როგორ ემზადება გურიის რეგიონი 2021 წლის შესახვედრად და რაში დაიხარჯება საახალწლოდ გამოყოფილი შეზღუდული ბიუჯეტი

წელს გურიის რეგიონში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ეპიდსიტუაციის გამო, არცერთი საახალწლო ღონისძიება არ გაიმართება.

შეკვეცილია ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

ოზურგეთში როგორც დაგეგმილი იყო ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი უნდა გამოყოფილიყო წინასაახალწლო სამზადისისთვის, თუმცა ეპიდსიტუაციის გამო, ტენდერი ჩაიხსნა, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქი წინა წლებში შეძენილი ნაძვის ხით და საახალწლო განათებებით მოირთვება, ხოლო, ბიუჯეტი მხოლოდ 1150 ლარს შედგენს, რაც არსებული განათებების შესაკეთებლად გამოიყო. დაზოგილი თანხები სოციალურ ნაწილში გადაინცვლებს და საახალწლო კალათა უფრო მეტ ბენეფიციარს შეხვდება.

ლანჩხუთიც საახალწლო ღონისძიებების გარეშე და 20 ათას ლარიანი ბიუჯეტით ხვდება დამდეგ 2021 წელს, როგორც მერის მეორე მოადგილემ, ეკატერინე გუჯაბიძემ “გურიის მოამბესთან” განაცხადა, ეს დაახლოებით 10 ათასი ლარით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს იყო.

“კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები არ იმართება 20 ათასი ლარი, რაც ბიუჯეტით არის გამოყოფილი განათებებს მოხმარდება და ნაწილი თანხა სოციალურ პაკეტს გაზრდის, საახალწლო კალათა უფრო მეტ ოჯახს შეხვდება”- გვითხრა გუჯაბიძემ.

კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიც შეზღუდულად დააფინანსებს საახალწლო ღონისძიებებს- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

“კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი შეზღუდულად დააფინანსებს საახალწლო ღონისძიებებს. წელს არ დავაფინანსებთ ფეიერვერკს, არც საახალწლო კონცერტს.

გამონთავისუფლებული თანხებით დავაფინანსებთ საბავშვო ბაღების 580 აღსაზრდელის ოჯახებს, რომლებსაც პროდუქტებს და ბავშვებისათვის ტკბილეულს გადავცემთ.

წელს საახალწლო განათებების მონტაჟზე და განახლებაზე დაიხარჯება მხოლოდ 21 000 ლარი, რაც თითქმის 10 000 ლარით ნაკლებია ვიდრე გასულ წელს.

ასევე, ისე როგორც გასულ წლებში, არ გაიცემა არანაირი პრემია – დანამატები. ვგეგმავთ მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ თანაშროლების წახალისებას რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული კორონავირუსის გავრცელების საწინააზღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებში.”- გვითხრა კუჭავამ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share