საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 064-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 740 ადამიანი, 42 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 212526-ს შეადგენს. აქედან 188408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2182 გარდაიცვალა.