“მსგავს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას როგორიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოამჟღავნა COVID-19 აცრასთან დაკავშირებით, მსოფლიო ანალოგი არ ექნება.ახლა გამოდის გამყრელიძე და 4 დან 6 კვირამდე სრულ ლოკდაუნიზე საუბრობს.არ კიდიათ შედეგები, რა მათ კეთილდღეობას რამე დააკლდება თუ რა”?!-წერს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, კახა ასკურავა.
ასკურავა აღნიშნული პოსტით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმის, ამირან გამყრელიძის განცახებას გამოეხმაურა, სადაც ის ქვეყანაში “ლოქდაუნის” შემოღების საჭიროებაზე საუბრობს.
“ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი “ლოქდაუნი” შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით”-ამბობს გამყრელიძე.