციის კარგვაა. ასევე-ორივე სქესში –კუნთოვანი სისუსტე, აგზნება ან დეპრესია,წნევის მატება, დიაბეტის რისკი ,თავის ტკივილი, ოსტეოპოროზი. კუშინგის სინდრომის დროს კორტიზოლი აუცილებლად მაღალია, პერიოდულად მაინც. მაგრამ, კორტიზოლის ყველა მატება კუშინგის სინდრომი არ არის. ამ სინდრომის დამახასიათებელი ნიშაა——-ინსულტი თუნდაც ასაკში. კუშინგის სინდრომის მკვეთრი ნიშანია საკვერცხეების პოლიკისტოზი .ქალს საკვერცხის დაკარგვის შანსები ეზრდება, თუ პოლიკისტოზის დროს ექიმი კუშინგის სინდრომს არ გამორიცხავს . მაგრამ , თუ ამ დროს კორტიზოლი მაღალი არ არის, თუნდაც რომელიმე დროში,მაშინ საკვერცხეების პოლიკისტოზი იზოლირებულია და არ არის ამ სინდრომის ფონზე. კუშინგის სინდრომს თუ დაადასტურებ, შემდეგ მორიგი რუტინული ამოცანები გადაგეშლება, რომელთა კვლევა სასიცოცხლოა. აქედან უნდა არკვიო —–თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეა თუ ჰიპოფიზის ან იქნებ სხვა სინდრომია. პაციენტებმა საერთოდ არ იციან ,ექიმებს რამდენი ტანჯვა და სასიცოცხლო დროის კარგვა აქვთ სწორ დანიშნულებამდე. კუშინგის სინდრომის ვერგამოცნობის გამო ,არის ბევრი შემთხვევა საკვერცხეს ოპერაციული დაკარგვის ,როცა ჰორმონების დალაგებით , მინერალების ბალანსით და ინფექციების გაქრობით საკვერცხეს ჯანმრთელობა რეალურად აღდგებოდა.
თუ ამ კვლევების დროს ნახავ ,რომ პაციენტს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი დაქვითებული აქვს ,მაშინ ადრენოკორტიკოტროპული ჯირკვლის გამომყოფი სიმსივნეები ——–მას არა აქვს. მაგრამ ეს ——თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეა. ექიმებს ხშირად ისე გამოგვყავს ამ სიმსივნიდან ჰორმონების დალაგებით,არც კი ვეუბნებით პაციენტს რომ ეს სიმსივნე აქვს. მეტად დეპრესიული რომ არ გახდეს .რადგან,ამ დროს სხვა დიდი პრობლემებიც ბევრი აქვს —- აკნე, დერმატიტები, თავის ტკივილები, უენერგიობა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა .
განმეორებადი დერმატიტების დროს——- ნუ შეაბერდებით ალერგოლოგს. ამ დროს თირკმელზედა ჯირკვალი გამოიკვლიეთ და მისი კეთილი ან ავი სიმსივნეები გამორიცხეთ . ქრონიკულ დერმატიტს, ჭინჭრის ციებას და ასეთებს ყოველთვის მასტოციტური და ციტოკინური მექანიზმი აქვს, მაგრამ ეს დაავადებები არ არსებობენ——თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის და მისი ჰორმონების მოშლის გარეშე. შესაბამისად ჰიპოფიზის დაზიანების გარეშე.
დავაკონკრეტებ ——ტუ აკატეჰე ანუ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი მაღალია——-ან ჰიპოფიზის სიმსივნეა ან ექტოპიური .სიზუსტეს ემერტე იძლევა.
მეტი აკატეჰე——თირკმელზედა ჯირკვლებს ააგზნებს, რომ მეტი კორტიზოლი შექმნან. კორტიზოლის სიმაღლიდან კი ,ყველა სიმსივნე ან სიმსივნესთან ახლოს მყოფი, დიდი პრობლემები აუცილებლად გადაიშლება.
ზოგს სიმსივნე არა აქვს დამოკიდებული აკატეჰეზე. მაშინ, ეს არის თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი დავადება. ანუ ეს არის სწორედ კუშინგის სინდრომი.
კუშინფის სინდრომი და ჭარბი კორტიზოლი ერთად, არ ექვემდებარება აკატეჰეს სიჭარბეს. თუ ამ დეტალებს ექიმი გამოკვეთავს ის ყოველთვის შეაჩერებს სიმსივნეებს.
როცა კუშინგის სინდრომი და ჭარბი კორტიზოლი არ ეყრდნობა აკატეჰეს სიჭარბეს, ამ დროს ექიმი აკვირდება და ნახავს, რომ კორტიზოლი—- ხან მაღალია ხან დაბალი და ხან ნორმაა. ეს ხშირად არის დაბნეულობის მიზეზი. მაგრამ ეს სრულად ესიტყვება არსებულ მექანიზმს. ჯამში ეს არის თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ანუ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სიმსივნე —–ადენომა. საერთოდ, კეთილს ვერ ვიტყოდი და მოკეთილო სიმსივნეები თირკმელზედა ჯირკვალში იწვევენ კუშინგის სინდრომს. ვერც კი წარმოიდგენთ იმდენი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდები თირკმელზედას ქერქის ადენომით ეწამებიან და აქვთ სხვადასხვა გამოხატულებები. მაგალითად ——-ქრონიკული დერმატიტები, ჭინჭრის ციებები, თავის ტვივილები, პერიოდული შეშუპებები, შაკიკი, სოკო, მენსტრუაციის არასტაბილურობა, აკნე, დიზბაქტერიოზი, სისუსტე და სხვა. დაუსრულებლად მკურნალობენ დერმატიტებზე და სიცოცხლის შეზღუდვა ხდება , სათავო მიზეზის ვერპოვნის გამო. ხშირია ერთდროულად ——ჰიპოფიზის ადენომა და თირკმელზედა ჯირკვლის ადენომა.
აკატეჰეს შემქმნელი სიმსივნე ისეთ ორგანოშიც კი ვითარდება, რომელიც ჰორმონებს არ ქმნის. ეს სიმსივნეც იწვევს კუშინგის სინდრომს. ასეთი სიმსივნე ხშირად არის——–ფარისებრში, თიმუსში, პანკრეასში, ფილტვებში .
მედიცინას აქვს აღწერილი შემთხვევები ფარისებრის ნაჩქარევი ამოკვეთის, როცა ჰორმონების გასწორებით მისი დაბალანსება შეიძლებოდა. ამ სტატიის ყველა მტკიცება შეესაბამება ევრო-ამერიკულ სტანდარტებს. ამის უცოდინარობის გამო დაბნეულობა ან არასწორი გადაწყვეტა ხალხს სიმსივნის კარებს უღებს. ამიტომ, გამოცდილი ექიმები მოძებნეთ, რომლებიც ნატურალური გზით, ორგანული წამლებით ჰორმონებს არეგულირებენ. მსოფლიო მედიცინა უკვე ღიად ამბობს, რომ ხელოვნურ ჰორმონებს ადამიანები სიმსივნეებისკენ მიყავთ.
კუშინგის სინდრომი უნდა გამოვიცნოთ, რომ ადამიანი გადავარჩინოთ ფილტვის ფარული სიმსივნეებისგან. სტატისტიკურად, ფილტვის ფარული სიმსივნეებისგან სიკვდილობა ძალიან გახშირდა. კუშინგის სინდრომის ხშირი გართულებაა ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო ,რომელიც გადაღებაზე არ ჩანს და პანკრეასის ჩუმი კიბოები.
როგორც ვთქვი,კუშინგის სინდრომს ხან იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები. მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის ადენომა,როცა კორტიზოლი ძალიან მაღალია, თუნდაც პერიოდულად. კუშინგის სინდრომს იწვევს ასევე რევმატიული ართრიტი, ასთმა ,ქიმიური წამლები. კუშინგებს და სხვა ჰორმონულ დეტალებს კიდევ უფრო გაიაზრებთ მომდევნო თავში–პიტუიტარიზმის თემაში .როგორც კარგად ცნობილია, სრულად ეს ყველა ექიმმაც არ იცის. მაგრამ, გონიერი ადამიანები აუცილებლად ამოიცნობენ პრობლემის არსს.
ადრენოკრტოკოტროპულ ჰორმონს ანუ აკატეჰეს ბოლომდე ვერ გაიაზრებ ,თუ უმოკლესად არ ვიტყვი ——-ჰიპერკორტიციზმზე.
ჰიპერკორტიციზმი.
ეს არის კორტიკოსტეროიდების ჭარბი მატება .ეს არის სიმსივნეების 90 პროცენტის მთავარი მიზეზი. კორტიკოსტეროდებს მიეკუთვნება——-კორტიზოლი, კორტიზონი, ალდოსტერინი და სხვები. რომლებიც სტატიებში და რეკომენდაციებში პედანტურად და ხშირად მაქვს აღწერილი.ჰიპერკორტიციზმზე რომ საუბრობ, ეს იგივე ——-ჰიპოფიზის ფარული და ღია სიმსივნეების აღწერაა.
ყველა ენდოკრინულ—ჰორმონულ დაავადებას მსგავსი ზოგადი მიზეზ-ფაქტორები აქვს 1——-ჰორმონების მატება ან შემცირება 2—დეფექტური ჰორმონების შექმნა. შეიძლება ექიმს სწორი გზით ჩამოყავდეს აწეული ჰორმონი, იგულისხმება ბუნებრივი, ნატურალური გზა, მაგრამ ,თუ ჰორმონს დეფექტი აქვს ჯერ ამას უნდა გამოსწორება. ჰიპოფიზი უნდა გაჯანსაღდეს, რომ მან დეფექტური ჰორმონები არ შექმნას.3—–ჰორმონების მეტაბოლიზმი და გამოყოფის დარღვევა.რომელიც უნდა აღდგეს დარღვეული მეტაბოლიზმის სრული განხილვით და ფიზიოლოგია ბიოქიმიის გამოსწორებით.4—-ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირად არ ხდება ამის გათვალისწინება და დაავადება ჯიუტდება, რადგან რეზისტენტობა ჰორმონებისადმი დარღვეულია.ეს არის ყველაზე იუველირული დარღვევა , რომლის ასე დატოვება უშედეგოს ხდის მკურნალობას.
ყველაზე გამოკვეთილი სიმპტომები, რითაც აუცილებლად მიხვდები ,რომ ენდოკრინული დაავადებაა და შესაბამისად, ჰორმონებია გადახრილი , ესაა——–მომატებული შარდი, დიაბეტი, წყურვილი; მესხიერების, სიზუსტის და მკვეთრი მოქმედებების დაქვეითება ;გონების გაფანტვა, რაც უფრო ჰიპოთირეოზის ნიშანია; წონაში მატება ან კლება,პულსის სიჩქარე,ოფლიანობა; ნაწლავთა აშლილობა, რაც უფრო, ტოქსიკურ ჩიყვს ახასიაითებს;წნევის ცვლილებები, ემოციურობა, კუნთების სისუსტე ან პერიოდული ტკივილი,;დამბლა რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მწვავე გამოხატულებაა; ხერხემლის ტკივილი,პოტენციის დავარდნა და სხვა .დიდი მუცელი კლასიკური სინდრომია რამდენიმე ჰორმონის დაზიანების.
მაღალი -წნევა თავის ტკივილით ხშირად თუ არის, უნდა გამორიცხოთ—სიმსივნე —–ფეოქრომოციტომა ან ჰიპერკორტიციზმი.
ჰიპერკორტიციზმის უშუალო გამოხატულებაა——კაცებში ლიბიდოს, ერეციის, და პოტენციის დაცემა ;ქალებში მენსტრუციის პრობლემები; თავის, ხერხემლის, წელის ,ზურგის კუნთის ტკივილები;უენერგიობა, ადვილად დაღლა, დიაბეტი ან მისი რისკი, ოსტეოპოროზი;კუნთების განლევა ,თუნდაც სიმსუქნის ფონზე; სიმსუქნე, წნევის მატებ ა და სხვა.
ხერხემლის, ზურგის და წელის ტკივილების დროს, რომელთა ფონი 90 პროცენტში ჰიპერკორტიციზმია, ადამიანები მასიურად მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით . უხშირესად ექიმის გარეშეც, იმდენად შაბლონი გახდა ეს მცდარი მიდგომა. ეს აძლიერებს ჰიპერკორტიციზმს და სიმსივნეების შანსებს.
თუ ჰიპერკორტიციზმის დროს აკატეჰე მაღალია–მაშინ უმრავლეს შემთხვევაში ან ბოლოს რეალურად—— თირკმელზედა ჯირკვლის ორმხრივი ჰიპერპლაზიაა. ამ დროს თირკმელზედა ჯირკვალი მძიმე დღეშია .ეს არის კუშინგის დაავადება. ეს დაავადება კუშინგის სინდრომზე ბევრად მეტად მძიმე მდგომარეობაა . კუშინგის დაავადების მიზეზი ჰიპოფიზის ადენომაა. ბევრს აქვს ჰიპოფიზის ადენომის დიაგნოზი რაც ემერტეზე და ჩივილებითაც გამოიცნობა, მაგრამ არ იციან თუ კუშინგის დაავადება აქვთ. ჰიპოფიზის ადენომა უფრო ქალების ტანჯვის მიზეზია ვიდრე კაცების.
ეს მდგომარეობები ბევრ ადამიანს აქვს და არ არიან გარკვეული რა სჭირთ. როგორც მიხვდით, ხშირად და არა ყოველთვის აკატეჰეს მატებაა. რაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიას იწვევს. ეს კი კუშინგის დაავადებაა .მისი მიზეზი ჰიპოფიზის ადენომაა .სწორი ორგანული მკურნალობით —ჰიპოფიზის ადენომა არ მიდის კუშინგის დაავადებამდე. თავის პერიოდული ტკივლების და შაკიკის დროს ეს დაავადებები უნდა გამორიცხოთ. ჰიპოფიზი არასწორ მიდგომებს ან მკურნალობის უგულვებელყოფას არ პატიობს. ის სიცოცხლეს გაწვდის და გამაგრებს ამ სამყაროში. ჰიპოფიზის არასწორი ან ხელოვნური წამლებით მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფა სიმსივნეების გასაღებია. ჰიპოფიზის ადენომა კუშინგის დაავადებას უკავშირდება .საჭირო არ არის სიმპტომების ყველა ჩამონათვალი. კუშინგის დაავადების დროს აკატეჰე ბევრი გამოიყოფა, რის ფონზე კორტიზოლის ძლიერი სიჭარბეა.
კორტიზოლს ქმნის და აკონტროლებს კორტიკოტროპინი ანუ აკატეჰე.
სიმსივნეები რომლის დროსაც აკატეჰე მაღალია, ეს არის——ფარისებრის მედულარული კარცინომა, ფილტვის , პანკრეასის სიმისვნეები, თიმომა და სხვები.
კორტიზოლის მატება ან ნაკლებობა ფიზიოლოგიური ბომბია ჰიპოფიზისთვის და ამატებს ან აკლებს აკატეჰეს გამოყოფას. .კორტიზოლი ბატონობს დიაბეტზე ,ცხიმოვან შრეზე ანუ სიმსუქნეზე,ინფექციებზე და სხვა .კორტიზოლის პრობლემა იგივე აკატეჰეს და ჰიპოფიზის პრობლემაა.
ჰიპერკორტიციზმს და ამ ქვეყანაში სიმსივნეების სიჭარბეს ხელი შეუწყო მშობლების და ზოგი ექიმის მიერ დექსამეტაზონის ხელაღებით, ხშირად გამოყენებამ ,განსაკუთრებით პედიატრიაში .დექსამეტაზონი გლუკოკორტიკოსტეროიდია, სინთეზურად მიღებული. გლუკოკორტიკოსტეროიდები ჰორმონებია . მათ ქმნის თირკმელზედა ჯირკვალი .
ჰიპოფიზის სხვა სიმსივნეები
მისი პირველი ნუმერაცია განვიხილე .ეს იყო ადრენოკრტიკოტროპული ჰორმონის გამომყოფი სიმსივნეები .
2——ზრდის ჰორმონის ჭარბად გამომყოფი სიმსივნეები, მოკლედ დავახასიათე სომატოტროპინში . ამ ჯგუფის სიმსივნეების მეტად გამოკვეთილი ნიშანია —–ოფლიანობა, ხელის მტევნის და ტერფის შესიება, შაქრის მომატება, კბილების არასწორი დგომა, თმიანობა , მოზარდების ძალიან სწრაფი ზრდა,სახსრების დაავადება, გულის დაავადება. ამ სიმსივნის დროს სახის ნაკვთები ადვილად ბერდება.
3——პროლაქტინის გამომყოფი სიმსივნეები .ამ ჯგუფის სიმსივნეების გამოკვეთილი ნიშნებია—-ლიბიდოს და პოტენციის დაცემა,სპერმის შემცირება, მკერდის ზომის ზრდა კაცებში .ქალებში—არარეგულარული ,მოკლე მენსტრუაცია , პროლაქტინომა და სხვა . ჰიპერპროლაქტინემიის დროს ჰიპოფიზი ზედმეტ პროლაქტინს ქმნის. პროლაქტინომა ჰიპოფიზის სიმსივნეა . ჩივილებია—-რძის გადმოსვლა ძუძუდან; ამინომჟავური პეპტიდების შემცირების გამო გამო კუნთის გათხელება; თმის გათხელება, სექსუალური უინტერესობა ორივე სქესში;კაცებში ჰიპოგონადიზმი ანუ სათესლეში კაცის სასქესო ჰორმონის დაცემა .რასაც ბევრი ჩივილები და პრობლემები მოყვება; უშვილობა. თუ პროლაქტინომა მასიურია და ზეწოლას ახდენს მხედველობის ნერვზე,ძლიერი თავის ტკივილია და მხედველობა ქვეითდება; კაცებს ტესტოსტერონი უქვეითდებათ ,ქალებს ესტროგენები.ამ სტატიაში ჩამოთვლილ სიმსივნეებში, ფონად ყოველთვის ფარისებრის დიდი პრობლემაა.
4—-ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის ანუ TSH ის ჭარბად გამომყოფი სიმსივნეები—–პულსის სიჩქარე,აგზნებადობა,სიცხის შეგრძნება,ხან ასთმა ,რომლის ფონი ეს სიმსივნეა;ნაწლავის აშლილობა ,თუნდაც პერიოდული;წონის კლება,ოფლიანობა შემაწუხებელია. ყურადღებით იყავით, სტატისტიკურად ძალიან გავრცელებული სიმსივნეა. ყველაფრის გამოსწორება და შეჩერება შეიძლება ,სანამ ყველა ბიოქიმიური პროცესი არ დაზიანდება .ადამიანი დიდხანს უძლებს. მედიცინა აღიარებს—– ამ სიმსივნის დროს ადამიანი მკურნალობს –ხან კარდეოლოგთან, ხან ასთმაზე, ხან ნევროზზე ,ხან სეროტონინის სინდრომზე , ხან ენდოკრინოლოგთან და სხვა .ამ დროს კიბო—– ჰიპოფიზშია და ჰიპოფიზის კიბო ქმნის ზედმეტად ჭარბ—– ფარისებრის მასტიმულირებელ ჰორმონს ანუ TSH ს. ამ დროს ჰიპერთიროიდიზმია ანუ იოდის სიჭარბეა, თუნდაც პერიოდებში. მეტაბოლიზმი აჩქარებულია.ამ სიმსივნის დროს აღწერილია ფარისებრის შეცდმით ამოკვეთის შემთხვევები. მთავარი პრობლემა ამ დროს ჰიპოფიზშია .ბევრ შემთხვევაში, ჰიპოფიზის მკურნალობით ფარისებრი გადარჩა ამოკვეთას .
ანუ TSH რომ სტაბილურად მაღალია ან თუნდაც, პერიოდულად და ქრონიკულად————— ჰიპოფიზს უნდა უმკურნალო, რომ ადამიანმა იცოცხლოს. საერთოდაც,TSH ის ყველა გადახრის უკან ჰიპოფიზია, რადგან ის ჰიპოფიზში იქმნება.
ჰიპოფიზის სიმსივნეები, უფრო ხშირად, ახდენენ ჰორმონების მატებას. მაგრამ, თუ სიმსივნე დიდია , მაშინ ჰორმონები ქვეითდება .ამ დროს არის—— წონის მატება,პოტენციის დაქვეითება,მენსტრუაციის არევა,შარდის მატება, გულის პრობლემები, უენერგიობა, გულისრევა. ანუ ჰიპოფიზის მსხვილი კიბოები იწვევენს ჰორმონების დეფიციტს. როგორც ხედავთ, ჰიპოფიზის კიბოების დროს არის როგორც ჰორმონების მატება ისე კლება. ეს აბნევს ბევრს. ამიტომ საკითხი რთულია და ექიმი ძალიან გამოცდილი უნდა იყოს. პაციენტმა კი დროზე მიმართოს.
ადამიანი მიუხედავად ოპერაციული ჩარევისა გულზე,რაღაც დროში გულის პრობლემის გამო მაინც რომ გარდაიცვლება,მისი მკურნალობა ჩაკონცენტრირებული იყო ,მხოლოდ, გულში და ხშირად ქიმიური წამლებით. ძირითადად ,წნევის დამარეგულირებლებით და სისხლის ეწ გამათხიერებლებით.რაც მექანიზმის დეტალებზე არ არის გათვლილი და სიცოცხლის რკინის მარწუხით ძალით მართვას ჰგავს. არ იყო სათავეში გარკვეული, რამ გამოიწვია გულის ქსოვილის ასეთი დაზიანება. ნებისმიერი ორგანოს რთული დაზიანება არასოდეს არ ხდება ჰორმონული გადახრების გარეშე. ასეთივე სურათია სხვა ორგანოების დაზიანების დროს .თირკმლები დიალიზამდე ჰორმონების გადახრის გამო მიდიან და ასე შემდეგ .აღარ არის საუბარი პანკრეასის და მისი უშუალო ქვემდებარე ორგანოების დაავადებებზე და სიმსივნეებზე. პანკრეასი ჰორმონების შექმნის მძლავრი ცენტრია და კუჭ-ნაწლავის და ღვიძლ— სანაღვლეს სრული მაკონტროლებელია თავისი ჰორმონებით და ფერმენტებით.
ჰიპოფიზის სიმსივნეები,უფრო მეტად, ჰორმონების გადახრებით გამოიხატებიან. ბევრს ჰგონია—– როცა რადიოლოგი ტვინის ემერეტეს დასკვნაში წერს ,რომ კეროვანი პათოლოგია არ არის, ესე იგი სიმსივნეც არ არის. ამ დროს რეალობაში, მსხვილი სიმსივნე არ არის. საშუალო რანგის სიმსივნეები ხშირად ღიად არ ჩნდებიან. ამიტომ ისინი ჰორმონების გადახრით უნდა დაადასტურო. დაყოფა ხდება მსხვილ და საშუალო სიმსივნეებად .ტვინის ემერტეს დასკვნის თითოეული მონაკვეთის დეტალურად გადევნება და გამოსწორებისთვის ზრუნვა ,ადამიანის სიცოცხლის ყველაზე რეალური დაცვაა. როგორ შეიძლება -ცუდი შედეგი -არ არისო იფიქრო ,როცა ყველა მონაკვეთში სტრუქტურული გადახრებია და ჰიპერინსტენსიური სიგნალები . ამ სიგნალებით სამყარო გაფრთხილებს, რომ დიდი პრობლემებია და სიცოცხლე იწურება. ხან ასეთი მონაცემები ჰიპოფიზის არაპირდაპირ სიმსივნეზე მიუთითებენ. ხოლო, ჰიპოფიზის პირდაპირი სიმსივნეები უფრო მეტად ასეთი ჩივილებითაა—–თავის ტკივილები, მხედველობის თანდათან დაქვეითება,გულის რევა, ჰორმონების დაქვეითება,მენსტრუალური ჩავარდნები,უენერგიობა,თმის ცვენა,პოტენციის დავარდნა,ხშირი შარდვა,წონის მატება ან კლება და სხვა.\
პოსტკასტრაციული სინდრომი
ზოგ ქალს ჰგონია ,რომ ამოკვეთეს ოპერაციულად საშვილოსნო და საკვერცხე და დამთავრდა ყველაფერი. თავისუფალია პრობლემებისგან და აღარაფერი ესაჭიროება. ეს არის სიცოცხლის შემზღუდველი გადაწყვეტილება. მედიცინაში ადამიანის სიცოცხლე, ორგანოების ფუნქციონირებით გამოიხატება. აღარ აქვს ორგანო და ჯანმრთელი როგორ არის. სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ბრძოლა აქედან იწყება. ჰიპოფიზი ზურგშექცეულია ასეთი ადამიანისგან. ეს ადამიანი იმდენად მეტ ხანს იცოცხლებს, რამდენად ის და თავისი ექიმი ჰიპოფიზის შემორიგებას და აღდგენას მოახერხებენ. ნაოპერაციები ქალები სტაბილურად დადიან სხვა ქვეყნებში, მხოლოდ რადიოლოგიურად იმოწმებენ და ეს ჰგონიათ სიცოცხლის შემანარჩუნებელი ქმედება, უკიდურესად გაღატაკებული ფიზიოლოგიური სტატუსის ფონზე. ორგანიზმს კი ახლა სჭირდება სასიცოცხლო ნივთიერებებით დამუხტვა და მართვა. ბევრი მაგალითი იცით, გაიკეთა ეს ოპერაცია და მაინც ადრე გარდაიცვალა. პოსტკასტრაციული სინდრომი არის——- საშვილოსნოს და საკვერცხეს ამოკვეთა. ყველას მოეხსენება, თუ ორგანო ბოლომდე გადაგვარებული არ არის და სიმსივნის ელემენტებს არ შეიცავს თავისი შეუქცევადი პროცესებით—- მას არ ამოკვეთენ. სამწუხარო ის არის, რომ დაზიანება თავიდანვე რომ გამოცნობილიყო და ჰორმონები დალაგებულიყო ,პროცესები აქამდე არ მივიდოდა .საშვილოსნოს და საკვერცხეს ამოღების შემდეგ , ასეთ ქალებში ჰორმონების შექმნა,რომელიც ისედაც დიდი გადახრებით მიდიოდა ——-სულ ჩერდება. რადგან, ამ სინდრომის დროს ქალებს ჰიპოფიზის კლასიკური —-ჰიპო ან ჰიპერპიტუიტარიზმი აქვთ. რომლებსაც მომდევნო თავებში განვიხილავ . ზუსტად პიტუიტარიზმის რთული ფენომენის უცოდინარობის და ვერმართვის გამო სიცოცხლე ძალიან ნაადრევად სრულდება.მათ სიცოცხლეს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება ამ უკიდურესად ურთულესი პათოლოგიის გამო. ასეთ ქალებს ფიზიოლოგიის გაჯანსაღებისთვის და დიდხანს სიცოცხლისთვის ძალიან გამოცდილი ექიმები ესაჭიროებათ. ასევე, ამ დროს მიმდინარეობს ესტროგენების შექმნის დაბლოკვა. ზოგს ჰგონია ,რომ მაღალი ესტროგენები, რომლებიც აზიანებდა, ოპერაციის შემდეგ დალაგდა, რადგან, მომატებული აღარ არის. ეს იმიტომ, რომ ამ სინდრომის დროს, ესტროგენების წარმოება ან სწორი შექმნა ვეღარ ხდება. ეს აზიანებს ნეიროტრანსმიტერების გამოყოფას , რომლებიც სიცოცხლეს და ორგანოების ურთიერთკონტაქტს მართავენ და მეტაბოლიზმს ამუშავებენ .განსაკუთრებით, მეტად ის ნეიროტრანსმიტერები ზიანდებიან, რომლებიც მართავენ—–გულს, სისხლძარღვებს, ენერგიას, ტემტერატურას, ემოციებს,ფსიქიკას, ტვინს, ღვიძლს, ნაწლავებს. კურირებენ თრომბის არწარმოქმნას. ძვალ -სახსარი იშლება-ოსტეოპოროზია .მხოლოდ, ჰიპოფიზის მკაცრი აკადემიური კონტროლით ექნება, ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლე ასეთ ადამიანებს. ჰიპოფიზის კონტროლის გარეშე ჰორმონებთან დაკავშირებული ყველა მიდგომა ბრმა და ჩამორჩენილია. გაგრძელება მომდევნო თავებში
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights