სენაკის საკრებულოს წევრი ენმ-დან, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ამ დრომდე გაუჩინარებულია. თანაგუნდელები ამბობენ, რომ ვახტანგ წურწუმიაზე ხელისუფლების მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
წუხანდელი საღამოს შემდეგ ვახტანგ წურწუმია არის დაკარგული. არ არის მასთან კომუნიკაცია. მერე მეორე, ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანს აშანტაჟებენ შვილებით, ოჯახით. ამაში ჩარეულები იყვნენ კანონიერი ქურდები, ამაში ჩარეულები იყვნენ კრიმინალები. ამიტომ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი ვიპოვოთ. გავიგოთ, ცოცხალია თუ მკვდარია“. – აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სენაკის საკრებულოში ენმ-ს წევრის, ვახტანგ წურწუმიას განცხადება ელექტრონული განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მითითებულია, რომ მან თანამდებობა დატოვა.