გურიის მოამბე

ოზურგეთის მერმა სუნიტ და შიიტ მუსლიმებს ბაირამი ერთდროულად ოღონდ 4 დღის დაგვიანებით მიულოცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ, სუნიტ და შიიტ მუსლიმებს,  რამადან ბაირამი და ნოვრუზ ბაირამი, ერთდროულად, ოღონდ 4 დღის დაგვიანებით, 20 მარტის ნაცვლად, დღეს, 24 მარტს მიულოცა;
“ოზურგეთში მცხოვრებ მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ რამადან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს!
​განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ჩვენი მწუხარების გაზიარებისთვის, გამოხატული სიყვარულისა და ერთიანობისთვის. ის თანაგრძნობა, რომელიც თქვენ გამოხატეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, დასაფასებელია.
​თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებას”.
ნათქვამია მერის განცხადებაში, რომელსაც მისი ფეისბუკ გვერდი აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ  რამადან ბაირამს სუნიტი მუსლიმები აღნიშნავენ,  ნოვრუზ ბაირამს კი შიიტი.
ოზურგეთში, მუსლიმი მოსახლეობა – დაახლოებით 15% დან 20% მდე მერყეობს, ამათგან ძირითადი ნაწილი (90%) სუნიტი მუსლიმია.
მიმდინარე წელს, მუსლიმებმა, ბაირამი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის, ილია || – ეს გარდაცვალების გამო. მოკრძალებულად, საზეიმო ღონისძიებების გარეშე, აღნიშნეს.

Novruz Bayram ყოველწლიურად აღინიშნება აზერბაიჯანში ხუთი დღის განმავლობაში, 20 და 21 მარტის ჩათვლით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს.

 დღესასწაული აღინიშნება გაზაფხულის მოსვლის, ბუნების განახლების პატივსაცემად. ნოვრუზის აღნიშნვის დროს ხალხური ტრადიციისამებრ, კოცონს ანთებენ, ამზადებენ სხვადასხვა ეროვნულ ტკბილეულებს (შექერბურასბადამბურასფახლავასგოღალს), ხონჩას რთავენ ტკბილეულებით, ჯეჯილს ახარებენ, მოხარშული კვერცხებს ღებავენ და ა.შ. 2010 წლის 23 თებერვალს, გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად გაერომ 21 მარტი ნოვრუზ ბაირამის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

დღემდე, ნოვრუზ ბაირამი რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დღესასწაულად. 2009 წელს ნოვრუზი შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში

რამადანირამაზანი — რამადან ბაირამი – 20 მარტი – ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს და ორსულ ქალებს ნებადართული აქვთ ამ დროს მარხვა არ შეინახონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა უნდა დაიცვან, ხოლო ავადმყოფებს, რომლებისთვისაც საერთოდ არ შეიძლება მარხვის შენახვა (შიმშილობა) შეუძლიათ სხვა მარხვის მქონეს გაუმასპინძლდნენ და ამით გამოისყიდონ, ეს მარხვის შენახვის ტოლფასია ისლამში. ბავშვები მარხვასა და ნამაზის ლოცვას ძირითადად გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა მარხვას ბევრი ადრეულ ასაკშიც იწყებს, რელიგიის მიხედვით ლოცვის დაწყება სასურველია 7 წლის შემდეგ და ეს სულ უნდა გაგრძელდეს, დღეში ხუთჯერ ლოცვით. მარხვა გულისხმობს: მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს. ეს დრო არის მიძღვნილი ღვთის საამებლად. ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად იკითხება ლოცვები. მარხვის დროს აუცილებელია მუსლიმმა ითხოვოს მოწყალება (მოინანიოს) ღვთისგან, ილოცოს სწორი გზის საპოვნელად და ყოველგვარი საცდურისაგან თავის ასარიდებლად.

სახელი რამადანი, მეცხრე თვის სახელწოდება ისლამის რელიგიად ჩამოყალიბებამდე მრავალი წლით ადრე წარმოიშვა არაბულ კულტურაში. მისი სახელი მოდის (იყოფა) არაბული ფუძის — რმდ (მსავსი „რამიდა“, ან „არ-რამად“) გამრუდების საფუძველზე და შემოკლებული მნიშვნელობით.

Hilāl არის ასტრონომიულად ახალი მთვარის შემდეგი დღე. სანამ ახალი თვის ახალი მთვარე გამოჩნდება მუსლიმს შეუძლია ჩვეულებრივად გამოთვალოს რამადანის დაწყების დღე. ყოველ წელს არის აზრთა სხვადასხვაობა, როგორ ან როდის იწყება რამადანი. ტრადიციული წარმოშობის მიხედვით — ადამიანს დედამიწის საწინააღმდეგო მხარეს არსებული ქვეყნებიდან შეუიარაღებელი თვალით უნდა დაენახა სავსე მთვარე. დიდი ხანი არაა ზოგიერთი მუსლიმი მიისწრაფვის გამოიყენოს ასტრონომიული გამოთვლები სისწორის დასადგენად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights