”ოცნებამ”  საქართველო გაუყენა რუსეთიზაციის გზას..გამოფხიზლების დროა..თორემ დავიღუპებით”-რაინდი დუმბაძე

”ქართულმა ოცნებამ”  საქართველო გაუყენა რუსეთიზაციის გზას.
ერი და ბერი ასე მდუმარენი თუ ვიქნებით მალე რუსულ მორჩილებას დავუხრით თავს!!
გამოფხიზლების დროაა გამოფხიზლების!!! უნდა მოშორდენ არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფალნი სათავეს, ეს მალე დაგვღუპავს!!
მიუხედავად ჩემი პარტიულობისა, მიშისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დღეს როცა ვხედავ როგორ ექცევით პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა გამოათრია ჭაობიდან, შექმნა ინსტიტუციები, ჩამოაყალიბაა ქვეყნის განვითარების ნორმალული გეგმა და კრიმინალი ფაქტიურად მოსპო, გამოდიხართ ზოგიერთები დაა მიშას საპყრობილეში წამებლური ვიდეოთი ერთობით. ეს უბრალოდ სირცხვილია.
იმდროინდელ კრიმინალურ სამყაროს მკაცრი ხელი ჭირდებოდა და ნულოვანი ტოლერანტობაა ზუსტადაც რომ დღეს შენ მშვიდად დაგეძინა, ამ მთავრობის ლოიალური დამოკიდებულება კრიმინალზე რა შედეგებსაც იწვევს, თქვენც ხედავთ . მალე სრულ კოლაფში რომ აღმოვჩნდებით, მერე გამოფხიზლება გვიან დაგვირჩება!! ამ მთავრობამ ყველა ის პროექტი შეაჩერა, რაც დამოუკიდებელს და ძლიერს გაგვხდიდა, ჩააგდო ანაკლია, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გეგმა ბოლომდე ჩააგდეს, ევროატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების საკითხიც ბოლომდე ჩააფლავეს და რუსეთთან გაზარდეს ეკონომიკური ვაჭრობა 70% -ამდე, რადგან ვანიას როცა მოუნდება მაშინ ჩაგვარტყას და დაგვანარცხოს! მოღალატენი ხართ საქართველოს მოძულენი! ქართველი ხალხი მალე გამოგიტანთ განაჩენს ….
ხო თავისუფლება პრეზიდენტს, რომელსაც თქვენ სისხლიან ლიდერად შერაცხავთ, სამარცხვინო მუხლებს უსჯით, ამით შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე  ფარჩაკდებით….. ხო თავისუფლება მთავარსარდალს, რომელიც ოთხჯერ არ შემოუშვით ქვეყანაში შიშის გამო და შემოგეპარათ, ჩაჯდა დაა შიგნიდან არღვევს თქვენს სისტემას! თავისუფლება ლიდერს რომელიც სახელმწიფოებრივად და პრო დასავლურად აზროვნებს.
პს. მე არასდროს შევეგუები სისტემას, რომელიც პრორუსულია.
არ შევეგუები სისტემას, რომელიც განათლებას კლავს ქვეყანაში, რათა მარტივად გვმართონ .” წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი რაინდი დუმბაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share