ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ იუბილე იზეიმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ირკვევა, რომ ჯაფარიძემ დაბადების დღის გადახდა რომანტიულ გარემოში გადაწყვიტა: „ესეც ჩემი პანდემიურ-კორონულ-იზოლაციური BD. p.s.ცხოვრებაში ერთხელ ხომ უნდა გქონდეს იზოლაციურ – დისტანციური დაბადების დღე! ჰოდა, აია მაი!“, _ ასეთი ტექსტით გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეოები ჯაფარიძემ. ფოტო-ვიდეო მასალაში ჩანს, რომ მეუღლესთან ერთად ზღვაზე განმარტოებით წასულმა ჯაფარიძემ თევზი შეწვა, სავარაუდოდ სახლიდან წაღებული ქათამიც დააგემოვნა და კარგადაც გაერთო. ახლა, ვიღაც იკითხავს მერე რა მოხდა და თქვენ ვინ გეკითხებათო _ არც არაფერი მომხდარა და არც არაფერი დაშავებულა. უბრალოდ, ჯაფარიძეს იმის აღნიშნვნა დაავიწყდა, რომ ზღვის ნაპირზე, რომანტიულ გარემოში დაბადების დღის აღნიშვნის ინსპირაცია ბერას და ნანუკას ინსტაგრამიდან წამოვიდა. ვიღაცამ ვიღაცას რომ მიბაძოს არც ესაა დანაშაული, მაგრამ თუ პირველწყაროს არ დავივიწყებთ, ეს უკეთესი იქნება…. ჩვენს ქვეყანაში ხომ პირველწყაროს დასახელება არავის უყვარს… ჩვენ კი მასე არ ვფიქრობთ და ამიტომაც ავღნიშნეთ ეს ამბავი… სხვა არაფერი… ვულოცავთ მარინა ჯაფარიძეს იუბილეს და მომდევნო დაბადების დღის აღნიშნას მალდივებზე ვუსურვებთ.
მსგავსი სტატიები
- 96
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მკვიდრი, აკაკი თოხაძე, სხვისი ქონების დაზიანებისთვის 2011 წლის 16 დეკემბერს დააკავეს, მისი წამება დაკავების პირველი დღიდან დაიწყო. გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, მას ორჯერ მოუწია იმ ავბედითი კარანტინის დაშლის გავლა, რომელსაც პატიმრები „წითელი პარასკევი“-ს სახელით იცნობენ. ჯანმრთელი შევიდა ციხეში,მაგრამ სასჯელის ბოლომდე მოხდა ვერ მოახერხა. ციხის…
- 96
ლანჩხუთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი იხურება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ლანჩხუთის მოსახლეობა როგორც ჩანს ამ ამბავმა ძალიან დაადარდიანა და ერთმანეთის მიყოლებით, ცენტრის მედ-პერსონალი, ასევე უბრალო მოქალაქეები, კლინიკის დახურვის ამბავს ეხმაურებიან და თუ ხელისუფლება მათ თხოვნას, რომ არ დახურონ ე.წ. "ძველი საავადმყოფო" არ გაითვალისწინებს, აქციას აანონსებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ…
- 95
სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს, ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთი საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება: "სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებსა და სისხლიან დაპირისპირებაზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ შეჰპირდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მეჩეთის მშენებლობაში მხარდაჭერას. ესენი იყვნენ ,მერი…
- 95
ჩოხატაურის მერი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ჩოხატაურის საკრებულოში, ფიზიკურად დაუპირისპირდა-ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის ჩოხატაურის ორგა ნიზაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი კორიფაძე ავრცელებს და წერს: "რამოდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავასა და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ჩოხატაურის საკრებულოში ბექა გამდლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა , დაპირისპირების მიზეზი ტენდერების თემა გახდა და ე.წ ატკატების…