ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-ს აღწევს

ინფორმაცია CBS News-ს ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა ავღანელია.

აშშ 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებას ადასტურებს. თავდასხმისას დაშავდა მინიმუმ 18 ამერიკელი ჯარისკაცი. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 32 მამაკაცია, სამი ქალი, სამი ბავშვი, დანარჩენების ვინაობა კი დგინდება. „თალიბანი“ აცხადებს, რომ მომხდარს მათი ათობით მებრძოლი ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share