აცრის შემთხვევაში 200 ლარს 50 წელს ზემოთ ადამიანებიც მიიღებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა გაგრძელდება და იანვარში, აცრის შემთხვევაში 200 ლარს 50 წელს ზემოთ ადამიანებიც მიიღებენ.

“იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე. ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა ადამიანი ვინც აიცრება 50 წელზე ზემოთ, მიეცეს 200 ლარიანი წახალისება. იანვრისთვის გაგრძელდა ეს ღონისძიება ჯერჯერობით, შემდეგ ვნახოთ”,- თქვა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ.

მანამდე, აცრის შემთხვევაში, 200 ლარიან დახმარებას მხოლოდ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები იღებდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share