GFF Awards 2020-ის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დურმიშხან ჩხაიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა.
„დურმიშხან ჩხაიძე წლების მანძილზე გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ. ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი კლუბი, “ლანჩხუთი” სწორედ დურმიშხან ჩხაიძის დაარსებულია. ლანჩხუთელებმა 2020 წელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზეს“,- ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 95
2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჩხაიძე, საუკეთესო ფეხბურთელი კი ხატია ჭყონია გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველ წლიური დაჯილდოება GFF Awards მიმდინარე წელს პანდემიის და საკარანტინო რეგულაციების გამო, შეცვლილი ფორმატით გაიმართა. 2020 წლის საუკეთესოთა გამოვლენა 29 დეკემბერს 11:00 საათიდან ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი გამოვლენით დაიწყო და 13:30 საათზე საქართველოს საუკეთესო…
- 94
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა და ხუთ წონით კატეგორიაში ჩემპიონების და მედალოსნები გამოვლონდნენ. საქართველოს ჩემპიონის ტიტული რამაზ სილაგავამ, ირაკლი ძიმისტარიშვილმა, ლერი აბულაძემ, ჯონი ხეცურიანმა და ოთარ აბულაძემ მოიპოვეს. ხუთივე წონით კატეგორიაში შედეგები ასეთია: 55 კგ 1. რამაზ სილაგავა (მარტვილი) 2. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი) 3. რამაზ სურმანიძე (აჭარა)…
- 87
- 87