”იმისათვის , რომ ოზურგეთის მერიის საქმიანობა ოპტიმალური იყოს და პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს, მერიას ამისთვის მინიმუმ კიდევ ერთი წელი დასჭირდება” – ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ამ წუთებში მიმდინარე ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ბიუჯეტში ვერ განხორციელდა ის აუცილებელი რეფორმები, რაც ოზურგეთის მერიას მოიყვანდა თანამედროვე სტანდარტებში. განსაკუთებით ეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე აისახება-თქვა ავთანდილ თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამის გამო, მიმდინარე წელი მთლიანად დაეთმობა ამ ხარვეზების აღმოფხვრას. მომავალი წლიდან კი ოზურგეთის მერია თანამედროვე სტანდარტებით შეუდგება საქმიანობას.
თალაკვაძის განცხადებით, ამ დღეებში ისინი ელოდებიან სახელმწიფო აუდიტის დასკვნას , რომელიც სწავლობს ოზურგეთის მერიის საქმიანობას გასული ოთხი წლის განმავლობაში. აუდიტის პასუხის შემდეგ, მერიაში განხორციელდება მთელი რიგი ცვლილებები.