დღიდან ოზურგეთის მერის მოვალეობას, კონსტანტინე შარაშენიძის შვებულებაში გასვლის გამო, მის მოვალეობას ვიცე მერი ალეკო სურგულაძე შეასრულებს.
შარაშენიძის შვებულებაში გასვლის მიზეზი, როგორც რამდენიმე წუთის წინ, “გურიის მოამბე” წერდა, მისი დამოუკიდებელი მერის კანდიდატად დარეგისტრირება გახდა.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რეგისტრაციისას საინიციატივო ჯგუფი და ასევე, მოქმედი მერი კონსტანტინე შარაშენიძე იმყოფებოდნენ, რომლებმაც ოზურგეთის საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართეს, შარაშენიძის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
საინიციატივო ჯგუფს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ვოვა ცანავა ხელმძღვანელობს, მასთან ერთად შარაშენიძე ალეკო ტუღუშმა – ოზურგეთის “საპატიო მცხოვრები”, დავით ჩანტლაძე-ექიმი, ამირან ბაქანიძე-ნატანების გამგებელი და ალეკო ბერიძე – ოზურგეთის მერიის თანამშრომელი – წარადგინეს.