გურია შემწეობის მიმღებთა რაოდენობით, მესამე ადგილზეა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ ჭრილშიც. კერძოდ, ბოლო ერთ წელიწადში უკიდურესად გაჭირვეული მოსახლეობის რიცხვმა დაახლოებით, 18%-ით მოიმატა. სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764 ადამიანს, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება 2021 წლის თებერვალს 535 516 ადამიანი იღებდა დახმარებას, ხოლო იანვარში – 532 242.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს რეგიონების მიხედვით:

  • 2021 წლის მარტში თბილისში საარსებო შემწეობას 115 355 ადამიანი იღებდა, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული 93 600 ადამიანი იყო რეგისტრირებული.
  • კახეთი – 2021 წლის მარტში 55 794 ადამიანი იღებდა შემწობას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 48 020
  • გურიაში 2021 წლის მარტში – 22 551 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2020 წლის მარტში – 19 449
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – მიმდინარე წლის მარტში 13 907, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 12 779
  • იმერეთი – მიმდინარე წლის მარტში – 69 939 ადამიანი – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 59 849
  • მცხეთა-მთიანეთი – 2021 წლის მარტში – 16 407 სოციალურად დაუცველი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 14 213
  • სამეგრელო ზემო სვანეთი – მიმდინარე წლის მარტში 67 149 ადამიანი – გასული წლის მარტში – 59 450
  • სამცხე-ჯავახეთი – 2021 წლის მარტში – 14 278 ადამიანი – 2020 წლის მარტში – 11 931
  • ქვემო ქართლი – 2021 წლის მარტში 64 383 ადამიანი – 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 49 823
  • შიდა ქართლი – მიმდინარე წლის მარტში 49 455 ადამიანი – გასული წლის მარტში – 44 236
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 2021 წლის მარტში 53 546 ადამიანი – 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 44 918 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 922 247-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 033 051 ადამიანია რეგისტრირებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 94
    ნახეთ სად ჩატარდება დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრებიდღეს, 19 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის 2021 წლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები, რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება: დაბა ურეკი, წვერმაღალა - 13:00 საათი; ზემო ნატანები - 14:00 საათი; ქვემო ნატანები, შეკვეთილი - 15:00 საათი. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია!
    Tags: წლის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 94
    რომელ სოფლებში ჩატარდება დღეს მოსახლეობასთან შეხვედრებიდღეს, 22 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის 2021 წლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები, რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება: ბოხვაური - 13:00 საათი; ჭალა - 14:00 საათი; დვაბზუ - 15:00 საათი. გაღმა დვაბზუ - 16:00 საათი. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია!
    Tags: წლის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 93
    გურიაში სტანდარტული საახალწლო სუფრა 164. 2 ლარი ჯდება- ISET-ის ინდექსითსუ-სთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და ანალიტიკური ცენტრის ISET-მა, ტრადიციული საახალწლო სუფრის ინდექსი განაახლა. ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6 სულიან ოჯახს. ინდექსი ითვლის ისეთი ტრადიციული საახალწლო სუფრის კერძების ღირებულებას, როგორიცაა ხაჭაპური, მწვადი, საცივი, შემწვარი კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, კიტრი-პომიდვრის სალათი, ფხალი, გოზინაყი, ხილი. უწყების მონაცემებით, ამგვარი სუფრის…
    Tags: მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 93
    "უჩვეულო გარემოში გვიწევს საქმიანობა"2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ წარადგინა. „წლის შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა, საკრებულოს წევრის მოვალეობასთან ერთად, იმ ნდობის მანდატის შეფასებაა, რომელიც არჩევნების გზით მივიღეთ. 2020 წელი კი, რომელმაც შეცვალა არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს დღის წესრიგი, უამრავ გამოწვევასთან ერთად იყო ახალი შესაძლებლობების, ახალი მექანიზმების, ახალ პოლიტიკურ,…
    Tags: ახალი, წლის, მთავარი, თემა, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი